კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6140,1 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ა
თას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2023 წლის გეგმა
05 00
კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები
6,140.1
05 01
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
4,257.7
05 01 01
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
102.3
05 01 02
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,361.5
05 01 02 01
საჩხერის სპორტული სკოლა
773.5
05 01 02 02
საჩხერის საცურაო აუზი
370.5
05 01 02 03
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
217.5
05 01 03
სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
2,793.9
05 02
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
1,700.1
05 02 01
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
210.0
05 02 02
კულტურული ობიექტების მშენბლობა რეაბილიტაცია
264.7
05 02 03
კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა
1,225.4
05 02 03 01
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
225.0
05 02 03 02
საჩხერის კულტურის ცენტრი
388.7
05 02 03 03
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
36.5
05 02 03 04
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
118.1
05 02 03 05
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
29.7
05 02 03 06
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
44.0
05 02 03 07
სამუსიკო სკოლა
245.5
05 02 03 08
სამხატვრო სკოლა
62.5
05 02 03 09
არგვეთის კულტურის სახლი
75.4
05 03
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
82.3
05 04
რელიგიის ხელშეწყობა
100.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01
102,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
სპორტული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დადეგმილი სპორტული ღონისძიებები ემსახურება მასობრივ სპორტში ახალგაზრდების ჩართულობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება-განვითარებას:, ასევე, ქუჩის მავნე გავლენის შემცირებას და სპორტული მოედნებისაკენ ახალგაზრდობის ორიენტირებას. დაგეგმილი ღონისძიებებია: 1.შოთა ივანაშვილის სახელობის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკში; 2. 8 მარტისადმი მიძღვნილი ტურნირი ქართულ ნარდში ქალბატონებს შორის; 3. კალათბურთის ტურნირი ვაჟებში საჯარო სკოლის გუნდებს შორის; 4. ოლეგ ჭიღლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი-ფეხბურთში საჯარო სკოლის გუნდებს შორის; 5. გოგა მანჯავიძის ხსოვნის გოგონათა ტურნირი ფრენბურთში საჯარო სკოლის გუნდებს შორის; 6. გოგა მანჯავიძის ხსოვნის ვაჟთაა ტურნირი ფრენბურთში საჯარო სკოლის გუნდებს შორის; 7. მუნიციპალური ტურნირი ტექბოლში მოყვარულთა შორის; 8. ყოფილი სპორტსმენისა და საჯარო მოხელის ლევან ციმაკურიძის სახელობის მუნიციპალური ტურნირი მინი–ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის; 9. კალათბურთში მუნიციპალური ტურნირი (3X3) ქუჩის კალათბურთში. 10. აგვისტოს ომში დაღუპული საჩხერელი კაპრალის ირაკლი ბაზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში; 11. გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში–საქართველოს ღია პირველობა; 12. მუნიციპალური ტურნირი ნარდში საჯარო მოხელეებს შორის; 13. ჭადრაკის პირველობა საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის; 14. შაშის პირველობა საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის; 15. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მონაწილე გუნდებისათვის საჭირო სპორტული ფორმების შეძენა; 16. სხვადასხვა სპორტული და ტურისტული ინვენტარი; 17. სპორტის თარიღების აღნიშვნა სხვადასხვა სპორტული აქტივობებით წლის განმავლობაში პერიოდულად; 18. საფეხბურთო კლუბ "საჩხერის ჩიხურას" ვეტერან ფეხბურთელტა ამხანაგური მატჩი; 19. ველორბოლა მოყვარულთა შორის; 20. თამაზ ლაშხის სახელობის ტურნირი ძალოსნებს შორის მაგიდის ჩოგბურთში; 21. ოთხთა ტურნირი ფეხბურთში ჯონი მიქაძის თასზე; 22. "მუხრანის თასი" - ტურნირი ფრენბურთში საჯარო სკოლის გუნდებს შორის. 23. მუნიციპალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში და სხვა.
-სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონული თამაშების მონაწილე სკოლის გუნდებისათვის სპორტული ფორმების შეძენა.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: ახალგზრდების სპორტიულ ცხოვრებაში ჩართვა. ზოგადად სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. საჩხერლებისათვის საყვარელი ადამიანების სახელების უკვდავყოფა, საჩხერელი ახალგაზრდებისა და ზოგადად, მოსახლეობის სპორტულად გააქტიურება. მათ შორის ჩემპიონისა და პრიზიორების წახალისება.
შედეგი 1: წლის განმავლობაში განხორციელებული სპორტული ღონისძიებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდა.
შედეგი 2: მასობრივ სპორტში ახალგაზდების ჩართვით ქუჩის მავნე გავლენისაგან დაცვა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის სპორტული სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 01
773,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის სასპორტო სკოლა აერთიანებს 13 სპორტულ სახეობას, ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კარატე, ტაეკვონდო, ჭადრაკი, რაგბი, კრივი. სულ სასპორტო სკოლაში სპორტის სახეობებს ეუფლება ყველა სახეობაში 600 მოზარდი, აქედან 45 გოგონა, რომელთაც საწვრთნელი ვარჯიშები უტარდებათ ყოველ დღე კვირის გარდა. სკოლის სპორტსმენები მონაწილეობას ღებულობენ რეგულარულად საქართველოს ჩემპიონატებზე და საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც არაერთი საპრიზო ადგილები აქვთ დაკავებული. აგრეთვე სპორტსმენები რეგულარულად გადიან საწვრთნელ შეკრებებს. სასპორტო სკოლა ფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია სკოლის მომსახურეობით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ყველა სპორტული წრით სარგებლობა უფასოა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ჯილდოვდებიან სპორტული პრიზებით.
-ცენტრალური სტადიონის მოვლა შენახვა და სპორტული ინფრასტრუქტურის შეძენა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 3 -ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; მეტი მოზარდის ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობებში; მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
შედეგი 1: ბავშვთა რაოდენობების გაზრდა სპორტის ყველა სახეობაში და მათი ხელშეწყობა.
შედეგი 2: სპორტული შედეგების ზრდა.
შედეგი 3: შიდა სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის საცურაო აუზი
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 02
370,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი
ქვეროგრამის აღწერა
ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც მომავალში ცვლილებებისა და განვითარების პროცესში დიდი როლი უნდა ითამაშოს. მათი განვითარებისთვის სპორტი ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც სხვა ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური განათლება.
ახალგაზრდების დაინტერესება, ხელშეწყობა სპორტსმენებად ჩამოყალიბებაში და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, როგორც სახელმწფოს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვისაც ერთ ერთი პრიორიტეტია.
ქვეპროგრამის მიზანია ხელს შეუწყოს საჩხერის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და სპორტის ისეთი სახეობების განვითარებას როგორიცაა: წყალბურთი, ცურვა და თანამედროვე ხუთჭიდი. თანამედროვე ხუთჭიდი მოიცავს სპორტის შემდეგ მიმართულებებს: ცურვა, მიზანში სროლა, სირბილი, ფარიკაობა და ცხენოსნობა.
თანამედროვე ხუთჭიდში შემავალი სპორტის ამ ხუთი სახეობიდან საცურაო აუზზე სპორტსმენები ვარჯიშობენ და შეჯიბრებებშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ცურვაში, მიზანში სროლაში, სირბილსა და ფარიკაობაში. ცხენოსნობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე შესაბამისი ბაზის არქონის გამო ეს სახეობა ვერ ვითარდება.
საცურაო აუზზე არსებული სპორტულ ჯგუფებში მთლიანობაში 80 სპორტსმენია.
სპორტსმენების რაოდენობა სპორტული სახეობების მიხედვით:
წყალბურთი- 40, მათ შორის 40 ვაჟი 0 გოგონა;
ცურვა და თანამედროვე ხუთჭიდი - 40, მათ შორის 20 ვაჟი და 20 გოგონა;
გენდერულ ჭრილში, რომ განვიხილოთ სპორტსმენი გოგონები საერთო რაოდენობის 25 % შეადგენს.
როგორც ჩვენს მიერ ნაწარმოებმა სტატისტიკამ აჩვენა სპორტსმენი გოგონებისა და ზოგადად მდედრობითი სქესის მომხმარებლების რაოდენობა ნაკლებია სპორტსმენი ვაჟებისა და ზოგადად მამრობითი სქესის მომხმარებლებზე.
სპორტსმენებთან მიმართებაში საკუთარი ძალებითა და რესურსით ჩავატარეთ მცირე კვლევა. კვლევისთვის შერჩეული იქნა 6-14 წლის ასაკის აუზის მდედრობითი სქესის მომხმარებლები (მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად) კვლევის მეთოდად გამოყენებული იყო ინტერვიუ. კვლევის მიზანი იყო გაგვერკვია ქონდათ თუ არა სურვილი რეგულარულად ევარჯიშათ აუზზე არსებულ სპორტის რომელიმე სახეობაში, და თუ კი სურვილი ქონდათ, მაგრამ მაინც არ ერთვებოდნენ, რა იყო მთთვის ხელის შემშლელი ფაქტორები. გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობამ პრობლემად დაასახელა ტრანსპორტთან შეზღუდული ხელმისაწვდომობა.
როგორც ვიცით სხვადასხვა წრეების უმრავლსობა მუნიციპალიტეტების რაიონულ ცენტრშია თავმოყრილი, ეს კი ტრანსპორტთან შეზღუდული ხელმისაწვდომობის პირობებში მეტ დაბრკოლებას უქმნის ახალგაზრდებს სოფლის ტიპის დასახლებებიდან. რადგან მათ ვარჯიშზე მოსვლა უწევთ სკოლის შემდეგ. ხოლო ვარჯიშის დამთავრებისას (იგულისხმება საღამოს 6 საათი ან მეტი) საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტიურად აღარ მოძრაობს, მათ უწევთ ქუჩაში დგომა შემთხვევითი გამვლელის იმედად. ასეთ სიტუაციაში მგზავრობას ვაჟები ასე თუ ისე თავს ართმევენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ გოგონებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, ამიტომ ამჯობინებენ უარი თქვან რეგულარულ სპორტულ აქტივობაზე. ამის გამო სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ხშირად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან რაიონულ ცენტრი მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით.
შენიშვნა: რაიონში არ არსებობს მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სოფლების მიმართულებით ძირითადად მოძრაობენ მიკრო ავტობუსები, რომლებიც კერძო პირების მფლობელობაშია. ისინი თვითონ განსაზღვრავენ თავიანთი მუშაობის დროს და განრიგს.
გარდა სპორტული დატვირთვისა აუზი ასევე წარმოადგენს გამაჯანსაღებელ ცენტრს და ემსახურება წელიწადში საშუალოდ 11 000 მომხმარებელს (სტატისტიკა გაკეთებულია 2022 წლის მდგომარეობით). გენდერულ ჭრილში სტატისტიკით მომხმარებელთა უმრავლესობა არის კაცი/ვაჟი 56 % ხოლო 44 % ქალი/გოგონა. თუ რატომ არის ქალი/გოგონა მომხმარებელი ნაკლები ვიდრე კაცი/ვაჟი ამაზე კვლევა არ ჩაგვიტარებია. თუმცა ინფრასტრუქტურულად, იქნება ეს საშხაპეები, ტუალეტები, გასახდელები, კარადები თუ სხვა, ერთნაირადაა მოწყობილი ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. სპორტსმენები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას იღებენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში. მეტწილად არიან საპრიზო ადგილების მფლობელები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 3 -ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
მიზანი 5-გენდერული თანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანია:
1. ახალგაზრდა თაობებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და ხელშეწყობა;
2. საწყალოსნო სპორტის სახეობათა განვითარების ხელშეწყობა;
3. სპორტული სახეობის - ხუთჭიდის განვითარება და ხელშეწყობა;
4. მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვე ღონისძიებებში მონაწილეობა.
შედეგი 1: საჩხერის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობებში გაიზარდა სპორტით დაკავებულთა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა რაოდენობა;
შედეგი 2 : წყალბურთის გუნდის მიღწევების გაუმჯობესება. წყალბურთელ გოგნათა გუნდის არსებობა.
