მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 37146,5 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2024 წლის გეგმა
02 00
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
37,146.5
02 01
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა
17,814.9
02 01 01
საყრდენი კედლის მოწყობა
1,530.7
02 01 02
თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები
219.0
02 01 03
მოსაცდელების მოწყობა
19.3
02 01 04
ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია
2,184.0
02 01 05
საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები
159.8
02 01 06
ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია
1,298.3
02 01 07
მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა
12,403.8
02 02
წყლის სისტემების განვითარება
11,743.4
02 02 01
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა
9,855.2
02 02 02
საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა
1,888.2
02 03
გარე განათება
749.2
02 03 01
გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია
175.0
02 03 02
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
574.2
02 04
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
2,272.2
02 04 01
სასაფლაოების მოვლა-პატრონობა
35.0
02 04 02
სკვერების მოწყობა და მომსახურება
1,073.0
02 04 03
ქალაქის კეთილმოწყობა
1,164.2
02 05
ბინათმშენებლობა
375.1
02 06
მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
1,665.2
02 07
სოფლის პროგრამების განსახორციელებელი პროექტები
1,541.5
02 08
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა
311.7
02 09
სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა
673.3
1. პრიორიტეტი -ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება კვლავაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემების, ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს და სხვა.
1.1 პროგრამა -საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში, საყრდენი კედლების მოწყობა, დაგეგმილია გზებზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობა, ქალაქ საჩხერეში ქუჩების რებილიტაცია, მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა.
პროგრამის მიზანია: მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის გადაადგილებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. საბავშვო ეტლით მოსარგებლეებისათვის და შშმ პირებისათვის ადაპტირებული, ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა კომფორტული, უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, მგზავრობის დროის და სატრანსპორტო დანახარჯების დაზოგვა, ფეხით გადაადგილებისას მაღალი კომფორტის შექმნა და სხვა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.1 ქვეპროგრამა -საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 01)
ქვეპროგრამით ძირითადად საქმე გვაქვს, როგორც მეწყერული მოვლენების პრევენციასთან, ასევე რომ არ მოხდეს მიწის ჩამოშლა სავალ ნაწილზე. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დუნთაში გუგული თოდაძის სახლთან გზაზე რკინა ბეტონის საფარისა და ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა და სხვ.
2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში განხორციელდება სოფელ სპეთში, ჩხიტუნიძეების უბნისკენ მიმავალ გზაზე რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ქვედა ორღულში, როსტომ ნადირაძის სახლის მიმდებარედ დამეწყრილ მონაკვეთზე გაბიონის მოწყობა; სოფელ სხვიტორში თინა ბაზაევის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ჩიხაში ხათუნა ზაბახიძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ჩიხაში კონსტანტინე მარგველაშვილის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ საირხეში ჭიღლაძეების უბანში, პეტრე ჭიღლაძის სახლთან დამეწყრილ მონაკვეთზე გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობა; ქ. საჩხერეში 9 აპრილის ქუჩაზე თემური ცერცვაძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში კონსტიტუციის ქუჩა N4-ში, ალექსანდრე მაჭარაშვილის მიწის ნაკვეთთან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები; სოფელ მერჯევში ვალერი მუმლაძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ მერჯევში სადუნიშვილების უბანში, პეტრე სადუნიშვილის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; ქალაქ საჩხერეში 9 აპრილის ქუჩა N11-ში საყრდენი კედლის მოწყობ; ქალაქ საჩხერეში რუსთაველის ქუჩა N69-ში საყრდენი კედლის მოწყობა; ქალაქ საჩხერეში ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ მერჯევში დეკანოიძეებისა და სადუნიშვილების უბანში არსებული გაბიონის კედლის რეაბილიტაცია.
-სოფელ ჭალაში მშენებარე ეკლესიის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა;
-სოფელ სავანეში კომლაძეების უბანში ბადრი კომლაძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა; სარეკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გაღმა მთაში ქვის კედლის მოწყობა.
-კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საყრდენი კედლების მოწყობა; ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობა. მუნიციპალიტეტის სოფლებში გაბიონის მოწყობა. ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ჩიხაში, იაკობაშვილების უბანში, დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენა და გაბიონის კედლის მოწყობა,; ქალაქ საჩხერის ადმინისტრაციულ ერთეულში დუნთურას ღელის გასწვრივ დარჩენილი მონაკვეთებზე კედლის მოწყობა; ქალაქ საჩხერის ადმინისტრაციულ ერთეულში კონსტიტუციის ქუჩა №13 ნიკოლოზ თოდაძის და დათო მამულაშვილის სახლთან კედლის მოწყობა; ქ. საჩხერეში რუსთაველის ქ. №14-ის მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლის და ტროტუარის მოწყობა; სოფ. სარეკში შიდა ცენტრალურ გზაზე აბრამიშვილების უბანში ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა და დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენა; სოფ. სარეკში ფალავანდიშვილების უბანში ყორე ქვის საყრდენი კედლის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სპეთში ჯონდო ქიმაძის სახლთან ყორე ქვის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ჭალოვანში ხარაიშვილების შიდა საუბნო გზაზე, ანდრო ხარაიშვილის სახლთან ფერდამჭერი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა.
