კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4380,4 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2021 წლის
გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
4,380.4
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
1,949.3
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
58.5
05 01 02
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
872.5
05 01 02 01
საჩხერის სპორტული სკოლა
509.0
05 01 02 02
საჩხერის საცურაო აუზი
212.7
05 01 02 03
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
150.8
05 01 03
სპორტული ობიექტების მშენბლობა რებილიტაცია
1,018.3
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
2,347.6
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
110.0
05 02 02
კულტურული ობიექტების მშენბლობა რეაბილიტაცია
1,311.3
05 02 03
კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა
926.3
05 02 03 01
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
187.8
05 02 03 02
საჩხერის კულტურის ცენტრი
297.3
05 02 03 03
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
30.3
05 02 03 04
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
73.1
05 02 03 05
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
23.0
05 02 03 06
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
36.5
05 02 03 07
სამუსიკო სკოლა
177.9
05 02 03 08
სამხატვრო სკოლა
50.6
05 02 03 09
არგვეთის კულტურის სახლი
49.8
05 03
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
38.5
05 04
რელიგიის ხელშეწყობა
45.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
58,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მათ შორის: რესპუბლიკური და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული დღეების აღნიშვნა; ლევან ციმაკურიძის სახელობის მუნიციპალური ტურნირი მინი-ფეხბურთში; აგვისტოს ომში დაღუპული საჩხერელი კაპრალის ირაკლი ბაზაძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში; გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში; მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში; სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე,; სპორტული ფილმების ფესტივალი "ჩემპიონი"; სპორტულ-სოციალური უზრუნველყოფა; სპორტულ-ახალგაზრდული ფესტივალი; კონკურსი "სპორტფოტო".მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების წახალისება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ტრანსპორტირებაში დახმარება.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში ჩატარებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ჩემპიონატები და ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა, ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა,ფულადი და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოებული არა ერთი ახალგაზრდა სპორტსმენი. ასევე, ფულადი თანხით დაჯილდოებული ქვეყნისა თუ საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული საჩხერელი სპორტსმენები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის სპორტული სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 01
509,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას, ესენია: ფეხბურთი სამი ასაკობრივი ჯგუფი (90 ბავშვი); კალათბურთი (70 ბავშვი); ფრენბურთი (64 ბავშვი); ძიუდო-სამბო-ქართული ჭიდაობა (94 ბავშვი) ; თავისუფალი ჭიდაობა-ბერძნულ რომაული ჭიდაობა (53 ბავშვი); კარატე (35 ბავშვი); ტაეკვონდო (20 ბავშვი ); კრივი (25 ბავშვი); ჭადრაკი(20 ბავშვი) ; მკლავჭიდი (15 ბავშვი); სულ საჩხერის სასპორტო სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება 486 ბავშვი, რომელთაც საწვრთნელი პროცესი უტარდებათ კვირაში 4- ჯერ, სკოლაში დასაქმებულია 54 ადამიანი , მათ შორის 24 ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი და 30 მწვრთნელ- მასწავლებელი, აგრეთვე შტატგარეშე 11 თანამშრომელი ხელოვნურსაფარიანი და ივანწმინდის სტადიონების მომსახურეობისათვის. სკოლის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. სკოლას ყავს ბევრი წარმატებული სპორტსმენი. ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მეტი მოზარდის ჩართვას სპორტის სახვადასხვა სახეობებში.
მოსალოდნელი შედეგი
სასპორტო სკოლის მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად ფუნქციონერება; ყველა მსურველის კმაყოფილება სკოლის მომსახურებით; საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ყველა სპორტული წრით უფასოდ სარგებლობა; მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენების და საქართველოს ჩემპიონატებზე გამარჯვებულთა დაჯილდოება სხვადასხვა პრიზებით მუნიციპალიტეტის მიერ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის საცურაო აუზი
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 02
212,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ააიპ საჩხერის საცურაო აუზი აერთიანებს სპორტის ისეთ სახეობებს როგორიცაა: ცურვა/ხუთჭიდი (45 სპორტსმენი) და წყალბურთი (50 სპორტსმენი); აღსანიშნავია, რომ ხელი ეწყობა სპორტის საწყლოსნო სახეობების, ასევე თანამედროვე ხუთჭიდის განვითარებას, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სპორტის შემდეგ სახეობებს: ცურვა, მიზანში სროლა, სირბილი, ფარიკაობა. ჯამში ააიპ საჩხერის საცურაო აუზზე ვარჯიშობს 95 სპორტსმენი, რომლებიც დაკავებულნი არიან ინტენსიური ვარჯიშით კვირის 5 დღის განმავლობაში. სპორტსმენები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას იღებენ არაერთ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში და არიან მეტწილად მოწინავე ადგილების მფლობელები. გარდა სპორტული დატვირთვისა აუზი ასევე წარმოადგენს გამაჯანსაღებელ ცენტრს და ემსახურება წელიწადში საშუალოდ 15000 მომხმარებელს. ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზზე დასაქმებულია სულ 25 პირი, აქედან 22 ადმინისტრაციულ -ტექნიკური პერსონალი და 3 მწვრთნელი. ქვეპროგრამის მიზანია:
1.ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა;
2 .საწყალოსნო სპორტის სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;
3. სპორტული სახეობის ხუთჭიდის განვითარება და ხელშეწყობა;
4. მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვე ღონისძიებებში მონაწილეობა.
მოსალოდნელი შედეგი
აუზის მომხმარებელთა რაოდენობის კიდევ მეტად გაზრდა, სპორტსმენთა რაოდენობის გაზრდა და მათი ხელშეწყობა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჯანსაღი თაობების აღზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 03
150,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
დარბაზი სპეციალიზებულია სპორტის სახეობა ძალოსნობის მიმართულებით, რომელიც აერთიენებს 5 ასაკობრივ ჯგუფს. მოსწავლეთა რაოდენობა ნშეადგენს 90 მოზარდს, რომლებსაც ყოველდღიურად ამეცადინებს 8 მაღალკვალიფიციური მწრთვნელი (გარდა კვირისა). მწრთვნელების ჩათვლით დარბაზში დასაქმებულია 16 პირი. დარბაზის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ საერთაშორისო, რეგიონულ და ქვეყნის მაშტაბით გამართულ ჩემპიონატებსა და ტურნირებში.
ქვეპროგრამის მიზანია:
- მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
-ძალოსნობის პოპულარიცაზია.
- მეცადინეობებში რაც შეიძლება მეტი მოზარდის ჩაბმა.
-მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების ზრდა-გამრავლება ქვეყნის, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.
განხორციელდება პანდემიის სარეგულაციო წესების დაცვის მიზნით შენობის ზედა ნაწილში დასაჯდომი მერხების მოწყობა
მოსალოდნელი შედეგი
დარბაზის მთელი დატვირთვით ფუქციონირება. მისი ხელმისაწვდომობა როგორც ქალაქ საჩხერის ასევე მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობისათვის. იმერეთის, საქართველოს, ევროპის ჩემპიონების აღზრდა, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შევსება პერპექტიული სპორტსმენებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 03
1018,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. კერძოდ: სოფელ იცქისში ტრენაჟორების მოწყობა; სოფელ ჯალაურთაში, ნეფარიძეების უბანში არსებული საფეხბურთო სტადიონის შემოღობვა;სოფელ კორბოულში, ნოზაძეების უბანში სტადიონის მოსწორება და საფეხბურთო კარებების მოწყობა; სოფელ მერჯევში, ქემერტელიძეების უბანში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა; ქ. საჩხერეში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა; ქ. საჩხერეში მკლავჭიდელთა დარბაზის რეაბილიტაცია; სოფელ კორბოულში საზოგადოებრივ ცენტრთან არსებული, მინი სტადიონის რეკონსტრუქცია.
სპორტული ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტირება; ქ. საჩხერეში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე არსებული სტადიონის აღდგენა-რეკონსტრუქცია; ქ. საჩხერეში 26 მაისის ქუჩაზე არსებული სტადიონის აღდგენა-რეკონსტრუქცია; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ იტავაზაში სპორტული მოედნის მოწყობა; სოფ. მერჯევში, ქემერტელიძეების უბანში სპორტული ტრენაჟორების მოწყობა; სოფელ კორბოულში ნოზაზეების უბანში არსებული საფეხბურთო მოედნის მშენებლობა; ცენტრალური სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება და სხვა.
