დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2330,8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2,330.8

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

1,937.6

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

373.2

03 03

მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი  ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

20.0

2. პრიორიტეტი -დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი  0300)

პრიორიტეტის ფარგლებში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესების და ეპიდემიური დაავადებებისგან თავის დაცვის მიზნით, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება, დამატებითი ურნების დადგმა, არსებული მწვანე საფარის მოვლა, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა. მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი  ცხოველების მოვლითი ღონისძიებები.

2.1 პროგრამა -დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი  0301)

საჩხერის მუნიციპალიტეტში  პროგრამა დასუფთავება და ნარჩენების გატანა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.  ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"   ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებას, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანას, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურება 7 ერთეული ნაგავმზიდი სპევ/ავტომანქანა. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: სარეკის, ბაჯითის, ქვემოხევის, მოხვის ცხომარეთის,უზუნთის, გაღმა მთის, ქორეთის, პასიეთის, სხვიტორის, კვერეთის, გორისის, გამოღმა არგვეთის, ივანწმინდის, მერჯევის, არგვეთის სავანის, იცქისის, მახათრაურის, შალაურის, ბახიოთის, იტავაზის, დურევის, ცხამის, ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, დუნთის, ჭორვილის, საირხის, კალვათის, მოძვის ჯალაურთის, ჭალის, პერევის, ღონის, სპეთის, ჭურნალის, იფხორის, კორბოულის, შომახეთის, ნიგვზარის, ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორის საუბნო გზების პირზე  დაგროვილი და ბუნკერში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ კვირაში ორჯერ. ქ. საჩხერის სანაპიროს ქუჩაზე საქალაქო პარკი,  ცენტრალურ ქუჩებზე: , ივ. გომართლის ქუჩა-აგრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, მ.კოსტავას ქუჩა-რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და საცალფეხო ხიდების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად დღეში სამჯერ. გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერეის მონაკვეთზე შეგროვილი და ნაგვის ბუნკერებში დაგროვილი ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ. სანიაღვრე არხებიდან ამოღებული ნარჩენების გატანა საჭიროებისამებრ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე გადის 450-500 მ/კუბი საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ნაგავშემკრებ ურნებს კვირაში ერთჯერ უტარდებათ სანიტარული დასუფთავება.

პროგრამის მიზანი: კარგად დასუფთავებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიები.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.

2.2 პროგრამა -მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება (პროგრამული კოდი  0302)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"ს გამწვანების  ღონისძიების  განხორციელება  მნიშველოვან პროგრამას წარმოადგენს.  ხორციელდება სკვერების, გაზონების, ბაღების (დასვენების პარკების) მოვლა-პატრონობა, სატრანსპორტო მაგისტრალური გზის პირების მწვანე საფარის გაკრეჭვა-გადაბელვა, მწვანე ნარგავების განაშენიანება და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა, გამხმარ და ნახევრად გამხმარ ხეებზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ინტენსიურად ტარდება მწვანე საფარისა და ნარგავების მორწვა (მწვანე საფარის შენარჩუნება)  საჭირო შხამ-ქიმიკატებით დამუშავება  აპარატით.  ხორციელდება: ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ: სკვერებისა და ხიდების მოაჯირების შეღებვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.  სისტემატიურად ხორციელდება სანიაღვრე არხების გაწმენდა.

პროგრამის მიზანი: გამწვანებული მუნიციპალიტეტი, მოსახლეობისთვის შექმნილი დასასვენებელი გარემო.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.

2.3 პროგრამა -მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი  ცხოველების მოვლითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი  0303)

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი  ცხოველების ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოფა.

პროგრამის მიზანი: მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი ცხოველებისგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG