„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2023 წლის 24 ნოემბერი ქ. წალენჯიხა |
ა) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს წევრი ასახავს წლიურ ანგარიშში.“;
ბ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი;
გ) 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს. მოსმენის შემდეგ ანგარიშვალდებული პირის საქმიანობა ფასდება დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იდება დასკვნა. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ. კომისიის დასკვნის საფუძველზე, ბიუროს გადაწყვეტილებით კონკრეტული ანგარიში შეიძლება მოსმენილ იქნეს საკრებულოს სხდომაზე და მიეცეს შესაბამისი შეფასება“;“
დ) 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს მორიგ სხდომაზე გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშე. საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, საკრებულოს წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. საკრებულოში ამ ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა საკრებულოს მომდევნო სხდომას.“;
ე) 89-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი. თუ მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი წარადგენს პროექტს, მერი უნდა ესწრებოდეს სხდომას. საკითხზე თანამოხსენებით გამოდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დასკვნას.“;
ვ) 143-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა, მისი მოთხოვნით, შესაძლებელია მოხდეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში;“.
|