„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№536
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.025429
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2025 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017672) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ 69-ე მუხლის:

1. მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტექნიკური მომსახურების სამუშაოები კონტროლირებადი კალენდარული დროით:

ბ.ა) 1 წელი ან ნაკლები – 10% ან 1 თვე, რომელიც არის უფრო ნაკლები;

ბ.ბ) 1 წლიდან 3 წლამდე – 2 თვე;

ბ.გ) 3 წელზე მეტი – 3 თვე;

ბ.დ) საჰაერო ხომალდის მწარმოებლის მიერ დადგენილი ან რეკომენდებული პერიოდით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა;“.

2. მე-13 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131. ტექნიკური მომსახურების ინტერვალის ნებადართული ცვლილების თანხმობა გაიცემა, თუ ექსპლუატანტი აწარმოებს საჰაერო ხომალდის  შესაბამისი  ტიპის  საიმედოობის  პროგრამას,  ამ  მუხლის  მე-5  და მე-6 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.“.

3. მე-14 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ტექნიკური მომსახურების იმ სამუშაოების სიას (ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაოები), რომელსაც ეხება ეს ცვლილება, ასევე ამ სამუშაოების შეფასებისა და ანალიზის დეტალურ აღწერას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის მიერ დადგენილი რისკების შეფასების ანგარიშს;

ი) საჰაერო ხომალდის მწარმოებლის თანხმობას (No Technical Objection) ტექნიკური მომსახურების ინტერვალის ნებადართულ ცვლილებაზე, შესაბამისი ინსტრუქციებით, ასეთი ინსტრუქციების არსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2025.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №536. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.025429.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №536, 08.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025429 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6692166/