-ქ. საჩხერეში ციხე მოდინახისკენ მიმავალ გზაზე (ლაშხების სახლთან) ფერდსამაგრი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა; ქ. საჩხერეში ციხე მოდინახისკენ მისასვლელი გზის (ლაშა ლაშხის ქუჩის) მიმდებარედ დამეწყრილ მონაკვეთზე, სტიქიის საპრევენციოთ ფერდის გამაგრება და რკ-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ საირხეში ჭიღლაძეების უბანში რკინა- ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ ჭორვილის დანაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე სტიქიის საპრევენციოთ რკინა- ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; ჭალოვანის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიდებარედ სტიქიის საპრევენციოთ ფერდის გამაგრება, რკ-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა; სოფელ იტავაზაში (ძინძიბაძეები-გოგობერიშვილების უბანი) ვალერი ხარშილაძის სახლთან დამეწყრილ მონაკვეთზე, სტიქიის საპრევენციოდ ფერდსამაგრი გაბიონისა და სანიაღვრის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: მოწესრიგებული ინფასტრუქტურა, საავტომობილო და ფეხითმოსიარულეთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 9, SDG 11.
1.1.2 ქვეპროგრამა -თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზამთრის პერიოდში ცენტრალურ საავტომობილო, საუბნო გზებზე და ტროტუარებზე საჭიროებიდან გამომდინარე თოვლის საფარისაგან გაწმენდა ტექნიკის საშუალებით, ასევე მოყინულ გზებზე და ტროტუარებზე მარილისა და ქვიშის ნაზავის მოყრა. აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა ვინაიდან არ მოხდეს დასახლებული პუნქტის მოწყვეტა რაიონულ ცენტრს და ასევე ხელმისაწვდომი იყოს კონკრეტული დასახლებებისათვის სასწრაფო სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარების მომსახურება. აღნიშნული ემსახურება მოსახლეობის (ბავშვების, მამაკაცების, ქალების, შშმ პირების) უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.
ქვეპროგრამის მიზანია: საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა (ბავშვების, მამაკაცების, ქალების, შშმ პირების) შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.3 ქვეპროგრამა -მოსაცდელების მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ მოხვაში მაჩაიძეების უბანში მოსაცდელის მოწყობა; სოფელ ქორეთში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: ფეხით მოსიარულეთა (ბავშვების, მამაკაცების, ქალების, შშმ პირების) და ტრანსპორტის გადაადგილების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.4 ქვეპროგრამა - ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში რგპფ-ის თანადაფინანსებით განხორციელდება ქ. საჩხერეში დოსითეოს წერეთლის ქუჩაზე ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.
2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში განხორციელდება სოფელ ლიჩში, ხარაიშვილების უბანში მდინარე ღოდორულაზე არსებული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.
-ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია; სოფელ ნიგვზარაში ჩოყნარის უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია; სოფელ კორბოულში სისვაძეები-ცერცვაძეების უბანში ნელი ლომსაძის სახლთან ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.
-მუნიციპალიტეტის სოფლებში გაბიონის მოწყობა; სოფ. კორბოულში სისვაძეები-ცერცვაძეების უბანში ნელი ლომსაძის სახლთან ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია; სოფ. კორბოულში ვენედიქტე სისვაძის უბანში ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია;
სოფ. კორბოულში ღვაფშიღელეზე სწორკუთხა მილის მოწყობა.
-საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში (წისქვილებთან) საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა ხელმისაწვდომობის ზრდა, შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.5 ქვეპროგრამა - საგზაო ნიშნების დამონტაჟება და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 02 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურება. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მოსაწყობად საჭირო ტექნიკის შეძენა-მონტაჟი-ინსტალაცია თანმდევი მომსახურეობით.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა (ბავშვების, მამაკაცების, ქალების, შშმ პირების) მოწესრიგებული გადადგილება და უსაფრთხოების გაზრდა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.1.6 ქვეპროგრამა -ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 01 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერეში ბოინიდან შპს ,,ატუ“ს შესასვლელამდე გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა; ქ. საჩხერის ადმინისტრაციულ ერთეულში, იაშვილის ჩიხში (ისლარში) რკინა/ბეტონის საფარის მოწყობისა და ქ. საჩხერეში დოსითეოსი წერეთელის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა; ქ. საჩხერეში, გზებსა და ბილიკებზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა, საყრდენი კედლების მოწყობა და სხვა.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს (რგპფ-ის თანადაფინანსება 5%), სადაც გათვალისწინებულია ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია;
2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში განხორციელდება ქალაქ საჩხერეში, წერეთლის ქუჩაზე შალვა ბუღაძის სახლთან არსებული რკინა ბეტონის ღარის ლითონის ცხაურით გადახურვა; ქალაქ საჩხერეში შათაშვილის ქუჩაზე რკინა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; საჩხერე-ჭიათურის დამაკავშირებელი გზის ე.წ ,,სილიკატებთან“ მონოლითური რკინა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; ქ. საჩხერეში ბამბეულის დასახლებისა და სილიკატების დამაკავშირებელ გზაზე რკინა ბეტონის სწორკუთხა მილის მოწყობა; საჩხერეში ლესელიძის ქუჩაზე გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში ძველ ფოსტასთან სტადიონის უკან კახა მაჭარაშვილის სახლთან გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში კონსტიტუციისა და სააკაძის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში წერეთლის ქუჩაზე თამთა ციცქიშვილის სახლთან მიმავალ ბილიკზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში ისლარში პავლე ზაბახიძის სახლამდე გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; ქ. საჩხერეში რაჭის ქ.N26-ის წინ სიმონ მაჩაიძის სახლამდე გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
-ქ. საჩხერეში, გზებსა და ბილიკებზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
-ქ. საჩხერეში გამსახურდიას სანაპიროზე N6-თან სანიაღვრეს მოსაწყობა.
-ქ. საჩხერეში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე სანიაღვრე ცხაურის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: გამართული და მოწესრიგებული ქუჩები და ტროტუარები.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 9, SDG 11.
1.1.7 ქვეპროგრამა -მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 07)
ქვეპროგრამით განხორციელდება: სოფელ ცხომარეთში ჯრუჭის მონასტერის მისასვლელთან ავტოსადგომის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა; სარეკის ადმინისტრაციულ ერთელში გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ცხომარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების მოწყობა; გორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; სოფელ ცხამში, ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები; სოფელ ცხამში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სანიაღვრე ბორდიურის მოწყობის სამუშაოები; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ დურევში საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯვარში საუბნო გზების რეაბილიტაცია; ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გადაღმა ხვანში საუბნო გზების რეაბილიტაცია; ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მოძვში გოგი ნოზაძის სახლის მიმდებარე საუბნო გზების რეაბილიტაცია; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ბახიოთში ერაძეების უბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პასიეთის უბანში ლამარა მეტონიძის სახლის მიმართულებით საუბნო გზების რეაბილიტაცია; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში ოტრიის უბანში გზის რეაბილიტაცია; ჭალის ადმინისტრაციულ სოფელ დარყაში სავარგულებისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში სამთო სკოლის სასროლეთისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია და სხვა.
რგპფ -ის თანადაფინანსების ფარგლებში განხორციელდება სოფელ საირხეში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მესამე ეტაპი); სოფელ ზედა და ქვედა ორღულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; სოფელ ბაჯითში გაღმა მთის უბანში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ბახიოთში ერაძეების უბანში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; საჩხერე-კალვათა-ქორეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ სპეთში ზედა-მაცხოვარის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ გორისაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ სარეკში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა (მესამე ეტაპი); სოფელ ზედა ორღულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ სხვიტორში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ სავანის საუბნო გზების რეაბილიტაცია (მეექვსე ეტაპი); სოფელ ჭორვილაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); სოფელ საირხეში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეოთხე ეტაპი); სოფელ ღოდორაში ხარაიშვილების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარით მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ მოხვაში სერის უბნიდან საჩხერე-ონის საავტომობილო მაგისტრალთან დამაკავშირებელ გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ არგვეთში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ ჩიხაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ კორბოულის ტერიტორიაზე გორაძირის დასახლებაში არსებული სასმელი წყლის რეზერვუარებისაკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია; ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ ხვანში, გადაღმა ხვანის მიმართულებით გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ბახიოთში უბნებში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ მახათაურში შიდა საუბნო გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ მოძვში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა (მეორე ეტაპი); სოფელ ჯალაურთაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; სოფელ ცხამისა და ეთო-ეხვევის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შიდა საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა(მესამე ეტაპი).
