ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 28.11.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17253322
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016034
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.11.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი, ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ჩიხი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფილი ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-17.
1
725332
2
2025 წლის 28 ნოემბერი
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების თანახმად და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04/11/2025 წლის №249963 წერილის საფუძველზე:
1. განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, შესახვევი) დამისამართება არაბული ციფრების გამოყენებით დანართ №1-ის შესაბამისად.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით დამისამართება განხორციელდეს დანართ №2-ით წარმოდგენილი გეოგრაფიული მონაცემების ამსახველი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის).
3. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
5. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე