მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 7545,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
7,545.0
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა
2,950.2
02 01 01
საყრდენი კედლის მოწყობა
144.0
02 01 02
თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები
300.0
02 01 05
საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები
20.0
02 01 06
ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია
242.2
02 01 07
მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა
2,244.0
02 02
წყლის სისტემების განვითარება
2,500.0
02 02 01
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა
2,500.0
02 03
გარე განათება
586.1
02 03 02
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
586.1
02 04
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
198.4
02 04 01
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
55.7
02 04 02
სკვერების მოწყობა და მომსახურება
66.3
02 04 03
ქალაქის კეთილმოწყობა
76.4
02 07
სოფლის პროგრამების განსახორციელებელი პროექტები
193.7
02 08
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა
374.6
02 09
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა
742.0
1. პრიორიტეტი - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება კვლავაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემების, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს და სხვა.
1.1 პროგრამა - საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში, საყრდენი კედლების მოწყობა, დაგეგმილია გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობა, ქალაქ საჩხერეში ქუჩების რებილიტაცია, მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა.
პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საბავშვო ეტლით მოსარგებლეებისათვის და შშმ პირებისათვის ადაპტირებული, ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა კომფორტული, უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, მგზავრობის დროის და სატრანსპორტო დანახარჯების დაზოგვა, ფეხით გადაადგილებისას მაღალი კომფორტის შექმნა და სხვა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.1 ქვეპროგრამა - საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 01)
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს საფრთხის შემცველი ფერდობებისა და მიწის ჩამოშლის რისკის შემცველ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობას ან რეაბილიტაციას აღნიშნული ღონისძიებები უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლის, ინფრასტრუქტურის დაცვას კლიმატური პირობებით გამოწვეული დაზიანებებისგან. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების გასწვრივ საჭიროებიდან გამომდინარე საყრდენი კედლებისა და გაბიონის მოწყობას. ძირითადათ საქმე გვაქვს, როგორც მეწყერული მოვლენების პრევენციათან, ასევე რომ არ მოხდეს მიწის ჩამოშლა სავალ ნაწილზე. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი გადაადგილების კუთხით. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება შემდეგი სამუშაოები:
-სოფელ სარეკში საყრდენი რკ/ბეტონის კედლის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა; საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა. ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა
ქვეპროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საავტომობილო და ფეხითმოსიარულეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 9, SDG 11.
1.1.2 ქვეპროგრამა - თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 02)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ცენტრალურ საავტომობილო და საუბნო გზებზე საჭიროებიდან გამომდინარე თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდას მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე მოყინულ გზებზე მარილისა და ქვიშის ნაზავის მოყრას. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა ვინაიდან არ მოხდეს დასახლებული პუნქტის მოწყვეტა რაიონულ ცენტრს და ასევე ხელმისაწვდომი იყოს კონკრეტული დასახლებებისათვის სასწრაფო სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარების მომსახურება, აღნიშნული ემსახურება მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას
ქვეპროგრამის მიზანი: საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11
1.1.3 ქვეპროგრამა - საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზებზე საგზაო ნიშნების განთავსება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას და ფეხით მოსიარულეთა, მძღოლებისა და სხვა გზის მომხმარებლების კეთილდღეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ვიდეოსათვალთვალო კამერების (სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების) მოვლა-პატრონობის მომსახურება.
ქვეპროგრამის მიზანი: როგორც ფეხით მოსიარულეთა ასევე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მოწესრიგება და უსაფრთხოების გაზრდა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.4 ქვეპროგრამა - ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 01 06)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ საჩხერეში ტროტუარების მოწყობას, ბორდიულების აღდგენას, ქალაქ საჩხერის დარჩენილ ქუჩებსა და ჩიხებში გზების რეაბილიტაციას. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქ. საჩხერის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება გარდამავალი ღონისძიებებისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი: გამართული და მოწესრიგებული ქუჩები და ტროტუარები.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 9, SDG 11.
1.1.5 ქვეპროგრამა - მისასვლელი
და
საუბნო
გზების
კეთილმოწყობა
(პროგრამული კოდი 02 01 07)
ქვეპროგრამა ითვალისწნებს მუნიციპალიტეტში არსებული მისასვლელი და საუბნო გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციასა და საჭიროების მიხედვით ახალი საფარის დაგებას. გზების კეთილმოწყობა მოიცავს როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ ზონებთან დამაკავშირებელი მონაკვეთების, ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ადგილისკენ მიმავალი გზების გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მობილობას, უსაფრთხოებას და სოფლის განვითარების ხელშეწყობას. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. საჩხერის გარდა 12 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, დაახლოებით 44500 კვ.მ. ასევე სანიაღვრე სისტემების მოწყობას და საუბნო გზების რეაბიტაციას (მოხრეშვა). იგეგმება საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში საუბნო გზებზე რკ-ბეტონის საფაროს მოწყობა, ასევე საჭიროებისამებრ საუბნო გზების მოხრეშვა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-სარეკის ადმინისტრაციულ ერთელში გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; გორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; საირხის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება როგორც გარდამავალი, ასევე 2026 წლის ღონისძიებებისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი: პროექტების განხორციელების შედეგად შემცირდება გზის გაუმართაობის შედეგად გზაზე წარმოქმნილი მტვერი, გზის რეაბილიტაცია დადებითად იმოქმედებს სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაზე.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანთან: SDG 3, SDG 9, SDG 11
1.2 პროგრამა- წყლის სიტემების განვითარება (პროგრამული კოდი 0202)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შპს ,,საჩხერის წყალკანალი“-ის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) განვითარების ხელშეწყობას. წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება ორი ქვეპროგრამისაგან: 1) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა, 2) წყალარინების სისტემის, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა ფინანსდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდანაც.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა კატეგორიისათვის.
პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება, მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება, წყლის მოხმარების დონის ამაღლება ოჯახებში. წყლის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6, SDG 11.
1.2.1 ქვეპროგრამა - მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 020201)
წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოტაცია), რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიანს, ამ ეტაპზე ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის კონკრეტული დასახლებებისათვის წყალმომარაგებას. პროგრამით ხორციელდება შპს ,,საჩხერის წყალკანალის“ სუბსიდირება. შ.პ.ს ,,საჩხერის წყალკანალის“ მომხმარებლის არიალში ამ ეტაპზე შედის ქ. საჩხერე და მუნიციპალიტეტის 28 სოფელი: იცქისი, არგვეთი, სავანე, მერჯევი, ივანწმინდა, გორისა, გამოღმა არგვეთი, უზუნთა, ბაჯითი, სარეკი, საირხე, ჭორვილა, სხვიტორი, ჩიხა, ზედა და ქვედა ორღული, დუნთა, ჭალა, სპეთი, დარყა, ჯრია, პერევი, ცხამი, მახათაური, შალაური, მოძვი, ქორეთი, კალვათა, ქვემოხევი.
ქვეპროგრამის მიზანი: 24 საათნი წყალმომარაგება, სუფთა და ხარისხიანი წყლის უწყვეტი მიწოდება (არსებული ლაბორატორიის გადაიარაღება) წყლის დანაკარგების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება.
არსებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციას ნორმების და მისთვის განსაზღვრული პირობების შენარჩუნებით და თავისდროული მიმდინარე შეკეთებით.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6.
1.3. პროგრამა -გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03 )
ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულ და შშმ პირთა კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე-განათების სისტემის მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება. პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე გარეგანათების ორგანიზებას და სრულყოფილ ფუნქციონირებას, კერძოდ; ქალაქის ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლოატაციას. ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ცენტრალური გზების გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია.
პროგრამის მიზანი: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.3.1 ქვეპროგრამა - გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 02)
ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულ და შშმ პირთა კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე-განათების სისტემის მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება, პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე გარეგანათების ორგანიზებასა და სრულყოფილ ფუნქციონირებას კერძოდ; ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლოატაციას. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების: სხვიტორის, ჩიხის, ორღულის, პერევის, სავანის, არგვეთის, ჭორვილის, კალვათის, ივანწმინდის, საირხის, მერჯევის, იცქისის, სარეკის, ბაჯითის, გამოღმა არგვეთის, ქვემოხევის, ჭალის, კორბოულის მიმართულებით ცენტრალური გზებისა და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე განლაგებული გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია.
ქვეპროგრამის მიზანი: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
1.4 პროგრამა -მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 04)
კეთილმოწყობის პროგრამაში იგულისხმება მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ასევე კეთილმოწყობის ობიექტების (პარკები, სკვერები) მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული მუნიციპალიტეტის იერსახე, მიმზიდველი გარემოს შექმნა მაცხოვრებლებისათვის და სტუმრებისათვის.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.4.1 ქვეპროგრამა -სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა პატრონობა შემოღობვის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასფლაოების შემოღობვის აღდგენა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასფლაოების შემოღობვის აღდგენა.
ქვეპროგრამის მიზანი: დაცული სასაფლაოები.
1.4.2 ქვეპროგრამა - სკვერების მოწყობა და მომსახურება (პროგრამული კოდი 02 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში წლის დასაწყისში არ არის რაიმე სახის სამუშაოები დაგეგმილი 2027-2029 წლებში იგულისხმება სკვერების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მაშტაბით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-სოფელ ქორეთში სკვერის მოწყობა (ორწლიანი პროექტი).
ქვეპროგრამის მიზანი: კეთილმოწყობილი სკვერები, დასავენებელი პარკები.
1.4.3 ქვეპროგრამა -ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ქუჩების ფასადებისა და ღობეების კეთილმოწყობა ასევე ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ქ. საჩხერეში სკვერებისა და ფანჩატურების მოწყობა; ასევე გათვალისწინებულია რგპფ-ს თანადაფინანსება გარდამავალი ღონისძიებისათვის.
ქვეპროგრამის მიზანი: დასასვენებელი და გასართობი სივრცის შექმნა ქალაქის ტერიტორიაზე, ტურზმის მომსახურების სფეროს ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება.
1.5 პროგრამა -სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 02 07)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ადმინისტრაციული შენობებისა და სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობას, ამბულატორიებისა და ბიბლიოთეკების სარემონტო სამუშაოებს. დასასვენებლი ფანჩატურების მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
-ჩიხის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა; არგვეთის ადმ. ერთეულში ფანჩატურების მოწყობა; არგვეთის ადმ. ერთეულში სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა; გორისის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა; ქორეთის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცის მოწყობა; კორბოულის ადმ. ერთეულში დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანი: სოფლის კატეგორიის დასახლებების კავშირის გაძლიერება ურბანულ დასახლებებთან და მათთვის საჭირო ხარისხიანი მომსახურეობის ადგილზე მიწოდება. სოფლის კატეგორიის დასახლებებში მაცხოვრებელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.6 პროგრამა -საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 02 08)
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობის მიზნით საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების კუთხით ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
1.7 პროგრამა -სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 02 09)
ამ პროგრამით ხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) (შემდგომში -ინსპექტირების ანგარიში) მომზადება და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა.
პროგრამის მიზანი: ხარისხიანად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG