მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1280,0 ათასი ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2021 წლის
გეგმა
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,280.0
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
129.9
06 02
სოციალური პროგრამები
1,117.2
06 02 01
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
615.0
06 02 02
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა
50.0
06 02 02 01
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
30.0
06 02 02 02
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება
20.0
06 02 03
ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
10.0
06 02 04
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
300.0
06 02 05
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
30.0
06 00 06
უფასო სასადილოს დაფინანსება
43.0
06 02 07
სარიტუალო ხარჯები
3.0
06 02 08
საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება
19.2
06 02 09
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
37.0
06 02 10
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
10.0
06 03
ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია
2.9
06 04
ინტეგრირებული დღის ცენტრი
30.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის პროგრამები
დაფინანსება
ათას ლარში
06 01
129,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა, თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);
2. იმუნიზაციია;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
5. ტყვიის შემცველობის კონტროლი ბავშვთა პოპულაციაში;
6. C ჰეპატიტის , შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესრულება;
7. ვერბალური აუტოფსია;
8. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 9-12 წლის ასკის გოგონებში;
9. წითელას გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, არაგეგმიური ვაქცინაცია;
10. ახალი კორონავირუსის covid-19 -ის სახელმწიფო პროგრამის შესრულება, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების გატარება, საკარანტინო ზონის ეპიდკონტროლი, PCR ტესტირების ჩატარება მაღალი რისკის ჯგუფებში.
მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
615,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროგრამით გათვალისწინებულია დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე რომელნიც საჭიროებენ დახმარებას, კერძოდ: ა)მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროებათ გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემათ 2000(ორიათას) ლარამდე ერთჯერადად. ბ)მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის კვლევა 500(ხუთას) ლარამდე ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეს არაუმეტეს 1000 (ათას) ლარამდე ოდენობით. გ) ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს ეძლევა დახმარება ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით, დ) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. ე)ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეები"არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 01
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 0-18 წალამდე არასრულწლოვანი მოქალაქეებზე წელიწადში ერთჯერადად გაიცემა 150 (ასორმოცდაათი) ლარი.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ბენეფიციარების ჯანმრთელობის სტაბილიზაციის ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 02
20,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ბენეფიციარების ტრიგერების შეფასება, ქცევის მართვის პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება, ზედამხედველობა. ბენეფიციართა რეაბილიტაცია/აბილიტაცია. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური შეფასებები, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაცია. სენსორული უნარების განვითარება, ფუნქციური უნარების განვითარება, ასევე მეტყველების, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარება. დღის ცენტრში ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული, ერთ-ერთი ასეთი საქმიანობა არის სენსორული სათამაშოების დამზადება პედაგოგის დახმარებით, რაც ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა შეგრძნების და აღქმის განვითარებას.
მოსალოდნელი შედეგი
შეძენილი ფიზიკური და აკადემიური უნარების გამოყენება დამოუკიდებელად და საზოგადოებაში ინტეგრირება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
10,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე ვეტერანებზე (საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად), 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.3. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ვეტერანების და მათი ოჯახების თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
300,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსედა მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3.აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლისდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს –1000 ლარამდე ოდენობით. 4..საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. 6 .ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცეს დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კორონავირუსთან -COVID 19- თან დაკავშირებით, მარტოხელა და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარება.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახებისა თანადგომა, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, ახალგაზრდების სწავლის ხელშწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ბენფიციართა ოჯახების თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უფასო სასადილოს დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
43,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარება და დღეში ერთხელ მიეცემა უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად).
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარიტუალო ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
3,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
სარიტუალო მომსახურება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 08
19,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჩხერე-პერევი, პერევი-საჩხერის მიმართულებით ხორციელდება სოფლების პერევის და ქარძმანის მოსახლეობის უფასო ტრანსპორტით მომსახურება. პერევის მიმართულებით ემსახურება 2 მძღოლი ავტობუსი პაზ 4234-ით, კვირაში 4 რეისი. სოფელ ქარძმანის მიმართულებით ემსახურება 1 მძღოლი მიკრო ავტობუსით კვირაში 3 რეისი.
მოსალოდნელი შედეგი
წლის განმავლობაში შენარჩუნდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფასოდ ტრანსპორტით უსასყიდლოდ მომსახურება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 09
37,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 5000 (ხუთიათასიათასი) ლარამდე ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
დაზარალებული მოქალაქეთა ოჯახების თანადგომა მუნიციპალიტეტის მიერ
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 10
10,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისათვის მიეცემა დახმარება ყოველთვიურად130 (ას ოცდაათი) ლარამდე ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
06 03
2,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობაში იატაკების სარეაბილიტაციო სამუშაო
მოსალოდნელი შედეგი
სამუშაო პირობების გაუმჯობესება, სუფთა გარემოს შექმნა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინტეგრირებული დღის ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
06 04
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალის ,,ინტეგრირებული საქმიანობათა დღის ცენტრი", ცდილობს წვლილი შეიტანოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც ის თავის რესურსსა და გამოცდილებას იყენებს ხანდაზმულების კეთილდღეობისა და ღირსეული გარემოს შექმნისათვის.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალი მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა ქსელის საშუალებით აწვდის სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს და აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თვალსაჩინო და ხელშესახებია სარგებელი როგორც მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად თემის წევრებისათვის. ემსახურება საზოგადოებაში ხანდაზმულთა ინტეგრაციასა და სოციალური იზოლაციის რღვევას. მათ ასევე რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია თავიანთ უფლებებსა და შეღავათებზე.
მოსალოდნელი შედეგი
კარგად ფუნქციონირებადი საქმიანობათა ცენტრი, საქმიანობათა ცენტრით მოსარგებლე ბენეფიცართა და მოხალისეთა გაზრდილი რაოდენობა, რომელნიც ახორციელებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და უნარ-ჩვევების განვითარებას; · კვალიფიციური მოხალისეები და ლიდერი ბენეფიციარები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის საქმიანობებს ბენეფიციარების უნარ-ჩვევების განვითარებისათვის, თვითდაჯერებულობის გაზრდისათვის და თაობათა შორის ურთიერთობების გაძლიერებისათვის. მოხალისეთა მიერ რეგულარულად განხორციელებული ვიზიტები ბინაზე უმწეო ხანდაზმულთათვის უსაფთხო გარემოსა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მიზნით· ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მობილიზებული პარტნიორების გაზრდილი რაოდენობა და მათი მონაწილეობით მოწყობილი სამუშაო შეხვედრები ხანდაზმულთა, ახალგაზრდებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისთვ