მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 1758,4 ათასი ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2024 წლის გეგმა

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

1,758.4

06 01

ჯანდაცვის პროგრამები

272.8

06 02

სოციალური პროგრამები

1,455.6

06 02 01

ავადმყოფთა  სოციალური დაცვა

678.4

06 02 02

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა

80.0

06 02 02 01

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა

50.0

06 02 02 02

საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება

30.0

06 02 03

ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები

5.0

06 02 04

ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

475.5

06 02 05

მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

40.0

06 02 06

უფასო სასადილოს დაფინანსება

54.4

06 02 07

სარიტუალო ხარჯები

2.7

06 02 08

საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება

30.1

06 02 09

სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება

55.0

06 02 10

საცხოვრებლით უზრუნველყოფა

20.0

06 02 11

ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა

14.5

06 04

ინტეგრირებული დღის ცენტრი

30.0

5.  პრიორიტეტი -მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  0600)

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

5.1 პროგრამა -ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი  0601)

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ხორციელდება ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: იმუნიზაცია, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მართვა, პარაზიტოლოგიური დაავადებები, ანტირაბიული -ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, COVID-19–ის ვირუსის გავრცელების ერთეული შემთხვევები და მისი მართვა). პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ღონისძიებების გატარება, დელეგირებული  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  სახელმწიფო პროგრამების შესრულება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტეგრირებული პროგრამა ითვალისწინებს გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციას. (ესენია: ,,C” ჰეპატიტი, შიდსი, ტუბერკულოზი) აღნიშნული პროგრამა მრავალწლიანია,  გამოკვლევები და მკურნალობა  უფასოა ყველა მოქალაქისათვის. ყველა ვირუს დადასტურებულ პირის ბიოლოგიური მასალა (პლაზმა) გაიგზავნება  კონფირმაციული (დამატებით) კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში. დაინფიცირებულ პირს ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა.  ჯანდაცვის პროგრამებში მუშაობა  სისტემატიურად  აისახება ლოჯისტიკის ელ. მოდულში. ჩატარდება  პარაზიტულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღო, ტკიპები, მოსკიტები) საწინააღმდეგო  ღონისძიებები, ჩატარდება საბონიფიკაციო სამუშაოები (ჭაობების და წყალსატევების გაწმენდა, თევზი გამბუზიის მოშენება და   გავრცელება), სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება დაეთმობა სანიტარულ - ჰიგიენური წესების დაცვას (ხელსაბანები , გამდინარე ცივი და თბილი წყალი).

პროგრამის მიზანია:  აცრებით მოცული იყოს 0-14 წლის ბავშვთა აბსულუტური უმრავლესობა 98%; ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში (სკოლები, ბაღები) ჰიგიენის ნორმების დაცვა, წყალმომარაგებით და  კანალიზაციით უზრუნველყოფა. ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შეუფერხებელი მიწოდება ამცრელ დაწესებულებაზე. შეტყობინების მიღებიდან მყისიერი რეაგირება, უკუკავშირი ვეტ. სამსახურთან. (ცხოველებზე ვეტ. კონტროლი); რაიონის მოსახლეობის გამოკვლევა C ჰეპატიტის და შიდსის  ვირუსზე;   საგანმანათლებო შინაარსის შეხვედრები მოსახლეობასთან;   საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება; სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა და  მოსახლეობის ვაქცინაციის ჩატარება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში;  შშმ პირთა და მოხუცთა თავშესაფარში  ბინადართა ვაქცინაციის ჩატარება ადგილზე.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3.

5.2 პროგრამა -სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი  0602)

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, აევე ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება. დაგეგმილია მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, ავადმყოფთა დახმარება, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს.

პროგრამის მიზანია:  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 1, SDG 2, SDG 3.

5.2.1 ქვეპროგრამა -ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060201)

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას,  კერძოდ: ა)  მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემათ 2000 (ორიათასი) ლარამდე ერთჯერადად, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით; ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა  სახის კვლევა დაფინანსდებიან 500 (ხუთას) ლარამდე, ხოლო  მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად,  არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით; გ) ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს  (გარდა იმ პირისა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000), ეძლევა დახმარება ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით; დ) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ე) ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია)  მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200  (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100  (ასი) ლარის ოდენობით; კ) დებულების ამ პუნქტით ვერ ისარგებლებს საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელიც აპირებს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ან უკვე მიიღო იმ დაწესებულებაში, რომელიც გასულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან, ასევე მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალიც აღემატება 40000 (ორმოციათასი) ლარს, გარდა იმ მომსახურებებისა, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულ მომსახურებებს მერია დააფინანსებს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია:  მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და პროგრამით მოსარგებლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

5.2.2 ქვეპროგრამა -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  060202)

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მ.შ. ქალების, მამაკაცების, გოგონების, ბიჭების სოციალურ დახმარებას.

ქვეპროგრამის მიზანია:  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების ფინანსური დახმარება.