2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში განხორციელდება სოფელ სარეკში I ქუჩაზე (აბჟანდაძეების უბანი) გზის მოხრეშვა; სოფელ მოძვში შიდასაუბნო გზის მოხრეშვა; საჩხერის მუნიციპალიტეტში ყოფილი კურორტი კვერეთის მიმდებარედ წყალმომარაგების სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის, მილსადენის გრუნტით დაფარვისა და სოფელ პერევში წყალმომარაგების სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის და კაპტაჟის გაწმენდის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთაში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩონთოს უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები; სოფელ გორისაში, ზვიად შეყლაშვილის სახლთან გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ გამოღმა არგვეთში, კიპაროიძეების უბანში მე-5 ქუჩის მე-5 ჩიხში რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ მოძვში პავლე ტყემალაძის სახლთან ბეტონის საფარიანი გზის გაგრძელება; სოფელ მოძვში გიგია ნოზაძის სახლთან გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჯალაურთაში ხვედელიძეების უბანში რკინა ბეტონის მილის რაბილიტაცია; სოფელ ჯალაურთაში ძინძიბაძეების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჯალაურთაში ვალერი კაპანაძის სახლთან რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ სარეკში მე-10 ქუჩის III ჩიხში, ქვედა ჭიღლაძეებში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ სარეკში მე-14 ქუჩის I ჩიხში (აბჟანდაძეები-ლობჟანიძეების დამაკავშირებელი გზა) რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; საჩხერე ონის დამაკავშირებელი გზიდან მე-8 ქუჩაზე მონოლითური რკინა ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ ქორეთში, კაპანაძეები-ხომასურიძეების საუბნო გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა (I მონაკვეთი); სოფელ ქორეთში, მოსიაშვილების უბანში გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჭალაში, ჩაბრაძეების უბანში გზაზე რკინა/ ბეტონის საფარის მოწყობა; ჭალოვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჭალოვანში ლაცაბიძეების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ მერჯევში, ამირან დეკანოიძის სახლთან სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ ივანწმინდაში ნათელა კილაძის სახლთან ბეტონის საფარიანი გზის გაგრძელება; სოფელ მერჯევში ფირუზი შუბითიძეს სახლთან სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ მერჯევში ემზარი ტურაბელიძის სახლთან ჩოკოების უბანში რკინა/ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ კორბოულში, გალია კაპანაძის სახლთან გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ კორბოულში, კოტე კაპანაძის სახლისკენ მიმავალ გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ კორბოულში, ,,ტოტიკების'' უბანში მიმავალ გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ კორბოულში, ,,ტოტიკების'' უბანში მიმავალ გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ შომახეთში, გოგატიშვილების უბნის გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ შომახეთში, მაზაშვილების უბნის გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ შომახეთში, შიუკების უბნის გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ნიგვზარაში, ტაბატაძეების უბნის გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ნიგვზარაში, ჩოყნარის უბნის გზაზე რკ/ ბეტონის საფარის მოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შალაურში შიდა საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ უზუნთაში საჩხერე ონის დამაკავშირებელი გზიდან ზემო უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები; სოფელ საირხეში ჭიხორიების საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჭორვილაში ქვედა გამგებლების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჭორვილაში ნადირაძეების საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ საირხეში ვეშაპიძეების უბანში, მარინა ვეშაპიძის სახლამდე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ საირხეში ქველაძეები-ენუქიძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ საირხეში ქველაძეების უბანში, კახა ქველაძის სახლის ჭიშკრამდე რკინა-ბეტონის საფარისმოწყობა; სოფელ ჭორვილაში ლომიძეების საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჭორვილაში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ საირხეში კურტანიძეების საბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ საირხეში მევლუდი კურტანიძის სახლისკენ მიმავალ საუბნო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ დუნთაში ოთარი ზამბახიძის სახლის წინ გზის განივად რკ/ბეტონის ღარის და მდ. დუნთურაზე სწორკუთხა რკ/ ბეტონის მილის მოწყობა; სოფელ სხვიტორში მარინა ზამბახიძის სახლის მიმდებარედ მონოლითური რკ/ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ ქვედა ორღულში, კალმახელიძეებიდან ნადირაძეებისაკენ მიმავალ სასაფლაოს გზაზე რკ/ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ქვედა ორღულში, დომნა ქველიძის სახლთან რკ/ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ სხვიტორში მაგული სამხარაძის სახლის მიმდებარედ რკ/ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ მერჯევში, სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები; სოფელ სხვიტორში, ელგუჯა ომიაძის სახლთან წყალამრიდის მოწყობის სამუშაოები; გამოღმა არგვეთში კიპაროიძეების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები; სოფ. გორისაში შეყლაშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები; სოფელ სავანეში ერაძეების უბანში რკინა ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ არგვეთში კიპაროიძეების უბანში რკინა ბეტონის ღარის მოწყობა; სოფელ სავანეში სკოლასთან რკინა ბეტონის ღარის მოწყობა;
-კორბოულის და ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია-მოხრეშვა; საირხისა და ჩიხის ადმინისტრაციულ ერთელში გზების მოწყობა; სოფელ მოძვში ნოზაძეების უბანში რკინა ბეტონის გზის მოწყობა; სოფელ ბაჯითში პროფესიულ სასწავლებელთან მისასვლელ გზაზე რკინა ბეტონის გზის საფაროს მოწყობა; კორბოულის, ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია; სარეკის, საირხის, მერჯევის, კორბულის, გორისისი, არგვეთის, ჩიხის, ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთელში გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა;
-ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; ჭალოვანის ადმ. ერთეულეში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ჯრიაში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფელ ცხამში სხირტლაძეების უბანში გზაზე რკ-ბეტონის საფარის მოწყობა; სარეკის ადმინისტრაციულ ერთელში გზებზე რკინა-ბეტონის გზის მოწყობა; სოფელ გამოღმა არგვეთში გოჩა გაგნიძის სახლთან სანიავრე არხის მოწყობა.