შედეგი 3: ცურვისა და თანამედროვე ხუთჭიდის მიღწევების გაუმჯობესება. სპორტსმენ გოგონათა გაზრდილი რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02 03
217,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზი
ქვეროგრამის აღწერა
ა(ა)იპ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზი სპეციალიზებულია სპორტის სახეობა ძალოსნობის მიმართულებით,რომელიც აერთიენებს 5 ასაკობრივ ჯგუფს. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 120 მოზარდს, დარბაზის აღსაზრდელები რეგულარულად მონაწილეობენ ჩემპიონატებში და ტურნირებში როგორც რეგიონული, ასევე ქვეყნისა და საერთაშორისო მაშტაბით. დარბაზი ორგანიზებას უწესვს ტრადიციულად დაგეგმილ და სიტუაციურ სპორტულ ღონისძიებებს.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ძალოსნობის მასაობრიობის ზრდა, მეცადინეობებში რაც შეიძლება მეტი მოზარდის, მათ შორის გოგონების ჩაბმა, მომავალი თაობის ქუჩის მავნე გავლენისაგან დაცვა, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მომსახურების ახალი ფორმების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობის მიღწევა ქალაქისა და სოფლების მოსახლეობისათვის, მაღალ მთიანი სოფლებისათვის ადგილზე სპორტული დარბაზების გახსნა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისათვის პერსპექტიული სპორტსმენების აღზრდა, ახალგაზრდების წახალისების ახალი მეთოდების დანერგვა და სპორტსმენთა სტიმულირების განვითარება.
შედეგი 1: ბავშვთა რაოდენობის გაზრდა და მათი ხელშეწყობა.
შედეგი 2: სპორტული შედეგის ზრდა.
შედეგი 3: სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 01 03
2793,9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. იმ ტეროტრიაზე რომელიც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება: სოფელ გორისაში ზედა შეყლაშვილების უბანში მინი სტადიონის მოწყობა; გაგრძელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები; საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები. სპორტული მოედნები მოწყობილი იქნება ყველა ასაკის მოსახლეობისათვის -ქალები, კაცები, ბავშვებისათვის -გოგონები და ბიჭები, ასევე შშმ პირთათვის. იგეგმება ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
-ქ. საჩხერეში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაზიანებული ღობეების დემონტაჟი; სოფელ ჭალაში, ახალ დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობა; სოფელ ჭორვილაში მინი სტადიონის დასრულება; სოფელ ქორეთში, პასიეთის დასახლებაში მინი სტადიონის დასრულება; ქ. საჩხერეში, სპორტის სასახლის მშენებლობა; ქ. საჩხერეში, სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია.
-კორბოულის ადმ. ერთეულში სტადიონების რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში სპორტული ინფრასტრუქტურის, ტრენაჟორების რეაბილიტაცია - მოწყობა; სოფელ ჯალურთაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია; სოფელ ჩიხაში რაგბის სტადიონზე სპორცმენთა გასახდელების მოწყობა.
რგპფ -ქ. საჩხერეში ცენტრალური სტადიონისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9- მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
მიზანი 11 -მდგრადი ქალაქები და დასახლებები
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: განახლებული სპორტული მოედნები, სპორტზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა.
შედეგი 1: განახლებული სპორტული მოედნების რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01
210,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო, თეტრალურ-მუსიკალური, ფესტივალ-კონკურსები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, მუსიკლურ-ლიტერატურული კომპიზიციები ემსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ფართო მასების კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციას. ცნობილი ადამიანების პატივგებას. ასაკობრივ თაობათა შორის კავშირის განმტკიცებას, გართობისა და დასვენების თვალსაზრისით თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებას, მუნიციპალიტეტის პრესტიჟისა და ღირსების განმტკიცებას.
