კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსება განისაზღვროს 7581,1 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების, ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2024 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
7,581.1
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
5,283.1
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
117.0
05 01 02
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,548.2
05 01 02 01
საჩხერის სპორტული სკოლა
766.4
05 01 02 02
საჩხერის საცურაო აუზი
361.4
05 01 02 03
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
254.4
05 01 02 04
ბავშვთა ფეხბურთის განვითარება
166.0
05 01 03
სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
3,617.9
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
2,169.0
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
242.0
05 02 02
კულტურული ობიექტების მშენბლობა რეაბილიტაცია
529.4
05 02 03
კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,397.6
05 02 03 01
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
255.9
05 02 03 02
საჩხერის კულტურის ცენტრი
437.8
05 02 03 03
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
41.2
05 02 03 04
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
135.8
05 02 03 05
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
43.7
05 02 03 06
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
47.8
05 02 03 07
სამუსიკო სკოლა
288.1
05 02 03 08
სამხატვრო სკოლა
72.9
05 02 03 09
არგვეთის კულტურის სახლი
74.4
05 03
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
79.0
05 04
რელიგიის ხელშეწყობა
50.0
4. პრიორიტეტი -კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 0500)
მუნიციპალიტეტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აგრძელებს კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობას. პრიორიტეტი გულისხმობს კულტურულ-საგანმანათლებლო, სასპორტო სფეროს პოპულარიზაცია-განვითარებას. კულტურის სფეროში წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების და ახალგაზრდების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურულ- სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალი თაობის შემეცნებით- საგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კულტურული ცხოვრების, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას, სპორტის განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას, სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას და მათ მრავალფეროვნებას.
4.1 პროგრამა -სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0501)
სპორტსმენებისათვის ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების ხელშეწყობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება, სპორტული ინვენტარის შეძენა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება, პერსპექტიული სპორტსმენების მომზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის მომზადება, სხვადასხვა შეჯიბრებებისა და სახელობითი ტურნირების ჩატარება. ასევე, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.
პროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი მოზარდის ჩართვას (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეტი გოგონას ჩართვას) სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 3, SDG 11.
4.1.1 ქვეპროგრამა -სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050101)
სპორტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება მასობრივ სპორტში ახალგაზრდების ჩართულობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე ქუჩის მავნე გავლენის შემცირებას და სპორტული მოედნებისაკენ ახალგაზრდების დაბრუნებას.
ქვეპროგრამის მიზანია: ახალგზრდების სპორტიულ ცხოვრებაში ჩართვა. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. საჩხერლებისათვის საყვარელი ადამიანების სახელების უკვდავყოფა, ახალგაზრდების სპორტულად გააქტიურება მათ შორის: ჩემპიონისა და პრიზიორების წახალისება.
4.1.2 ქვეპროგრამა -სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 050102)
ქვეპროგრამით ხორციელდება მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება. წარმატებული და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ჩართულობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; ახალგაზრდობის სულიერი და ფიზიკური ჰარმონიული განვითარება; სპორტული ტრადიციების დაცვა-გაღრმავება, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4.1.2.1 ღონისძიება -საჩხერის სპორტული სკოლა (პროგრამული კოდი 05010201)
საჩხერის სასპორტო სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კარატე, ტაეკვონდო, ჭადრაკი, რაგბი, კრივი. სულ სასპორტო სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება ყველა სახეობაში 780 მოზარდი, აქედან 145 გოგონა, რომელთა საწვრთნელი ვარჯიშები უტარდებათ ყოველ დღე კვირის გარდა. სკოლის სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობენ რეგულარულად საქართველოს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი საპრიზო ადგილები აქვთ დაკავებული. აგრეთვე სპორტსმენები რეგულარულად გადიან საწვრთნელ შეკრებებს. სასპორტო სკოლა ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის მომსახურებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ყველა სპორტული წრით სარგებლობა უფასოა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ჯილდოვდებიან სპორტული პრიზებით.
ღონისძიების მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას (განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მეტი გოგონას ჩართვას) სპორტის სხვადასხვა სახეობებში; მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით.
4.1.2.2 ღონისძიება - -საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05010202)
როგორც ჩვენს მიერ ნაწარმოებმა სტატისტიკამ აჩვენა სპორტსმენი გოგონებისა და ზოგადად მდედრობითი სქესის მომხმარებლების რაოდენობა ნაკლებია სპორტსმენი ვაჟებისა და ზოგადად მამრობითი სქესის მომხმარებლებზე.
გარდა სპორტული დატვირთვისა აუზი ასევე წარმოადგენს გამაჯანსაღებელ ცენტრს და ემსახურება წელიწადში საშუალოდ 12 000 მომხმარებელს (სტატისტიკა გაკეთებულია 2023 წლის მდგომარეობით). გენდერულ ჭრილში სტატისტიკით მომხმარებელთა უმრავლესობა არის კაცი/ვაჟი 52 % ხოლო 48 % ქალი/გოგონა. თუ რატომ არის ქალი/გოგონა მომხმარებელი ნაკლები ვიდრე კაცი/ვაჟი ამაზე კვლევა არ ჩატარებულა.
სპორტსმენები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას იღებენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში. მეტწილად არიან საპრიზო ადგილების მფლობელები.
ღონისძიების მიზანია: ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა; საწყალოსნო სპორტის სახეობათა განვითარების ხელშეწყობა; სპორტული სახეობის - ხუთჭიდის განვითარება და ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვე ღონისძიებებში მონაწილეობა.
4.1.2.3 ღონისძიება -საჩხერის ძალოსნობის დარბაზი (პროგრამული კოდი 05010203)
ა(ა)იპ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზი სპეციალიზებულია სპორტის სახეობა ძალოსნობის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5 ასაკობრივ ჯგუფს. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 130 მოზარდს, აქედან 5 გოგონა. (გოგონების მხოლოდ 3,8%-ია. მართალია ძალოსნობა მამაკაცური სპორტის სახეობად ითვლება, მაინც მოსაკვლევია გოგონების ასეთი დაბალი წილი. დარბაზის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ ჩემპიონატებში და ტურნირებში როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო მაშტაბით. გვყავს საქართველოს ჩემპიონი 1 გოგონა და 30 ვაჟი. საქართველოს პრიზიორი 25 ვაჟი, ევროპის ჩემპიონი 7 ვაჟი, 6-გზის ევროპის ჩემპიონი 1 ვაჟი, მსოფლიო ჩემპიონი 2 ვაჟი, სხვადასხვა რეგიონალურ ტურნირებში გამარჯვებული 50 ვაჟი, რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან მედლებით, თასებით, დიპლომებით და სხვადასხვა სპორტული პრიზებით (სუვენირებით).
ღონისძიების მიზანია: ძალოსნობის მასობრიობის ზრდა, მეცადინეობებში რაც შეიძლება მეტი მოზარდის მათ შორის გოგონების ჩაბმა, მომავალი თაობის ქუჩის მავნე გავლენისაგან დაცვა, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მომსახურების ახალი ფორმების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობის მიღწევა ქალაქისა და სოფლების მოსახლეობისათვის, მაღალმთიანი სოფლებისათვის ადგილზე.
4.1.2.4 ღონისძიება -ბავშვთა ფეხბურთის განვითარება (პროგრამული კოდი 05010204)
ა(ა)იპ "საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურა-"ს ბავშვთა სკოლაში ირიცხება 350 ბავშვი, რომელთა ასაკი ექვსი წლიდან ჩვიდმეტი წლის ჩათვლითაა. ბავშვთა სკოლა მოიცავს 6 საშეჯიბრო და 8 არასაშეჯიბრო ჯგუფს. აღნიშნულ ჯგუფებს სწავლებას უწევს გამოცდილი 9 ლიცენზირებული მწვრთნელი.
ქვეპროგრამის მიზანია: პროგრამა მიზნად ისახავს სპორტის ყველაზე მასიური სახეობის ფეხბურთის განვითარებას ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების აღმოჩენას და მათ შემდგომ განვითარებას, საქართველოს ასაკობრივ საფეხბურთო ჩემპიონატებში საჩხერელი ფეხბურთელების მონაწილეობას, ფეხბურთით დაინტერესებული მოზარდების, საწვრთნელ პროცესში, შესაბამისი ლიცენზიის მქონე მწვრთნელების მონაწილეობას და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებას, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მის დაახლოებას თანამედროვე სტანდარტებთან.
4.1.3 ქვეპროგრამა -სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია (პროგრამული კოდი 050103)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. იმ ტეროტრიაზე რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება: ქ. საჩხერეში, სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში ცენტრალური სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ გორისაში ზედა შეყლაშვილების უბანში მინი სტადიონის მოწყობა; ჭალაში საფეხბურთო მოედნის მოწყობა; დარყაში მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობა; პასიეთში მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობა; სოფელ ჭორვილაში არსებული სტადიონისა და ბავშვთა გასართობი მოედნის რეაბილიტაცია; ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩაზე საფეხბურთო სტადიონის მოწყობა; ქ. საჩხერეში სპორტული ინფრასტრუქტურის, ტრენაჟორების რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში, სპორტის სასახლის მშენებლობა.
-ქალაქ საჩხერეში სტადიონების მოწყობა რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში ს. დურმიშიძის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედანის რეაბილიტაცია; სოფელ ივანწმინდაში, მინი სტადიონზე გარე განათების მოწყობა.
რგპფ-ების თანადაფინანსება;
- სოფელ ქორეთში მინი სტადიონის კეთილმოწყობის გაგრძელება; სოფელ გამოღმა არგვეთში სტადიონის შემოღობვა.
ქვეპროგრამის მიზანია: განახლებული სპორტული მოედნები, სპორტზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა.
4.2 პროგრამა -კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0502)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის: სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
პროგრამის მიზანია: ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ბიბლიოთეკების, მუზეუმების და თეატრისადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის გაზრდა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელშეწყობა, კულტურის დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება.
4.2.1 ქვეპროგრამა -კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050201)
კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო, თეატრალურ-მუსიკალური, ფესტივალ-კონკურსები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები. მუსიკლურ-ლიტერატურული კომპიზიციები ემსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ფართო მასების კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციას, ცნობილი ადამიანების პატივგებას, ასაკობრივ თაობათა შორის კავშირის განმტკიცებას, გართობისა და დასვენების თვალსაზრისით თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას, მუნიციპალიტეტის პრესტიჟისა და ღირსების განმტკიცებას.
ქვეპროგრამის მიზანია: ქართველი ერის იდენტობის დაცვა, ქართული პოეზიის, მეცნიერების, მწერლობის, ფოლკლორის, მართლმადიდებლური ქრისტიანობის, მუსიკალური და თეატრალური ტრადიციების პოპულარიზაცია. მუნიციპალიტეტის პრესტიჟისა და ღირსების ამაღლება. ყველა აქტივობა ხორციელდება გენდერეული თანასწორობის პრინციპით, ადაპტირებული შშმ და სსმ პირებისათვის.
4.2.2 ქვეპროგრამა -კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 050202)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მშენებლობა და ინფრასტრუტურის მოწესრიგება. სრულდება ჯრუჭის მონასტრის მშენებლობა, რომლის თანადაფინანსებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
რგპფ-ის დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება ,,ჯრუჭის" მონასტრის გუმბათისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია; სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა და სხვა.
ქვეპროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაცია.
4.2.3 ქვეპროგრამა -კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 050203)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. განხორციელდება კულტურული ობიექტების პროექტირება.
ქვეპროგრამის მიზანია: კულტურის სფეროში მომუშავე ა(ა)იპების ხელშეწყობა.
4.2.3.1 ღონისძიება -ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05020301)
ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი და სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სახვა საბიბლიოთეკო რესურსები მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიზნით ბიბლიოთეკაში შეიქმნა და შენარჩუნდა თანმიმდევრული და დალაგებული კოლექცია მომხმარებელთათვის ცოდნის ხელმისაწვდომობის მიზნით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს პოლიტიკურ, რელიგიურ, ასაკობრივ და ეროვნულ ნეიტრალიტეტს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ოპერატიულობას და შეუზღუდაობას. ბიბლიოთეკაში შექმნილია ინოვაციური გარემო მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის ელექტრონულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლება მკითხველთათვის კვალიფიციურ მრჩევლებლად ჩამოყალიბების მიზნით. აქტიურად ტარდება მასობრივი ღონისძიებები მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. სისტემატიურად ეწყობა ახალგამოცემული ლიტერატურის ინფორმირება და პრეზენტაცია მომხმარებელთათვის. ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობით ხდება მომხმარებელთა ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერება. ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებობს ადგილობრივი გაზეთი ,,მოდინახე'', რომელიც თვეში ერთხელ გამოდის. სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება რაიონში არსებული 1 მთავარი, 1 საბავშვო და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა-განყოფილება, 145490 ერთეული წიგნადი ფონდითა და ციფრული ტექნოლოგიებით.
ღონისძიების მიზანია: ბიბლიოთეკა გახდეს ერთ-ერთი ინიციატორი, მამოძრავებელი ძალა და სანდო პარტნიორი სხვადასხავა პროგრამებისა და მიზნების განხორციელებისათვის.
4.2.3.2 ღონისძიება -საჩხერის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05020302)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრი“, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდიები და ანსამბლები, სალოტბარო სკოლა, პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი, ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ბენდი მ. ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდია, სადაც შეისწავლება ფორტეპიანო, ვიოლინო, გიტარა, სოლო სიმღერები და აქვეა ვაჟთა ანსამბლი ,,განთიადი“. სტუდიებში და ანსამბლებში გაერთიანებულია 300 -მდე ბავშვი, მათ შორის 175 გოგონა, 125 ვაჟი. აქვეა თვითშემოქმედებითი ნიმუშების მოძიება და პოპულარიზაცია, ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერა და ხალხური ნიმუშების ჩართვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო ზეიმებში, რაც მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ნიმუშების შენარჩუნებისა და ოჯახური ტრადიციების გაგრძელების თვალსაზრისით.
