დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 910,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2021 წლის
გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

910.0

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

770.8

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

133.2

03 03

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

6.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

770,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით ა(ა)იპ ,,ზურმუხტს''  მუნიციპალიტეტიდან გადაეცა ნაგავ შემკრები კონტეინერები და 5 ერთეული ნაგავმზიდი სპეც/მანქანა, დასუფთავების ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ძირითადად  მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.   პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"   ახორციელებს  ყოველდღიურად (გარდა კვირისა)   109000 კვ/მ.  საჩხერის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებას. აქედან: თავისუფლების ქუჩის, ავტოსადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის  15000 კვ/მ-ის  დასუფთავება ხორციელდება ყოველდღიურად (დღეში ორჯერ). ქალაქის ყველა მოასფალტებული ქუჩის, ტროტუარის, ჩიხის, სანიაღვრე არხის დასუფთავება საჭიროებისამებრ 50000 კვ/მ.,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის  საავტომობილო გზის საჩხერის მონაკვეთზე ნარჩენების შეგროვება საჭიროებისამებრ საშუალოდ 15000 კვ/მ.,ზამთრის სეზონზე საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ტროტუარების თოვლის საფარისაგან გაწმენდა საშუალოდ 150000 კვ/მ, ასევე ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“ ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანას, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურება 5 ერთეული ნაგავმზიდი სპევ/ავტომანქანა. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: სარეკის, ბაჯითის, ქვემოხევის, მოხვის, ცხომარეთის,უზუნთის, გაღმა მთის, ქორეთის, პასიეთის, სხვიტორის, კვერეთის, გორისის, გამოღმა არგვეთის, ივანწმინდის, მერჯევის, არგვეთის, სავანის, იცქისის, მახათაურის, შალაურის, ბახიოთის, იტავაზის, დურევის, ცხამის, ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, დუნთის, ჭორვილის, საირხის, კალვათის, მოძვის ჯალაურთის, ჭალის, პერევის, ღონის, სპეთის, ჭურნალის, იფხორის, კორბოულის, შომახეთის, ნიგვზარის, ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორის საუბნო გზების პირზე  დაგროვილი და სპეციალურ ბუნკერებში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ კვირაში ორჯერ. ქ. საჩხერის ცენტრალურ ქუჩებზე: ივ. გომართლის ქუჩა-აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, მ.კოსტავას ქუჩა-რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და საცალფეხო ხიდების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად დღეში სამჯერ. გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე შეგროვილი და ნაგვის ბუნკერებში დაგროვილი ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ. სანიაღვრე არხებიდან ამოღებული ნარჩენების გატანა საჭიროებისამებრ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულია 550 ნაგავშემკრები ურნა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე გადის 180-200 მ/კუბი საყოფაცხოვრებო ნარჩენი , სპეცავტომანქანებს უტარდებათ გამორეცხვა-დეზინფექცია ყოველდღიურად და ნაგავშემკრებ ურნებს კვირაში ერთხელ. აღნიშნულ საქმიანობას  ემსახურება 77 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალი (სპეციალისტები, მეეზოვეები, მძღოლები, მტვირთავები). ხელფასი და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მოსალოდნელი შედეგი

საჩხერის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებული ქუჩები, გაზონები, ტროტუარები, სკვერები. შექმნილი სუფთა გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

03 02

133,2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამწვანების  ღონისძიების  განხორციელება  მნიშველოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.  ხორციელდება სკვერების, გაზონების, ბაღების (დასვენების პარკების) მოვლა-პატრონობა, სატრანსპორტო მაგისტრალური გზის პირების მწვანე საფარის გაკრეჭვა-გადაბელვა, მწვანე ნარგავების განაშენიანება და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების გადაბელვა, გამხმარ და ნახევრად გამხმარ ხეებზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.  აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“-ს მიერ თანამედროვე  ტექნიკით (3 ერთეული - ბენზო საკრეჭი  მანქანა, 3 ერთეული - ბენზო ცელი, 2 ერთეული - ბენზო ხერხი), ტარდება საგაზაფხულო მიწის სამუშაოები (საჭირო სამეურნეო იარაღებით), ინტენსიურად ტარდება მწვანე საფარისა და ნარგავების მორწვა (მწვანე საფარის შენარჩუნება) სპეცავტოცისტერნით , საჭირო შხამ-ქიმიკატებით დამუშავება 2 ერთეული შესაფრქვევი აპარატით.  ხორციელდება: ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, კერძოდ: სკვერებისა და ხიდების მოაჯირების შეღებვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობა.  სისტემატიურად ხორციელდება სანიაღვრე არხების გაწმენდა,  განყოფილებაში დასაქმებულია 16  სპეციალისტი, განყოფილებაზე მიმაგრებულია სპეც. ტექნიკა ბორბლებიანი ექსკავატორი.   პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ყველა ხარჯი ფინანსდება  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარგული და მოვლილი ნარგავები, გამწვანებული სკვერები, მოსახლეობისთვის შექმნილი დასასვენებელი გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

03 03

6,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

შესაბამის ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ხორციელდება უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით ლასოთი/ბადით, დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ცხოველისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით), თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა სხვა პროცედურის შესრულება, რაც საჭიროა ამ სფეროში არსებული ნორმებითა და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით. გაყვანილი ძაღლები ბრუნდებიან უკან ბუნებრივ არეალში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მოსალოდნელი შედეგი

მოვლილი უსახლკარო ცხოველები და დაცული მოსახლეობ