რგპფ -ქ. საჩხერეში ცენტრალური სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდობისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
მოსალოდნელი შედეგი
რეაბილიტირებული და მოწყობილია ქ. საჩხერეში სპორტული მოედნები, მოსახლეობას საშუალება ეძლევა იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01
110,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე სახალხო დღესასწაულების, ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსების, ფესტივალების, შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას.ასევე კულტურული მემკვდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების საღამოების მოწყობას. 2021 წელს დაგეგმილია შემდეგი სახის ღონისძიებები: არა ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება: შობა-ახალი წლის სადღესსწაულო ღონისძიებები; სრულიად საქართველოს ფესტივალი "ქართული საგალობლები"; ასევე, სოფელ საირხეში ანტიკურ ნაქალაქართან საინფორმაციო დაფის გახსნა.
მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის განხორციელების შედეგად მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის პოტენციალის ზრდა, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია, მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება. პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების პატივგება, ასევე შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაციის ამაღლება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
1168,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ობიექტების რეაბილიტაცია; სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის ტერიტორიაზე გრუნტის გატანისა და საყრდენი კედლის დემონტაჟისა და გაზის მილის მიწაში ჩადების სამუშაო და სხვა. ისტორიულ კულტურული ძეგლები წარმოადგენენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათს, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გარკვეულ სარგებელს, როგორც დასაქმების ასევე ჩამოსული მნახველისა და ტურისტული ნაკადის მომსახურების კუთხით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის კუთვნილ თავისუფალ ტერიტორიაზე აკ.წერეთლის ძეგლის დასადგმელად ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება.
,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაციის (მეორე ეტაპი)-ისა და სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა (მეორე ეტაპი)-ის თანადაფინანსება . სოფელ სხვიტორში აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზის შენობის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაო; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ,,მოდინახის ციხის" მისასვლელისა და მიმდებარედ ტერიტორიის კეთილმოწყობა (გრანტის სავარაუდო თანადაფინანსება 2021 წელს) და სხვა.
რგპფ -,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა(მეორე ეტაპი).
,,მოდინახის ციხის" მისასვლელისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
მოსალოდნელი შედეგი
ისტორიულ-კულტურული ძეგლები წარმოადგენენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათს, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გარკვეულ სარგებელს, როგორც დასაქმების ასევე ჩამოსული მნახველისა და ტურისტული ნაკადის მომსახურების კუთხით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 01
187,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის ბიბლიოთეკა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ერთი ცენტრალური და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა, რომელთა წიგნადი ფონდი განახლებულია, ივსება ყოველწლიურად ახალი ლიტერატურით და პერიოდული პრესით. განახლებულია და შენდება სასოფლო ბიბლიოთეკებისათვის ახალი შენობები. შეძლებისდაგვარად აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენს 137 127 ერთეულს. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით სარგებლობს რაიონის 13 496 მომხმარებელი. აქედან ცენტრალურს ყავს 5965 მკითხველი, სოფლებს 7531 მკითხველი. ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებობს გაზეთ მოდინახეს რედაქცია. გაზეთი იბეჭდება ყოველთვიურად.
მოსალოდნელი შედეგი
მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ინფორმაციის სწრაფი მიწოდება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის კულტურის ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 02
297,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის ცენტრი სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: ქორეოგრაფიული, ფოლკლორული (მამაკაცთა ანსამბლი „მოდინახე“ ქალთა ანსამბლი „საპოვნელა“თვითშემოქმედებითი ნიმუშების მოძიება და პოპულარიზაცია, ხალხური რეწვის ოსტატები, თვითნასწავლი მხატვრები, ხალხური მედიცინა, ზეპირსიტყვიერება, ხალხური პოეზია, ხალხური სიმღერა, ხალხური ნიმუშების ჩართვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო ზეიმებში. რაც მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ნიმუშების შენარჩუნებისა და ოჯახური ტრადიციების გაგრძელების თვალსაზრისით.ასევე არის სამეჯლისო სპორტული ცეკვების ანსამბლები. სალოტბარო სკოლა,პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი, თოჯინების თეატრი,მ.ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდია, სადაც შეისწავლება ფორტეპიანო, ვიოლინო, სოლო სიმღერები და აქვეა ვაჟთა ანსამბლი `განთიადი~. კულტურის ცენტრში არსებული ყველა ჟანრის მიზანია პირველ რიგში ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება და წინა პლანზე წამოწევა. ქართული კულტურის, მრავალხმიანობის ფოლკლორის ქართული ჰარმონიის პოპულარიზაცია. აღიზარდოს მომავალი თაობა ხელოვნების დარგებისადმი დიდი ინტერესით. ღონისძიებაზე მოსულ მაყურებელს მიეწოდოს ხარისხიანი პროდუქცია. კულტურის ცენტრი ჩართულია ამ ფერხულში, რომელსაც აქვს დიდი წარმატება და აღიარება თეატრმცოდნეებისაგან. არის 2 გრამპრის მფლობელი და მრავალი ნომინაციის გამარჯვებული. თეატრში გაერთიანებულია მომავალი თაობა, რომელიც ეცნობა ქართველი და უცხოელი დრამატურგების ხელოვნებას. თეატრის მიზანია და არამარტო თეატრის გავიდეს ჩვენი რეგიონის სახელი მთელს საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. აქვს მიწვევები ევროპის თეატრალურ ფესტივალებზე. იგეგმება 2 ახალი სპექტაკლი, გაგრძელდება ძველი სპექტაკლების ჩვენება. ასევე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო სტუდია მაყურებელს შესთავაზებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას რაიონის გარეთ გამართულ ღონისძიებებში.
