განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3613,7 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2021 წლის
გეგმა

04 00

განათლება

3,613.7

04 01

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება

2,393.4

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

829.5

04 03

განათლების დაწესებულების ხელშეწყობა

208.0

04 04

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია

182.8

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება
ათას ლარში

04 01

2393,4

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ საჩხერის გაერთიანებული საბავშო ბაღი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საბავშვო ბაღის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მსურველისთვის ასაკით 2-დან 6-წლამდე, სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვები განაწილებული არიან ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად, კვების რაციონი შედგენილია დადგენილი სტანდარტის მიხედვით. საგანმანათლებლო გარემო აღჭურვილია განვითარებისათვის აუცილებელი მასალით და ინვენტარით. საბავშვო ბაღების ტერიტორია უსაფრთხოა ბავშვებისა და თანამშრომლებისათვის, ბაღების ეზო და შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, პერსონალი ფლობს საჭირო უნარჩვევებს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და გათბობით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება არის ის უმთავრესი მიზანი, რასაც საჩხერის მუნიციპალიტეტში 21 საბავშო ბაღის ათეულობით თანამშრომელი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი სკოლამდელი აღზრდა-განათლების შესახებ და შესაბამისი სტანდარტები სრულყოფილად ძალაში არ არის შესული, ვიმედოვნებთ რომ 2021 წლიდან სრულად მოხდება მისი მოთხოვნების განხორციელება. დღეისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 1287 აღსაზრდელს ემსახურება 64 აღმზრდელი და ამდენივე აღმზრდელის თანაშემწე.

მოსალოდნელი შედეგი

საბავშვო ბაღის ხელმისაწვდომობა ბაღის ასაკის ნებისმიერი მსურველისთვის. აღსაზრდელების უზრუნველყოფა შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული და მრავალმხრივი მომსახურებით.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 02

829,5

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მოხდება საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება. ასევე #1 და #2 საჯარო სკოლაში დაზიანებული გათბობის სისტემის წყლის საქაჩი ძრავისა და საცირკულაციო ტუმბოს შეცვლა. ასევე მოხდება საჯარო სკოლების მახათაურის, მოძვის,საირხის, სავანის, სპეთის, სხვიტორის, ლიჩის, ჭალოვანის, ქ.საჩხერის მე-3 საჯარო სკოლის, სოფელ ჭალის საჯარო სკოლის, სარეკის, სოფელ კორბოულის #1 საჯარო სკოლის, ქ.საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის, ქ.საჩხერეში პირველი საჯარო სკოლის,სოფელ კორბოულის #2 საჯარო სკოლის,სოფელ ნიგვზარის, სოფელ შომახეთის, სოფელ ჭორვილის საჯარო სკოლების სახურავების რეაბილიტაცია.

მოსალოდნელი შედეგი

დროულად მოსწავლეების გადაადგილება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

განათლების დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 03

208,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: საგნობრივი, მხატვრულ-შემოქმედებითი, სპორტული, ესტეთიკური ციკლის წრეები, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლი "საწერეთლო", ბავშვთა საესტრადო წრეები, საბავშვო თეატრი "თე-ატრი", თოჯინების თეატრი  "კოკროჭინა", ფოლკლორის  მუნიციპალური კლუბი "თავთუხები",  ბიოლოგიის მუნიციპალური კავშირი და ჭადრაკის მუნიციპალური კლუბი, ასევე ფუნქციონირებს საბალეტო სტუდია. საგნობრივ წრეებში, კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებულია დაახლოებით 700-მდე მოსწავლე. თეატრებმა გამართეს  17-მდე წარმოდგენა, რომელსაც დაესწრო 2000-მდე მაყურებელი. დაფინანსება  203.2 ათასი ლარი. ა.(ა).ი. პ. "საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის" ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია . ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.თეატრალური სფეროსადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდა, სპორტში მოსწავლეთა ჩართულობა.

მოსალოდნელი შედეგი

მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ეროვნული ღირებებულებებისა და სამოქალაქო ცნობიერების მიმართ პატივისცემა. ისინი შეძლებენ დემოკრატიის, თვითმმართველობისა და სახელმწიფოებრივი პრინციპების შეგნებას, კრიტიკული აზროვნების ამაღლებას. მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობა ექნება თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას. მოხდება ბავშვთა და მოზარდთა ინტერესებისა და მიდრეკილებების განვითარება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

04 04

182,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჩიხისა და ჭალის საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია; მოხდება სამშენებლო სამუშაოებზე საპროექტო საზედამხედველო მომსახურება. სისვაძეების ბაღის ტერიტორიაზე ტრანსფორმატორის დამონტაჟების სამუშაოები; სოფელ ჩიხისა და   სოფელ ჭალის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაო და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებული საბავშვო ბაღებ