„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.114.016545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2025 წლის 18 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 20 ივნისის №8 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016537) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან, მისი დავალებით, საკრებულოს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.“.

2.მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა წევრები, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, ასევე, საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით შარაშიძე