მოსალოდნელი შედეგი
კულტურის ცენტრში გაერთიანებული ყველა მიმართულების შეუფერხებელი მუშაობა, რაც დააკმაყოფილიებს კულტურის ცენტრში მოსული მაყურებლის მოთხოვნებს. ა(ა)იპ საჩხერის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული პერსონალის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 03
30,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სარეკის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ააიპ სოფელ სარეკის კულტურულ საგანამანათლებლო ცენტრი, კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა წრეები, მუსიკალური სტუდია, ქორეოგრაფიული სტუდია, მხატვრული წრე, წრეებში გაეთიანებულია 45 მოსწავლე, კულტურის ცენტრი აქტურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში სპორტულ შეჯიბრებებში, ვიქტორინა კონკურსებში, ტარდება საახალწლო, სარვამარტო, ღონისძიებები, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სარეკის საჯარო სკოლასთან და ბიბლიოთეკასთან, ცენტრში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენ 7 თანამშრომელს მათ შორის 2 პედაგოგია, ქვეპროგრამის მიზანია სარეკის თემის მოსახლეობის განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა და აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებში და კონკურებში.
მოსალოდნელი შედეგი
კულტურის ცენტრიში გაზრდილი სხვადასხვა წრები, დაინტერესებული მოსწავლე-ახალგაზრდობის რაოდენობა და დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 04
73,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუზეუმში დღესდღეობით დაცულია 12450 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენს 800-მდე კაცს. მუზეუმის ქონებას შეადგენს ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე-სიმონ წერეთლის სასახლე და ეთნოგრაფიული შენობები 0,5 ჰ მიწის ნაკვეთით. ქვეყნის სამუზეუმო კანონმდებლობის შესაბამისად მუზეუმი მზრუნველობას უწევს სოფ. მოძვის საჯარო სკოლაში ვიქტორ ნოზაძის მემორიალურ მუზეუმს, სოფ. ქორეთის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და სოფ. არგვეთში პაოლო იაშვილის ლიტერატურულ მუზეუმს. მუზეუმი ეწევა სამეცნიერო-კვლევით და საგამომცემლო საქმიანობას. დაფინანსება შეადგენს 73.1 ათას ლარს. ქვეპროგრამის მიზანია საგამოფენო და საფონდო სივრცის შევსება და კეთილმოწყობა. სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო მუშაობის გააქტიურება. სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია. სამუზეუმო პოლიტიკის განსავითარებლად მუზეუმის 2 მუშაკმა გაიარა გადამზადება პოლონეთის მუზეუმების მუშაობის გამოცდილების მაგალითზე პროექტის ,,კულტურა საზღვრებს მიღმა“-ს ფარგლებში.
მოსალოდნელი შედეგი
სამუზეუმო საქმიანობის მენეჯმენტის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, საგამოფენო სივრცის მოწყობა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება და ჩართულობა სამუზეუმო მუშაობაში. ვიზიტორთა მოზიდვა. მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 05
23,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ს.ს.ი.პ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუზეუმი მოწოდებულია აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ტურისტისა და მნახველის ინფორმირებისათვის, რასაც ემსახურება როსტომისეული სასახლე, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა დიდი მგოსანი. მუზეუმში მომსვლელი ეცნობა მეცხრამეტე საუკუნის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთებისა და ეთნოგრაფიული არტეფაქტების ნიმუშებს. ახლად გახსნილ საგამოფენო დარბაზში ფართო სპექტრით წარმოდგენილია მგოსნის ოჯახის ისტორია, გვარის გენეოლოგია, პირადი ნივთები, ფოტოსურათები, ქართველ მხატვართა ნამუშევრები და მეცხრამეტე საუკუნის ყოფა - ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, აკაკის პირადი ნივთები და ტანსაცმელი. სავანეში ძიძისეულ ქოხში წარმოდგენილია აკაკის ბავშობის დროინდელი ნივთები.
მოსალოდნელი შედეგი
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა და ტურისტთა გათვითცნობიერება აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართულებით. მოზარდებისა და ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთების კიდევ მეტად გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 06
36,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 395 ექსპონატი (მათ შორის 42 სოსო წერელის ნამუშევარი) წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 200 კაცს. მუზეუმის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია მუზეუმის პოპულარიზია, მუზეუმისადმი ვიზიტორთა დაინტერესების ზრდა და ჩართულობა. წლის განმავლობაში მუზეუმი ფუნქციონირებს შეუფერხებლად. ტრადიციულად ტარდება კონსტანტინე და სოსო წერეთლების დაბადების დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,, ღამე მუზეუმში" თვითვფრინავის ბიჭების გახსენება . პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით
მოსალოდნელი შედეგი
პერსონალის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით. გაუმჯობესებული სამუზეუმო საქმიანობის მენეჯმენტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ვიზიტორთა მოზიდვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამუსიკო სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 07
177,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საჩხერის სამუსიკო სკოლა. სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, თეორიული, სავიოლინო, ხალხური საკრავების, კლასიკური გიტარის, საესტრადო სიმღერების განყოფილებები და ფოლკლორული ანსამბლი. სამუსიკო სკოლაში საფორტეპიანო განყოფილებაზე განათლებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 195 მოსწავლე, სავიოლინო განყოფილებაზე 6 მოსწავლე, ხალხურ საკრავზე 30 მოსწავლე, საესტრადო სიმღერაზე 40 მოსწავლე, კლასიკურ გიტარაზე 10 მოსწავლე, ფოლკლორულ ანსამბლში 35 მოსწავლე. სულ სკოლაში სწავლობს 310 მოსწავლე.
სამუსიკო სკოლაში დასაქმებულია 35 თანამშრომელი, აქედან: 6 - ადმინისტრაციული პერსონალი, 4 -ტექ-პერსონალი და 25 - პედაგოგი. სკოლა ფინანსდება 177.9 ლარით. ქვეპროგრამის მიზანია: მოსწავლეთათვის კლასიკური მუსიკის შესწავლა, ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენა და ხელის შეწყობა, რაც გაამრავალფეროვნებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის საზღვრისპირა სოფლებში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს. შემოქმედებითი განვითარებისათვის ურთიერთობა ქ.ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან, კონცერტები დამეგობრებულ სკოლებთან, მონაწილეობა სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში, როგორც კლასიკურ, ასევე ფოლკლორულ და საესტრადო სიმღერებში. საქველმოქმედო ღონისძიებები, როგორც შშმ პირებთან, ასევე ხანდაზმულ ადამიანებთან, ურთიერთობა ქართველ კომპოზიტორებთან, როგორც თბილისში ასევე მოწვევით სამუსიკო სკოლაში, ურთიერთობა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან, კონცერტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა კლასიკური მუსიკის და ფოლკლორის დაინტერესების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი
სამუსიკო სკოლის ფუნქციონირება შეუფერხებლად, მოსწავლეების დაკმაყოფილება სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტებით, ფოლკლორული ანსამბლის მოსწავლეებისათვის შესაბამისი ფორმებით აღჭურვა, კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვა. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამხატვრო სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 08