ღონისძიების მიზანია: ეროვნული კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და პოპულარიზაცია: მომავალ თაობებში ეროვნული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურულ პროცესებში ადგილობრივი საზოგადოების აქტიურად ჩართვა და მისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება, ცენტრის მიერ შექმნილი კულტურული ღირებულებების გატანა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის მაღალ სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდის ხელშეწყობა.
4.2.3.3 ღონისძიება -სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი (პროგრამული კოდი 05020303)
ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა და აქტიური მონაწილეობა ფესტივლებსა და კონკურსებში. კულტურის ცენტრში იგეგმება სხვადასხვა წრეების დამატება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რაც გამოიწვევს მოსწავლე-ახალგაზრდობის რაოდენობის გაზრდას. სარეკის კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა წრეები და სტუდიები: ქორეოგრაფიული სტუდია, მუსიკალური სტუდია, ინგლისურის წრე, მხატვრული წრე. წრეებით დაკავებულია როგორ გოგო, ასევე ვაჟი. სარეკის კულტურის სახლი აქტიურად თანამშრომლობს სარეკის საჯარო სკოლასა და სასოფლო ბიბლიოთეკასთან, ეწყობა ერთობლივი ღონისძიებები. ღონისძიების მიზანია: შემოქმედებითი ჯგუფის ხელშეწყობა. მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდა.
4.2.3.4 ღონისძიება -მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020304)
,,მუზეუმების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პროექტების განხორციელება. სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციების, პუბლიკაციების გავრცელება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კვლევა, დაცვა და პროპაგანდა. სამუზეუმო ფონდის გამდიდრება, კრიზისული სიტუაციების მართვა. ტურისტების მოზიდვა, სიახლეების დამკვიდრება. გენდერული პოლიტიკის სიწმინდის დაცვისათვის კულტუროლოგიური მახასიათებლების კვლევა და განხორციელება.
ღონისძიების მიზანია: სამუზეუმო პოლიტიკის გატარება.
4.2.3.5 ღონისძიება -აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020305)
მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა მუზეუმის მატერიალურ - ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის. ტურისტებისა და მნახველთა სათანადო დონეზე მომსახურებისათვის. 2024 წლის განმავლობაში კიდევ მეტი ყურადღება დაეთმობა დამთვალიერებელთა და ტურისტთა ნაკადის სათანადო დონეზე მომსახურებას, დედისეული ბაღის კარმიდამოს შემოღობვა და კეთილმოწყობას. მნახველები დეტალურად გაეცნობიან როსტომისეულ სასახლეს, საგამოფენო დარბაზსა და სავანის ძიძისეულ კარმიდამოს, იქ არსებული აკაკის დროინდელი ავეჯისა და საოჯახო ნივთების გამოფენას. კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი იქნება აკაკის მედლისა და პრემია ,,სხვიტორი" -ს მოპოვებისათვის წარმოდგენილი ავტორები.
ღონისძიების მიზანია: თავისი მაღალპროფესიული საქმიანობით მუზეუმი აღწევს მთავარ მიზანს, რაც ითვალისწინებს მგოსნის ცხოვრების და შემოქმედების პოპულარიზაციას.
4.2.3.6 ღონისძიება -აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05020306)
დღეის მდგომარეობით მუზეუმში განთავსებულია 395 ექსპონანტი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 235.
ღონისძიების მიზანია: ვიზიტორების დაინტერესება და მთელი წლის მუშაობაში აქტიურად ჩართულობა. ნიმუშების გამოფენით, ფართო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაინტერესება.
4.2.3.7 ღონისძიება -სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05020307)
სამუსიკო სკოლაში მუსიკალურ განათლებას ღებულობს 270 მოსწავლე, (ვაჟი 60, გოგონა 210), მათ შორის საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობს 185 მოსწავლე, სავიოლინო განყოფილებაზე 8 მოსწავლე, ხალხურ საკრავებზე 25 მოსწავლე, საესტრადო განყოფილებაზე 22 მოსწავლე, ფოლკლორულ ანსამბლში ირიცხება 30 მოსწავლე.
ღონისძიების მიზანია: კლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია, პროპაგანდა, მოზარდი თაობის ინტელექტუალურ მსმენელად ჩამოყალიბება, მოსწავლეთა საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა, განსაკუთრებული მუსაკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, სიმღერის, ფოლკლორის და სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლა.
4.2.3.8 ღონისძიება -სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05020308)
საჩხერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დაწყებითი სამხატვრო განათლების ერთი სკოლა, სადაც საბაზისო სამხატვრო განათლებას იღებს 154 ბავშვი (59 გოგონა და 55 ვაჟი), რომლის დაფინანსება ხდება ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეთა სისტემატურ დასწრებას გაკვეთილებზე, კლასების მიხედვით, სასწავლო პროგრამის მეშვეობით დავალებების მიცემას და შესრულებას, მხატვრისთვის საჭირო ინდივიდუალური ჩვევების გამომუშავებას, დამოუკიდებლად კომპოზიციების შედგენას, გამოფენების მოწყობას.
ღონისძიების მიზანია: შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები ინდივიდუალური შემოქმედების განვითარებისთვის, იზრუნოს მათი ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ასწავლოს სხვადასხვა სამხატვრო მასალების (ზეთი, აკრილი, გუაში, აკვარელი, ფანქარი, პასტელი, ტუში) გამოყენებით, მრავალფეროვანი ნახატების შექმნა, ეზიარონ კომპოზიციის საფუძვლებს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებში ნახატის კონცეფციის ამოცნობა, ნახატის აზრობრივი წაკითხვა და გამოყენებული მასალის შესახებ ინფორმაციის მიღება, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შესწავლა, მხატვრობაში გამოყენებული მიმდინარეობების (იმპრესიონიზმი, რეალიზმი, სურიალიზმი, კუბიზმი, აპსტრაქციონიზმი და ა.შ) თავისებურებების აღქმა, ხატვის სხვადასხვა დარგის (გრაფიკა, ფერწერა, სამოდელო დიზაინი) საფუძვლების დაუფლება, ნატურმორტების, პეიზაჟების, პორტრეტების, ადამიანის ფიგურის, სამოდელო დიზაინის, ინტერიერის, ექსტერიერის, გარემოს დიზაინის საფუძვლების შესწავლა, რათა წარმატებით ჩააბარონ შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში.
4.2.3.9 ღონისძიება -არგვეთის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05020309)
კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის წრეები და სტუდიები: კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: ქორეოგრაფიული სტუდია, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მუხრანელები'', ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,ციცინათელა'', ქართული სიმღერების შემსწავლელი წრე, მუსიკალური სტუდია (ფორტეპიანო), გიტარის შემსწავლელი წრე, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის (ფანდური, ჩონგური, დიპლიპიტო, ბასფანდური, ჭადრაკის) შემსწავლელი წრე. წრეებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 180-ს, მათ შორის: ქალი 100 კაცი 80-ი.
ღონისძიების მიზანია: შემოქმედებითი პროცესებისა და ფოლკლორული ჯგუფების ხელშეწყობა. მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნება, ლიტერატურული წარმოდგენების გამართვა, ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება.
4.3 პროგრამა -ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0503)
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურიზმის, ასევე, ახალგაზრდული სერვისების განვითარების პროცესში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის მიზნით განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც მორგებულია საჩხერელი ახალგაზრდების ინტერესებზე, ღონისძიებები ემსახურება მუნიციპალიტეტში მცოხვრები 29 წლამდე თითოეული მოქალაქის განვითარება- გააქტიურებას. ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა, ტურისტულად საინტერესო ადგილების მარკირება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
პროგრამის მიზანია: განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ღვინის ტურიზმის, საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა, ტურისტულ ატრაქციებზე სტანდარტების შესაბამისი აბრების დამზადება, სხვადასხვა სახის კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობის მიღება; საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა; ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება. ყველა აქტივობა განხორციელდება გენდერეული თანასწორობის პრინციპით, შშმ და სსმ პირებისათვის.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 11.
4.4 პროგრამა -რელიგიის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0504)
რელიგიის ხელშეწყობა აერთიანებს, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში არსებულ ეკლესია-მონასტრებს. სადაც, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში იმართება წირვა-ლოცვა. ეპარქიაში არსებობს საეკლესიო სამსახურისთვის შექმნილი სკოლა, სადაც ისწავლება გალობა და მედავითნეობა. ამ ფონდის შემწეობით იმართება სხვადასხვა ქრისტიანული ღონისძიებები. პროგრამის მიზანია: საეკლესიო მსახურების ხელშეწყობა, ეპარქიის სახელით საეკლესიო ღონისძიებების ჩატარება
პროგრამის მიზანია: საეკლესიო მსახურების ხელშეწყობა, ეპარქიის სახელით საეკლესიო ღონისძიებების ჩატარებ