5.2.2.1 ღონისძიება -შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  06020201)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 0-18 წალამდე არასრულწლოვან მოქალაქეებს წელიწადში ერთჯერადად მიეცემათ 200 (ორასი) ლარი.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით.

3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  /ეტლით მოსარგებლე, საწოლს მიჯაჭვული/ პირების ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა,  წელიწადში ერთჯერ, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით.

4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების პერსონალური ასისტენტის მომზადებით უზრუნველყოფის საპილოტე ქვეპროგრამის განხორციელება. ეს პროგრამა ითვალისწინებს 12 პირის გადამზადებას, რომლებიც გაივლიან რეგულარულ და სპეციალიზირებული ასისტირების ტრენინგს, ასევე პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიწოდებას სტანდარტის შესაბამისად 4 თვის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 10 შშმ პირისთვის და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის წევრების გადამზადებას, რომლებიც გაივლიან შინმოვლის ტრენინგს საჭირო აქტივობების განსახორციელებლად.

ღონისძიების მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა /0-18 წალამდე არასრულწლოვანთა/ ფინანსური დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, წვდომა საზოგადოებრივ სერვისებზე და მათთვის ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობა. ამასთანავე შშმ პირებისათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

5.2.2.2 ღონისძიება -საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება (პროგრამული კოდი  06020202)

საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი ახორციელებს 6-18 წლამდე ბავშვზე ზრუნვას, აღნიშნულ ფილიალში ირიცხება 18 ბენეფიციარი მათ შორის 11 ვაჟი 7 გოგო.

პროგრამა ემსახურება 6 დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვთა ფიზიკური, შემეცნებითი და ფსიქოლოგიური სერვისების მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს მათი თვითრწმენის გაძლიერებას, ინტელექტუალურ და შემოქმედებით განვითარებას,  სოციალურ ინკლუზიას.

დღის ცენტრში ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული არის მულტიდისციპლინარული ჯგუფით: სპეც პედაგოგი, ძიძა, ფსიქოლოგი, ექთანი, ღონისძიებების რეჟისორი, რომლებიც მუშაობენ შშმ ბენეფიციარებთან. სპეც პედაგოგი მუშაობს როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან, იმ ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლებიც ერთობლივად შეადგინეს მშობლების ჩართულობით, სწავლის პროცესი მიმდინარეობს, როგორც თეორიული ცოდნის ათვისების, ასევე შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოების განხორციელებით, ბენეფიციარების შესაძლებლობის ინდივიდუალური უნარების შესაბამისად. საჭიროებისამებრ დღის ცენტრში ხდება ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა თითოეულ ბენეფიციართან. ხდება ბენეფიციარების ტრიგერების შეფასება. ქცევის მართვის პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური შეფასება სენსორული და ფუნქციური უნარების განვითარება. მეტყველების ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარება.

ქვეპროგრამის მიზანია:  შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა, 6-14 წლამდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; 14-18 წლამდე წინარე პროფესიული მომზადება.

5.2.3 ქვეპროგრამა -ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი  060203)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე  ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია: ომის მონაწილე ვეტერანთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანების მხარდაჭერა.

5.2.4 ქვეპროგრამა -ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060204)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით), 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით. 2.  საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება  ერთჯერადად 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით. 3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება ხდება 700 (შვიდასი) ლარამდე ოდენობით. ერთჯერადად გაეწევათ დახმარება: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი დაფინანსდება 1000 (ერთიათასი) ლარამდე ოდენობით. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე ოდენობით.  5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი)  ლარამდე ოდენობით. 6. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია: მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახთა დახმარება, ასევე სტუდენტთა თანადაფინანსება, ჩერნობილელთა დახმარება.

5.2.5 ქვეპროგრამა -მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი  060205)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით; საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია:  მარჩენალდაკარგული ოჯახების და მარტოხელა დედების/მამების დახმარება.

5.2.6 ქვეპროგრამა -  უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი  060206)

საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს უფასო  სადილით უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარება და დღეში ერთჯერადად მიეცემათ უფასო სადილი (მენიუს  შესაბამისად).

ქვეპროგრამის მიზანია:  სოციალურად შეჭირვებული ბენეფიციარების  ,,უფასო სადილით“ მომსახურება.

5.2.7 ქვეპროგრამა -  სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი  060207)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომასხურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მაქსიმალური მხარდაჭერა.

5.2.8   ქვეპროგრამა -    საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება

(პროგრამული კოდი  060208)

საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის საჩხერე-პერევი, პერევი-საჩერის მიმართულებით ხორციელდება სოფელების, პერევის და ქარძმანამდე მცხოვრები მოქალაქეებისათვის  უფასო ტრანსპორტით  მომსახურება. პერევის მიმართულებით მოსახლეობას ემსახურება 2 მძღოლი მიკრო ავტობუსით კვირაში 4 რეისი, ხოლო სოფელ ქარძმანამდე მიმართულებით ემსახურება 1 მძღოლი მიკრო ავტობუსით კვირაში 3 რეისი.