-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოხრეშვითი სამუშაოები; საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა; სოფელ ჯრიაში რკინა ბეტონის გზის მოწყობა; საჩხერე-პერევის დამაკავშირებელი გზის მე-5 კილომეტრზე ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია; საჩხერე-პერევის დამაკავშირებელი გზის მე-5 კილომეტრზე მალხაზ ჭიღლაძის სახლთან ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია და საყრდენი კედლის მოწყობა; საჩხერე-პერევის დამაკავშირებელი გზის მე 4-5 კილომეტრზე გზის ორმოული შეკეთება; სოფ. ჭორვილაში ბარბაქაძეები-ბურძენიძეების უბნისკენ მიმავალ გზაზე რკ/ბეტონის მილის დ-1.5 მეტრი მოწყობა; სოფ. საირხეში ჭიღლაძეების უბანში, დამეწყრილ უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა; ოფ. ჭორვილაში ზუბიაშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფ. ჭორვილაში გამგებლების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა; სოფ. ჭორვილაში მაჭარაშვილები-წერეთლების უბანში არსებული დაზიანებული ბეტონის საფარის აღდგენა და სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფ. კალვათაში კერძო მოსახლე მარუსა ხარაზოვის შესასვლელში რკ/ბეტონის მილის მოწყობაათასი ლარი; სოფ. სარეკში ლაბაძეები-აბრამიშვილების უბანში (ე.წ. კულას უბანი) გზაზე გაბიონის კედლის და სანიაღვრე არხის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. სპეთში მაცხოვრის სალოცავისკენ მიმავალ გზაზე ქვედა დავაძეების უბანში, გზის მონაკვეთის სავალი ნაწილის გაფართოება და გაბიონის კედლის მოწყობა; ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. დარყაში ჭალა პერევის დამაკავშირებელ გზაზე (მარკეტის მიმდებარე ტერიტორია) გაბიონის საყრდენი კედლის მოწყობა; მერჯევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. მერჯევში დეკანოიძეების უბანში რკ/ბეტონის ღარის მოწყობა;
ქვეპროგრამის მიზანია: პროექტების განხორციელების შედეგად შემცირდება გამოფრქვევები და გზის გაუმართაობის შედეგად გზაზე წარმოქმნილი მტვერი, გზის რეაბილიტაცია დადებითად იმოქმედებს სოფლებიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაზე.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 9, SDG 11.
1.2 პროგრამა: წყლის სიტემების განვითარება (პროგრამული კოდი 02 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის შპს ,,საჩხერის წყალკანალი“-ის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) განვითარების ხელშეწყობას. წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება ორი ქვეპროგრამისაგან: 1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა. 2. საკანალიზაციო სისტემის, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა ფინანსდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის სახრებით ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდანაც.
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა კატეგორიისათვის.
პროგრამის მიზანია: წყლის სისტემების და სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება, მოსახლეობის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება, წყლის მოხმარების დონის ამაღლება ოჯახებში. წყლის სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6, SDG 11.