დაგეგმილი ღონისძიებებია: 9 აპრილი - ,,ვაჩუქოტ ერთმანეთს ღიმილი“ - ხსოვნის საღამო 2. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე - საზეიმო კონცერტი; 3სახალხო დღესასწაული-საჩხერლობა; 4.საჩხერეზე ახალი სიმღერის შქმნა, გაორკესტრება, სტუდიური ჩაწერა,, კლიპის გადაღება; 5 სრულიად საქართველოს მეშვიდე ფესტივალი ,,ქართული საგალობლები“; 6.მუსიკალურ-თეატრალური ღონისძიებები; 7.მუხრანის პრემია - „პოეტური მინიატურები“; 8. „ფერიცვალება“ ღონისძიების აღდგენა; 9.ვიქტორ ნოზაძე - პოლიტიკური მოღვაწე, რუსთველოლოგი - 130 წლის იუბილე; 10.მედეა ჯაფარიძე დაბადებიდან 100 წლის იუბილე „მზე შემოდგომისა“; 11. რევაზ ჯაფარიძის 100 წლის იუბილე; 12.მხატვარ ელგუჯა ამაშუკელი 95 წლის იუბილე; 13. ზურაბ ტატაძიძის - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი - 95 წლის იუბილე; 14. ექიმ სევერიან ჭოღოშვილის და 145 წლის იუბილე; 15.პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის 65 წლის იუბილე; 16.მხატვარ სოსო წერეთლის 65 წლის იუბილე -„ჯინსების თაობა“; 17.საშობაო-საახალწლო ღონისძიება; 18.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ფოტო გამოფენა; 19.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამსახველი ცნობარის გამოცემა (ფერადი) და სხვა.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება, ჭეშმარიტად ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირების პროცესის განვითარება, ამ პროცესის გააქტივებაში თავისი ადგილისა და როლის ზუსტად განსაზღვრა-გამოყენებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირება. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, პატივისცემა და განვითარება, შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაციის ამაღლება.
შედეგი 1: წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდა.
შედეგი 2: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაცია ტურისტული თვალსაზრისით, ვიზიტორემის მოზიდვა.სარგებლე ბენეფიციართა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ობიექტების მშენებლობა რებილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
264,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მშენებლობა და ინფრასტრუტურის მოწესრიგება. ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება: მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებული კულტურული ობიექტების (მუზეუმები, კულტურის სახლები და სხვა) რგპფ -ის თანადაფინანსება; მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებული კულტურული ობიექტების (მუზეუმები, კულტურის სახლები და სხვა) რეაბილიტაცია;
რგპფ -,,ჯრუჭის" მონასტრის გუმბათისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ისტორიულ-კულტურული ძეგლები წარმოადგენენ საჩხერის მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათს, შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გარკვეულ სარგებელს, როგორც დასაქმების ასევე ჩამოსული მნახველისა და ტურისტული ნაკადის მომსახურების კუთხით.
შედეგი 1: რეაბილიტირებული კულტურული ობიექტები და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 01
225,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის ბიბლიოთეკა
ქვეროგრამის აღწერა
რადგან საქართველოში სულ უფრო ვითარდება ტექნოლოგიები და იზრდება ციფრული მომსახურება, წიგნიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. იგი აგრეთვე ზრდის დასაქმებისა და უმაღლესი განათლების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მოდერნიზაციის, განათლებისა და ეკონომიკური ზრდის უფრო დიდ პერსპექტივებს. ბიბლიოთეკას, როგორც საკითხავი მასალების უაღრესად ხელმისაწვდომ წყაროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცენტრს, აქვს უდიდესი შესაძლებლობა ხელი შეუწყოს წიგნიერების განვითარებას, როგორც საქალაქო ასევე სასოფლო თემებში. ფართო საზოგადოებისათვის მრავალფეროვანი ინფორმაციის უსასყიდლო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, დემოკრატიული კულტურის განვითარებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. დაგეგმილია, რომ ბიბლიოთეკა გახდეს ერთ-ერთი ინიციატორი, მამოძრავებელი ძალა და სანდო პარტნიორი ისეთი პროგრამებისა და მიზნების განხორციელებისათვის როგორიცაა:
განათლების ინფორმაციული საშუალებების განვითარება.
საინფორმაციო სისტემების განვითარება.
დემოკრატიის განვითარება, სოციალური ჩართულობა.
მემკვიდრეობის დაცვა, არქივების შექმნა.
ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარება და მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლება.
ახალგაზრდობისა და საბავშვო პროგრამები.
ინოვაციური საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება.
გარდა ამისა მომხმარებელთა პატივისცემა და ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასათვის, განუხრელად ასაკის, რასის, სქესის, რელიგიის, ეროვნების, ენის და სოციალური სტატუსისა, საქართველოს კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება. პასუხისმგებლობა დემოკრატიის ხელშეწყობაზე, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის მშენებლობაზე ვალდებულებების აღება. უფასო ცოდნის, განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ყველა წევრისათვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადგილობრივი ისტორიისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობით ეროვნული თვითმყოფადობის განვითარება. ბიბლიოთეკარების მოტივაციის კვალიფიკაციის ამაღლება იმისათვის, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოებისათვის სანდო და კვალიფიციურ მრჩევლებად. უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ახალი ციფრული საშუალებების და ელექტრონული სერვისების გავრცელება სასოფლო ბიბლიოთეკა-განყოფილებებში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობასთან. ეწყობა სხვადასხვა სახის მასობრივი ღონისძიებები. ბიბლიოთეკაში შექმნილია ისეთი ფიზიკური და ვირტუალური საჯარო სივრცე, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და მისაღები საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებობს გაზეთ ,,მოდინახეს’’ რედაქცია. გაზეთი იბეჭდება ყოველთვიურად. სწორედ ამ ქვეპროგრამის განხორციელებას ემსახურება რაიონში არსებული ერთი მთავარი და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა-განყოფილება 144000 ეგზამპლარი წიგნადი ფონდითა და ელექტრონული ტექნოლოგიებით.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეროგრამის მიზანი: მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, ინფორმაციის სწრაფი მიწოდება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
შედეგი1: : წიგნადი ფონდის რაოდენობის ზრდა
შედეგი2: წიგნის გაცემის ზრდა
შედეგი3: მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერის კულტურის ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 02
388.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრი
ქვეროგრამის აღწერა
კულტურის ცენტრი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით:
. ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სტუდიები და ანსამბლები.
. პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი.
. მამია ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდია,სადაც ფუნქციონირებს ფორტეპიონოს და ვიოლინოს კლასები,გიტარის შემსწავლელთა წრე,ვაჟთა სიმ-ღერის ანსამბლი ,,განთიადი“,ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი.სტუდიებსა და ანსამბლებში გაერთიანებულია 300-მდე ბავშვი,მათ შორის 175 გოგონაა და 125 ვაჟი.
. სალოტბარო სკოლა
. კულტურის ცენტრი მუშაობს თვითშემოქმედებითი ნიმუშების მოძიებისა და პოპულარიზაციის,აგრეთვე რეწვის ოსტატებისა და თვითნასწავლი მხატვრების აღმოჩენისა და მათთვის ხელის შეწყობის კუთხით.ასევე ხდება ხალხური პოეზიის,ხალხური სიმღერისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატთა მოძიება და მათი ჩართვა ფოლკლორულ ფესტივალებსა და სახალხო ზეიმებში.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ეროვნული კულტურული ღირებულებების შენარჩუნება და პოპულარიზაცია: მომავალ თაობებში ეროვნული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურულ პროცესებში ადგილობრივი საზოგადოების აქტურად ჩართვა და მისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება, ცენტრის მიერ შექმნილი კულტურული ღირებულებების გატანა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარზზე. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის მაღალ სულიერ და ზნეობრივ პრინციპებზე აღზრდის ხელშეწყობა.
შედეგი1: გაიზრდება კულტურულ ღონისძიებებზე დამსწრე მოსახლეობის რაოდენობა. შედეგი2: გაიზრდება სტუდიებსა და ანსამბლებში ჩართული ბავშვთა რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარეკის კულტურულ– საგანმანათლებლო ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 03
36,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სარეკის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი
ქვეროგრამის აღწერა
კულტურის ცენტრში იგეგმება სხვადასხვა წრეების დამატება, დაინტერესება სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, რაც გამოიწვევს მოსწავლე–ახალგაზრდობის დაინტერესებას და გაზრდის მოსწავლეთა რაოდენობას. სარეკის კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა წრეები და სტუდიები: ქორეოგრაფიული სტუდია, მუსიკალური სტუდია, ინგლისურის წრე, მხატვრული წრე, წრეებში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 25 მათ შორის 13 გოგოა 12 ბიჭი. სარეკის კულტურის სახლი აქტიურად თანამშრომლობს სარეკის საჯარო სკოლასა და სასოფლო ბიბლიოთეკასთან
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: სარეკის თემის მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსწავლე–ახალგაზრდობის სპორტულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა, აქტიური მონაწილეობა ფესტივლებსა და კონკურსებში. შემოქმედებითი ჯგუფების ხელშეწყობა.