ქვეპროგრამის მიზანია:  საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის   უფასო ტრანსპორტით  მომსახურება.

5.2.9 ქვეპროგრამა -სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი  060209)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 6000 (ექვსი ათასი) ლარამდე ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია:  ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მაქსიმალური მხარდაჭერა.

5.2.10 ქვეპროგრამა -საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი  060210)

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისათვის მიეცემა დახმარება  250 ლარის ოდენობით.

2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს (ეკომიგრანტებს) ბინის დაქირავებისათვის მიეცემათ დახმარება ყოველთვიურად 600 ლარამდე თანხის ოდენობით (თანხის ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახში ფაქტიურად მცხოვრებ წევრთა რაოდენობის მიხედვით). ბინის დაქირავება მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც თვითონ არის რეგისტრირებული, გარდა ისეთი გამონაკლისისა, როდესაც კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში ფიზიკურად არ მოიძებნება გასაქირავებელი ფართი. ეკომიგრანტ ოჯახებზე, მუნიციპალიტეტის მიერ ბინის დაქირავებისათვის დახმარების მიცემა განხორციელდება, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ  დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.

ქვეპროგრამის მიზანია:  შეჭირვებულ, თავშესაფრის არმქონე ოჯახების დახმარება-ბინით უზრუნველყოფა

5.2.11 ქვეპროგრამა  -ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი  060211)

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ბავშვიან ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სოციალური საფრთხის წინაშე და ესაჭიროება დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრულ ოჯახს, მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარამდე  თანხის ოდენობით.

ქვეპროგრამის მიზანია:  გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველთა ოჯახთა, (სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით); მარჩენალდაკარგულთა მშობლის, მშობლების მეურვის, მარტოხელა მშობლის, მარჩენალგარდაცვლილთა, ავადმყოფთა, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში მცხოვრებთა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა, (0-18 წლის ჩათვლით), მრავალშვილიანთა (0-18 წლის ჩათვლით) და ძალადობის მსხვერპლთა  დახმარება.

5.3 პროგრამა -ინტეგრირებული დღის ცენტრი (პროგრამული კოდი  0604)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და მისი  ფილიალი საჩხერეში თავისი პრიორიტეტებიდან და განსაზღვრული მანდატიდან გამომდინარე ცდილობს წვლილი შეიტანოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან  მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც ის თავის რესურსსა და გამოცდილებას იყენებს მოსახლეობის  კეთილდღეობისა და ღირსეული გარემოს შექმნისათვის.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალი მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა ქსელის საშუალებით აწვდის  სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს, აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თვალსაჩინო და ხელშესახებია სარგებელი როგორც მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად თემის წევრებისათვის. სასწავლო ტრენინგ მოდულებისა და კვალიფიციური ტრენერების არსებობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც თემის წევრების სწავლება, ასევე მოახდინოს სათანადო რეაგირება საჭიროებებზე და გამოწვევებზე დაყრდნობით.

პროექტი საშუალებას მისცემს თემს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოება გადასცემს თემის წევრებს  თავის პარტნიორებთან ერთად.  თემის წევრებს  მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბებაში, რომელსაც შესწევს უნარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საჩხერის წითელი ჯვრის გუნდთან კოორდინირებაში მოახდინონ  კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის რისკის შემცირება და გაუმკლავდნენ ადგილზე წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მათ შორის: ჯანდაცვაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.  შეთავაზებული პროექტის განხორციელებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საჩხერის ფილიალს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებისადმი მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და მთლიანად თემის  ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში, მათ გაძლიერებასა და მათივე  პრობლემების  ადვოკატირებაში. მობილიზებული პარტნიორები, თემის წევრები, სერვისების მიწოდებასა და განხორციელებაში გაწრთვნილი მოხალისეები კი არის შეთავაზებული პროექტის წარმატებით შესრულების გარანტი.

პროგრამის მიზანია: უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით. ჩამოყალიბებულია კარგად ფუნციონირებადი ინტერგრირებულ საქმიანობათა ცენტრი, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ხანდაზმულთა ინტეგრაციასა და სოციალური იზოლაციის რღვევას და ფუნქციონირებს პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ახორციელებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და უნარ-ჩვევების განვითარებას; მათ ასევე რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია თავიანთ უფლებებსა და შეღავათებზე. ჩამოყალიბებულია საქმიანობათა ჯგუფები, რომელთა მართვა ხორციელდება  ჯგუფის ლიდერების მიერ. ტარდება რეგულარული ტრენინგები და წამახალისებელი ღონისძიებები  მოხალისეთათვის. შერჩეული,  გადამზადებული და აღჭურვილია მოხალისეთა  მობილური ჯგუფი კატასტროფებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის. კვალიფიციური  მოხალისეები ახორციელებენ  რეგულარულ ვიზიტებს ბინაზე უმწეო ხანდაზმულთათვის უსაფთხო გარემოსა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მიზნი