1.2.1 ქვეპროგრამა -მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება, რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01)
წყლის სისტემის განვითარების პროგრამა შინაარსის მიხედვით არის როგორც კაპიტალური/ინფრასტრუქტურული (წლის სისტემის რეაბილიატაცია, ახლის მოწყობა), ასევე მომსახურების (წლის სისტემის ექსპლოტაცია), რაც შეეხება მის ხანგრძლივობას იგი ინფრასტრუქტურულ ნაწილში წარმოადგენს მრავალწლიანს, ამ ეტაპზე ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის კონკრეტული დასახლებებისათვის წყალმომარაგებას. პროგრამით ხორციელდება შპს ,,საჩხერის წყალკანალის“ სუბსიდირება. შ.პ.ს ,,საჩხერის წყალკანალის“ მომხმარებლის არიალში ამ ეტაპზე შედის ქ. საჩხერე და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები: იცქისი, არგვეთი, სავანე, მერჯევი, ივანწმინდა, გორისა, გამოღმა არგვეთი, უზუნთა, ბაჯითი, სარეკი, საირხე, ჭორვილა, სხვიტორი, ჩიხა, ორღული, ჭალა, სპეთი, დარყა, ჯრია, პერევი. ქალაქ საჩხერის წყალმომარაგება ხდება ე.წ. გალერიიდან. მაგისტრალური წყალსადენით და ასევე ე.წ. საირხის სათავე ნაგებობების 4 ჭაბურღილიდან. აღნიშნული სათავეებიდან წყალი მოეწოდება ცეტრალურ სატუმბო სადგურს, საიდანაც წყლის მიწოდება ხდება ტუმბოების საშუალებით, ქ. საჩხერის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე განლაგებულ 4500მ3 ტევადობის რეზერვუარებში, ხოლო რეზერვუარებიდან წყლის მიწოდება ხდება შიდა ქსელში. რაც შეეხება სოფლებს იცქისი, არგვეთი, სავანე, მერჯევი, ივანწმინდა, გორისა, გამოღმა არგვეთი, მათი მომარაგება ხდება სოფელ იცქისის სათავე ნაგებობაზე მდებარე 3 ჭაბურღილიდან, საიდანაც ვერტიკალური ტუმბოების საშუალებით წყალი მიეწოდება შვიდ სოფელში განლაგებულ რეზერვუარებს ოთხი დამოუკიდებელი მიმწოდებელი მილების მეშვეობით. რეზერვუარებიდან წყალი ნაწილდება სოფლების შიდა ქსელებში, როგორც სოფლებში ასევე ქ. საჩხერეში გამრიცხველიანებულია მთლიანი აბონენტების 99%. უზუნთის კაპტაჟებიდან თვითდინებით წყალი მიეწოდება სოფელ უზუნთას, ბაჯითს, სარეკს, საირხეს, ჭორვილას. სკინტავის კაპტაჟებიდან თვითდენითი წყალი მიეწოდება (სოფლები სხვირტორი, ჩიხა, ორღული, ჭალა). პერევის კაპტაჟებიდან თვითდენითი წყალი მიეწოდება (პერევი, ჭალა, ჯრია, დარყა, სპეთი). კომპანია ამ ეტაპზე საჩხერის მუნიციპალიტეტის აბონენტების 60% წყალს აწვდის და წყალარინების მომსახურება 20% შეადგენს. 24 საათიანი წყალმომარაგება სუფთა და ხარისხიანი წყლით, მაგისტრალური მილსადენების სირგძე შეადგენს 68 კმ-ს, გამანაწილებელი ქსელის სიგრძე 200 კმ-ს, საყოფაცხოვრებო აბონენტების რაოდენობა შეადგენს 12179-ს, იურიდიული 694-ს, სულ ჯამში 12873-ს. წყლით მომარაგება აუცილებელი სასიცოცხლო პირობაა ქალებისათვის, მამაკაცებისათვის, ბავშვებისათვის, შშმ პირებისათვის. ასევე ქვეპროგრამით განხორციელდება: სოფელ ჯალაურთაში კოკალაურის წყაროს რეაბილიტაცია.
-სოფელ მოხვაში მერმანიშვილების უბანში არსებული წყაროს კეთილმოწყობის სამუშაოები.
-მოხვაში ომიაძეების უბნის წყაროსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები;
-სოფელ ცხამში, ეთო-ეხვევის უბნის წყალმომარაგების სისტემისათვის შემკრებისა და პლასტმასის მილის მოწყობა.
რგპფ-ების თანადაფინანსების ფარგლებში განხორციელდება სოფელ იტავაზაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: 24 საათიანი წყალმომარაგება, სუფთა და ხარისხიანი წყლის უწყვეტი მიწოდება ქალებისათვის, მამაკაცებისათვის, ბავშვებისათვის, შშმ პირებისათვის. (არსებული ლაბორატორიის გადაიარაღება); წყლის დანაკარგების არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება; არსებული ძირითადი საშუალებების ექსპლუატაციის ნორმების, მისთვის განსაზღვრული პირობების შენარჩუნებით და თავისდროული მიმდინარე შეკეთებით; მოწესრიგებული წყლის სიტემები, ასევე წყლის სისტემების გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6.
1.2.2 ქვეპროგრამა -საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 020202)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყველა კატეგორიის დასახლებებში საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, საკანალიზაციო სისტემების გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და განვითარებას, იგეგმება მუნიციპალიტეტში რგპფ-ის თანადაფინანსება -ქალაქ საჩხერეში თამარ მეფის ქუჩიდან გომართლის ქუჩამდე სასმელი წყლის სისტემისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა; სოფელ სხვიტორში კანალიზაციის სისტემის მოწყობა და სხვა.
-სოფელ სხვიტორში კანალიზაციის სისტემის მოწყობა; ქ. საჩხერეში თამარ მეფის ქუჩიდან გომართლის ქუჩამდე სასმელი წყლის სისტემისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა.
-ქალაქ საჩხერეში ეგრეთ წოდებული გელბახიანების ტბის სადრენაჟე სისტემის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები.
ქვეპროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 6, SDG 11.
1.3 პროგრამა -გარე განათება (პროგრამული კოდი 02 03 )
ღამის საათებში მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, ხანდაზმულ და შშმ პირთა კონფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია გარე-განათების სისტემის მოწყობა და მისი გამართული ფუნქციონირება, პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერირორიაზე გარე განათების ორგანიზებასა და სრულყოფილ ფუნქციონირებას კერძოდ: ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლოატაციას. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების: სხვიტორის, ჩიხის, ორღულის, პერევის, სავანის, არგვეთის, ჭორვილის, კალვათის, ივანწმინდის, საირხის, მერჯევის, იცქისის, სარეკის მიმართულებით ცენტრალური გზებისა და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე განლაგებული გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია.
პროგრამის მიზანია: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.3.1 ქვეპროგრამა - გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დოსითეოს/წერეთლის ქუჩაზე გარეგანათების მოწყობა და სხვა.
-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოხრეშვითი სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: ღამის პერიოდში განათებული ქუჩების გაზრდილი რაოდენობა საჩხერის მუნიციპალიტეტში.
1.3.2 ქვეპროგრამა - გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 03 02)
პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარეგანათების ორგანიზებასა და სრულყოფილ ფუნქციონირებას, კერძოდ; ქუჩების, სკვერების, ბაღების (დასასვენების პარკები), სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდების განათების ქსელის მოვლასა და ექსპლუატაციას. ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების: სხვიტორის, ჩიხის, პერევის, სავანის, არგვეთის, ჭორვილის, კალვათის, ივანწმინდის, საირხის, მერჯევის მიმართულებით ცენტრალური გზებისა და გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე განლაგებული გარეგანათების ქსელის მოვლა-ექსპლუატაციას.
ქვეპროგრამის მიზანია: ღამის პერიოდში განათებული საჩხერის მუნიციპალიტეტი.
1.4 პროგრამა -მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 04 )
კეთილმოწყობის პროგრამაში იგულისხმება მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, ასევე კეთილმოწყობის ობიექტების (პარკები, სკვერები) მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია: მოწესრიგებული მუნიციპალიტეტის იერსახე, მიმზიდველი გარემოს შექმნა მაცხოვრებლებისათვის და სტუმრებისთვის.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.4.1 ქვეპროგრამა -სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 02 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სასაფლაოების შემოღობვა და სხვა.
-ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დუნთაში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა;
ქვეპროგრამის მიზანია: დაცული სასაფლაოები.
1.4.2 ქვეპროგრამა - სკვერების მოწყობა და მომსახურება (პროგრამული კოდი 02 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არგვეთის, გორისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასასვენებელი სივრცის მოწყობა; ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში სკვერების კეთილმოწყობა; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სკვერის შემოღობვა და სხვა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აგვისტოს №1419 განკარგულებით ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“ განხორციელდება ქალაქ საჩხერეში დოსითეოს წერეთლის ქუჩის გასწვრივ საქალაქო პარკის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: დასასვენებელი და გასართობი სივრცის შექმნა ქალაქის ტერიტორიაზე, ტურზმის მომსახურების სფეროს ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება.
1.4.3 ქვეპროგრამა -ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 02 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერეში მერაბ კოსტავას, მ. მაჭვარიანის და თამარ მეფის ქუჩების ფასადებისა და ღობეების კეთილმოწყობის სამუშაოები; რგპფ-ის თანადაფინანსება; ქ. საჩხერეში, ციხე მოდინახეზე სკვერის მიმდებარედ სველი წერტილისა და ფანჩატურის მოწყობა; ციხე მოდინახისკენ მიმავალ გზაზე შლაგბაუმისა და პირუტყვის საწინააღმდეგო ბარიერის მოწყობა და სხვა.
