„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.167.016643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 5 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025  წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 09/06/2025, 010250050.35.167.016633).
მუხლი 2
1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 17 წევრით.”.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე(სულ ხუთი), საკრებულოს ფრაქციის წევრები(თითოეული ფრაქციიდან ორ-ორი წევრი), საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი(ერთი ორგანიზაციიდან ერთი წარმომადგენელი).“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია