თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 21.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №512
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.025406 197
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 21/11/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №512
2025 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილისთვის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭების თაობაზე
მუხლი 1🔗
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამავე მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ნაწილებს, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს:
ა) ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ფაქტორების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი კვლევების საფუძველზე, განაშენიანების გეგმ(ებ)ის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმ(ებ)ის შემუშავება და დამტკიცება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განაშენიანების გეგმ(ებ)ის ან/და განაშენიანების დეტალური გეგმ(ებ)ის შემუშავებისას, ამავე დადგენილების დანართ №1-ით წარმოდგენილი განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის გარე კონტურის კორექტირების, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადების წარმოდგენა.
მუხლი 3🔗
თბილისის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ დადგენილების შესრულების მიზნით.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე