წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

მიღების თარიღი 05.12.2025
ძალაში შესვლა 10.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №533
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.025427 32
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 09/12/2025
438 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.12.2025 მიღება
10.12.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)

დოკუმენტის ტექსტი

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №533 2025 წლის 5 დეკემბერი    ქ. თბილისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მუხლი 1🔗 თავდაცვის კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და 66-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 5800-ით. 2.  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის სახეების დაკომპლექტების ოდენობებს. 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2026 წლის გაწვევის პროცედურები დაიწყოს 2025 წლის 10 დეკემბრიდან. 4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 10 დეკემბრამდე ეტაპობრივად, კერძოდ: ა) საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის ერთ ეტაპად 6 თვის ვადით − 2026 წლის 1 მარტიდან; ბ) საბრძოლო მხარდაჭერის ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის ოთხ ეტაპად 8 თვის ვადით, მათ შორის: ბ.ა) პირველი ეტაპი − 2 ნაწილად: I ნაწილი − 2026 წლის 1 მარტიდან; II ნაწილი − 2026 წლის 1 აპრილიდან; ბ.ბ) მეორე ეტაპი − 2026 წლის 1 ივნისიდან; ბ.გ) მესამე ეტაპი − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან; ბ.დ) მეოთხე ეტაპი − 2026 წლის 1 დეკემბრიდან; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე, საშტაბო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობის თანამდებობაზე სამსახურისთვის ერთ ეტაპად 11 თვის ვადით − 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. 5.   წვევამდელთა    ეროვნულ    სამხედრო    სამსახურში    გაწვეულ    იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება. 6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა გამოძახება განხორციელდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალური/რაიონული განყოფილებების (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება) მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე დადგენილი რიგითობით. 7. თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახეებიდან (ვადებიდან) ერთ-ერთის არჩევა შეეძლება მის დაკომპლექტებამდე. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება, შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა. 9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოიშობა მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 10  კალენდარული დღის ვადაში. 10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება  მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან, სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. 11. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 10 დეკემბრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე