,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2025 წლის 28 ნოემბერი ქ. წალენჯიხა |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კოორდინაციას უწევს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა და სამანდატო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიებს, ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებებს;
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიდან, თავმჯდომარის დავალებით, ერთ-ერთი კოორდინაციას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა და ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიებს, მეორე – სოციალურ საკითხთა კომისიას და ხელმძღვანელობს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცეულ დანართს დაემატოს 371 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 371. 2029 წლის არჩევნებში არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის შექმნა
2029 წლის არჩევნებში არჩეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრს შეუძლია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ფრაქციის შექმნისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შექმნას სხვა ფრაქცია, თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას და გაწევრიანდება სხვა პარტიაში.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისია განიხილავს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის, საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების, კომისიების რიცხოვნობისა და შემადგენლობის საკითხებს და ამის თაობაზე წარუდგენს დასკვნას საკრებულოს.“.
|