-ქ. საჩხერეში, დასასვენებელი სივრცეებისა და ფანჩატურების მოწყობა.
-ქ. საჩხერეში კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია: გაუმჯობესებული მუნიციპალიტეტის იერსახე, ტურიზმის მომსახურების სფეროს ხელშეწყობა.
1.5 პროგრამა - ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერეში ლიფტების რეაბილიტაცია.
რგპფ-ის თანადაფინანსების ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერეში, ცენტრალურ უბნებში ფასადებისა და ქუჩების რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი).
2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში განხორციელდება სახლის სახურავის მასალების სახელმწიფო შესყიდვა.
-კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ შომახეთში საცხოვრებელი სახლის სახურავის შეძენა; ქ. საჩხერეში სამი ერთეული მრავალბინიანი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია.
-ქ. საჩხერეში, ლიფტების რეაბილიტაცია.
-საჩხერის მუნიციპალიტეტში დაზიანებული (მრავალბინიანი კორპუსი და კერძო საცხოვრებელი სახლები) სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაო.
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული იერსახე.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.6 პროგრამა - მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში 2023 წლის 20 იანვრის №116 განკარგულებით, ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ განხორციელდება სოფელ ხვანში ვაჟა შუბითიძის სახლთან გაბიონის მოწყობა; სოფელ დურევში მდინარე დურევულაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა; სოფელ იტავაზაში მდინარე იზვარაზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა; ეთო ეხვევის გზაზე ჩაწყვეტილ უბანზე გაბიონის კედლისა და რკინა ბეტონის ღარის მოწყობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღელე საირხულასა და მერჯეულას შემკრები საწისქვილე არხის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები და სხვა.
-ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შუშის ხეობაში გაბიონისა და გზის საფარის მოსაწყობა;
-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაბიონის მოწყობა.
ქვეპროგრამის მიზანია: მოწყობილი მდინარის დამცავი ჯებირი.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 9, SDG 11.
1.7 პროგრამა -სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 02 07)
პროგრამა ითვალისწინებს სოფელ ჯალაურთაში ადმინისტრაციული შენობის რემონტს; სოფელ დარყის სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობას; არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ფანჩატურების მოწყობა; სოფელ ბახიოთისა და დურევის სარიტუალო დარბაზისთვის სკამების და მაგიდების შეძენა; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უდერძის სალოცავის მიმდებარედ ფანჩატურების მოწყობა; საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სადემონტაჟო სამუშაოები და სხვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება N2476 ფარგლებში განხორციელდება: სოფელ ქვემოხევში საავტომობილო გზის გასწვრივ დამცავი ბარიერის მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულება N2401 ფარგლებში მუნიციპალიტეტის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: გარე-განათების, მოსაცდელების, რკინა-ბეტონის გზების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სავარჯიშო ტრენაჟორების, მინი სპოტრტული მოედნების, ფანჩანტურების მოწყობა; სასაფლაოს შემოღობვა; მემორიალური დაფის აღდგენა-განახლება; საწისქვილე არხის რეაბილიტაცია; ბავშვთა გასართობი ატრაქციონის მოწყობა და სხვა.
-არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ფანჩატურების მოწყობა; სოფელ კორბოულში ბიბლიოთეკის იატაკის მოსაწყობა; სოფელ კალვათაში სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა;
- ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ფანჩატურის მოწყობა.
-მუნიციპალიტეტის სოფლებში(ფაჩატურების, მოსაცდელების) და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოები;
პროგრამის მიზანია: სოფლის კატეგორიის დასახლებების კავშირის გაძლიერება ურბანულ დასახლებებთან და მათთვის საჭირო ხარისხიანი მომსახურეობის ადგილზე მიწოდება. სოფლის კატეგორიის დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
1.8 პროგრამა -საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 02 08)
პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოწყობის მიზნით საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
-სოფელ პერევში სასაზღვრო პუნქტის მიმდებარედ არსებულ წყაროზე კაპტაჟისა და სოფელ პერევის სასმელ-სამეურნეო წყლის რეზერვუარამდე მაგისტრალური მილსადენის მოსაწყობად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერეთში არსებული წყალმიმღები ნაგებობიდან სათავემდე მაგისტრალური მილსადენის წყალშემკრები რეზერვუარის მოსაწყობად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების კუთხით ხარისხიანი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა.
1.9 პროგრამა -სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა (პროგრამული კოდი 02 09)
ამ პროგრამით ხორციელდება ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება.
პროგრამის მიზანია: ხარისხიანად შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG