განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5888,6 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2024 წლის გეგმა
04 00
განათლება
5,888.6
04 01
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება
3,893.2
04 02
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
1,532.4
04 03
განათლების დაწესებულების ხელშეწყობა
335.5
04 04
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია
127.5
3. პრიორიტეტი -განათლება (პროგრამული კოდი 0400)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა. სასკოლო განათლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობის განკარგულების შესაბამისად დელიგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება.
3.1 პროგრამა -სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 0401)
საჩხერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი, მათგან 4 საბავშვო ბაღი ქალაქის ტერიტორიაზეა, ხოლო 19 სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ "საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღის' ადმინისტრაცია. სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 352 თანამშრომელი, მათგან 303 ქალი და 49 ვაჟი. ბაღის განყოფილებებში მთლიანად რეგისტრირებულია 1139 აღსაზრდელი, რომელთაგან 546 არის გოგო, ხოლო 593 ვაჟი, რომელთა აღზრდას ემსახურება 67 აღმზრდელი ქალბატონი, მათგან 64 არის სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი, ერთი ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს, ერთი კი არის შშმ პირი. აღმზრდელებთან ერთად მსახურობენ 67 აღმზრდელის თანაშემწე ქალბატონი, ხოლო სტანდარტის შესაბამისი მენიუს კერძების მომზადებას უზრუნველყოფს ჰასპის (HASP) სერთიფიკატის მქონე 23 მზარეული და 15 მზარეულის თანაშემწე.
პროგრამის მიზანია: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების მიცემა, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სტანდარტებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.
3.2 პროგრამა - ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანა.
პროგრამების მიზანია: მოსწავლეების დროული გადაადგილება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.
3.3 პროგრამა -განათლების დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0403)
საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: საგნობრივი, მხატვრულ-შემოქმედებითი, სპორტული, ესტეთიკური ციკლის წრეები, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლი "საწერეთლო", ბავშვთა საესტრადო წრეები, საბავშვო თეატრი "თე-არტი", თოჯინების თეატრი "კოკროჭინა", ფოლკლორის მუნიციპალური კლუბი "თავთუხები", ბიოლოგიის მუნიციპალური კავშირი და ჭადრაკის მუნიციპალური კლუბი, ასევე ფუნქციონირებს საბალეტო სტუდია. საგნობრივ წრეებში, კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებულია დაახლოებით 380-მდე მოსწავლე, აქედან გოგონების რაოდენობა შეადგენს 260-ს, ხოლო ბიჭების რაოდენობა 120-ს.
პროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, თეატრალური სფეროსადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდა, სპორტში მოსწავლეთა ჩართულობა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.
3.4 პროგრამა - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხოორციელდება მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ 23 ერთეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჭიროების მიხედვით მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ასევე ეზოების კეთილმოწყობა, გასართობი ინფრატსრუქტურის მონტაჟი და შენობების შესაბამისი საჭირო საგნებით აღჭურვა.
პროგრამის მიზანია: კომფორტული და უსაფრთხო გარემო.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG