დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1644,3 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2024 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

1,644.3

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

1,352.8

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

271.5

03 03

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

20.0

2. პრიორიტეტი -დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი  0300)

პრიორიტეტის ფარგლებში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება-გაუმჯობესების და ეპიდემიური დაავადებებისგან თავის დაცვის მიზნით, განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება, დამატებითი ურნების დადგმა, არსებული მწვანე საფარის მოვლა, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების დარგვა, სკვერებში ბალახის გათიბვა. უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები.

2.1 პროგრამა -დასუფთავება და ნარჩენების გატანა (პროგრამული კოდი  0301)

საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ა(ა)იპ ,,ზურმუხტი" ახორციელებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებას, ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანას, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურება 5 ერთეული ნაგავმზიდი სპევ/ავტომანქანა. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: სარეკის, ბაჯითის, ქვემოხევის, მოხვის ცხომარეთის, უზუნთის, გაღმა მთის, ქორეთის, პასიეთის, სხვიტორის, კვერეთის, გორისის, გამოღმა არგვეთის, ივანწმინდის, მერჯევის, არგვეთის, სავანის, იცქისის, მახათაურის, შალაურის, ბახიოთის, იტავაზის, დურევის, ცხამის, ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, დუნთის, ჭორვილის, საირხის, კალვათის, მოძვის ჯალაურთის, ჭალის, პერევის, ღონის, სპეთის, ჭურნალის, იფხორის, კორბოულის, შომახეთის, ნიგვზარის, ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორის საუბნო გზების პირზე  დაგროვილი და ბუნკერში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ კვირაში ორჯერ. ქ. საჩხერის ცენტრალურ ქუჩებზე: ივ. გომართლის ქუჩა-აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, მ. კოსტავას ქუჩა-რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და საცალფეხო ხიდების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად დღეში სამჯერ. გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე შეგროვილი და ნაგვის ბუნკერებში დაგროვილი ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ. სანიაღვრე არხებიდან ამოღებული ნარჩენების გატანა საჭიროებისამებრ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე გადის 300-350 მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ნაგავშემკრებ ურნებს კვირაში ერთჯერ უტარდებათ სანიტარული დასუფთავება.

პროგრამის მიზანია: სუფთა გარემო მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.

2.2 პროგრამა -მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება (პროგრამული კოდი  0302)

საჩხერის მუნიციპალიტეტის მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარების   განხორციელება  მნიშველოვან პროგრამას წარმოადგენს.  ხორციელდება სკვერების, გაზონების, ბაღების (დასვენების პარკების) მოვლა-პატრონობა, სატრანსპორტო მაგისტრლური გზის პირების მწვანე საფარის გაკრეჭვა-გადაბელვა, მწვანე ნარგავების განაშენიანება და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა, გამხმარ და ნახევრად გამხმარ ხეებზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ინტენსიურად ტარდება მწვანე საფარისა და ნარგავების მორწვა (მწვანე საფარის შენარჩუნება)  საჭირო შხამ-ქიმიკატებით დამუშავება  აპარატით.  ხორციელდება: ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, სკვერებისა და ხიდების მოაჯირების შეღებვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.  სისტემატიურად ხორციელდება სანიაღვრე არხების გაწმენდა.

პროგრამის მიზანია: გამწვანებული მუნიციპალიტეტი, მოსახლეობისთვის შექმნილი დასასვენებელი გარემო.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.

2.3 პროგრამა -უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი  0303)

შესაბამის ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებით ხორციელდება უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით ლასოთი/ბადით, დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ცხოველისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით), თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა სხვა პროცედურის შესრულება, რაც საჭიროა ამ სფეროში არსებული ნორმებითა და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით. გაყვანილი ძაღლები ბრუნდებიან უკან ბუნებრივ არიალში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

პროგრამის მიზანია: უპატრონო ცხოველებისგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 1