50,6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სოსო წერეთლის სახელობის საჩხერის სამხატვრო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამხატვრო განათლების ერთი სკოლა. სკოლაში განათლებას იღებს საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 140 ბავშვი. დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 11 თანამშრომელს. აქედან 6 პედაგოგია. დაფინანსება 19.5 ათასი ლარი. სამხატვრო სკოლაში ბავშვები ეუფლებიან: ფერწერას, ხატვას, კომპოზიციას, ტანსაცმლის მხატვრულ დიზაინს და ხელოვნების ისტორიას. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება მიმდინარე ხარჯები 5.2 ათასი ლარი. ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი 25.9 ათასი ლარი. ქვეპროგრამის მიზანია: განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა. კულტურული ღონისძიების ჩატარება, საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ: ბულგარეთში, ჩეხეთში, იაპონიასა და აშ შტატებში. სახვითი ხელოვნებისადმი პროფესიული დამოკიდებულების განვითარება და შემდგომი საფეხურების განათლების ამ მიმართულებით მიღება. საშემოდგომო და საგაზაფხულო პლენერების ჩატარება, ისტორიული ძეგლების შესწავლის მიზნით შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგი
სამხატვრო სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტში სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია, სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
არგვეთის კულტურის სახლი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 09
49,8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ მედეა ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: ქორეოგრაფიული სტუდია, ქორეოგრაფიული ანსამბლი"მუხრანელები", ფოლკლორული ანსამბლი "არგვეთი", ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი "ციცინათელა", ბავშვთა საესტრადო სიმღერების შემსწავლელი წრე "აისი", მუსიკალური სტუდია (ფორტეპიანო), გიტარის შემსწავლელი, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის (ფანდური, ჩონგური, დიპლიპიტო, ბასფანდური) შემსწავლელი წრე. აიპ მედეა ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლის ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავალი შეადგენს 17,0 ათასი ლარი. აიპ მედეა ჯაფარიძისსახელობის არგვეთის კულტურის სახლის ქვეპროგრამის მიზანია კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია. კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავება, მოზარდი თაობის სულიერ და ინდივიდუალურ ფორმაში დადებითი როლის შესრულება, მოსახლეობის კულტურულ გართობა დასვენების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
მოსალოდნელი შედეგი
არგვეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე 11 სოფლის მოსახლეობისათვის წლის განმავლობაში სრულად დაკმაყოფილებული ქორეოგრაფიული, მუსიკალური, ფოლკლორული და საესტრადო წრეებზე ბავშვებისა და მოზარდების გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
05 03
38,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ახალგაზრდული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებები. ასევე, სადღესასწაულო დღეებზე სხვადასხვა აქციების, ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება. ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება: საშობაო-საახალწლო ღონისძიებები, ახალგაზრდული სტარტეგიის შემუშავება, სილამაზის კონკურსი, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ფოტო-კონკურსი ახალგაზრდა მოყვარულ ფოტო ხელოვანთა მონაწილეობით;, ბანაკის მოწყობა, საზეიმო ღონისძიების გამართვა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით; ლაშქრობის მოწყობა, ზღაპრების ფესტივალი "წითელქუდა", ეროვნული მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა. ასევე, მნიშვნელოვანია წლის განმავლობაში სხვადსხა ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილე ახალგაზრდების ტრანსპორტით მომსახურეობა. ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია ღვინისა და მივიწყებული კერძების ფესტივალი, ასევე წლის მეწარმეების დაჯილდოების ცერემონიალი; ტურისტული ატრაქციებისათვის სპეციალური სუვენირებისა და ბეჭდვითი პროდუქციის დამზადება და ტურისტულ ატრაქციებტან სარეკლამო ჯიხურების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული პროდუქტის განვითარებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მდგრადი ტურიზმის განვითარებას, რაც საწინდარია ბუნებრივი და კულტურული მემკვოდრეობის შენარჩუნება.
მოსალოდნელი შედეგი
მასობრივ ღონისძიებებზე და კონკურსებზე ახალგაზრდა თაობის ჩართულობა, მათი ინტელექტუალური პოტენციალისა და შესაძლებლობების რეალიზაცია. მომავალი თაობის მოტივაციის გაზრდა. ტურიზმის განვითარება. კულტურული მემკვოდრეობის შენარჩუნება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 04
45,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამის განმახორციელებალია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური დახმარება სასულიერო განათლების განვითარების მიზნით.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჩატარებული წირვების რაოდენობა; მრევლის გაზრდილი რაოდენობ