შედეგი1: კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და წრეებში ჩართული მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 04
118,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,პროფესორ ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი"
ქვეროგრამის აღწერა
,,მუზეუმებისა“ და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საკანონმდებლო და საინსტრუქციო მოთხოვნების შესატყვისი ურთიერთობების რეგულირება.სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, კრიზისული სიტუაციების მართვა და ტურისტების მოზიდვა.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: სამუზეუმო პოლიტიკის გატარება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება და ჩართულობა სამუზეუმო მუშაობაში. მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
შედეგი 1: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვადასხვა ობიექტების დაცვა.
შედეგი 2: სამეცნიერო-სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და საინფორმაციო ლიტერატურის შექმნა და გავრცელება.
შედეგი 3: ეთნოკულტურის პოპულარიზაცია.
შედეგი 4: სამუზეუმო ფონდის შევსება.
შედეგი 5: ტურისტულ-საექსკურსიო ჯგუფების მოზიდვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 05
29,7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ს.ს.ი.პ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
ქვეროგრამის აღწერა
მუზეუმი თავის საქმიანობაში უდიდეს ყურადღებას უთმობს დამთვალიერებელთა სხვადასხვა კატეგორიასთან შეხვედრასა და მათ სათანადო მომსახურებას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმში მნახველებს საშუალება აქვთ გაეცნონ პოეტის მემორიალურ ნივთებს, სოფელ სავანეში ძიძისეულ ქოხს, იქ განთავსებულ აკაკის დროინდელ შუა ცეცხლის ჯერას, სპილენძის ჭურჭელსა და სხვადასხვა ნივთებს , ხის საძინებელ ტახტს, სადაც მთელი ოჯახის ჯალაბობა თავსდებოდა, სოფელ სხვიტორში საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ მგოსნის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ განახლებულ გამოფენას, ხოლო როსტომისეულ სასახლეში აკაკის ოთახს, სადაც დაიბადა და გარდაიცვალა მგოსანი, დამხმარე მეურნეობას ბეღლებით, მარანით, სახაბაზოთი, სასიმინდით და თავადთათვის დამახასიათებელ ყოფისა და ცხოვრების ამსახველი მომენტებით.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: თავისი მაღალპროფესიული საქმიანობით მუზეუმი აღწევს მთავარ მიზანს, რაც ითვალისწინებს მგოსნის ცხოვრების და შემოქმედების პოპულარიზაციას.
შედეგი1: სამუზეუმო საქმიანობის მენეჯმენტის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, ვიზიტორთა მოზიდვა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 06
44,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი
ქვეროგრამის აღწერა
მუზეუმში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 445 ექსპონატი. მუზეუმი წლის განმავლობაში ემსახურება 320 ვიზიტორს. მუზეუმის ინიციატივით იგეგმება შემდეგი ღონისძიებების ჩატარება:
კონსტანტინე წერეთლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
სოსო წერეთლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
„ღამე მუზეუმში“; 18 ნოემბერს „თვითმფრინავის ბიჭების“ გახსენება;
საირხის წმინდა ნინოს მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურული საღამო. ტრაგედიის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო;
მუზეუმი განსაკუთრებით იტვირთება სასწავლო წლის დამთავრების პერიოდში ექსკურსიებით და ჩამოსული სტუმრებით.
მუზეუმი წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, სოსო წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ფართო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დაინტერესება.
შედეგი1: მუზეუმში ვიზიტორების მოზიდვა და რაოდენობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამუსიკო სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 07
245.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლა
ქვეროგრამის აღწერა
სამუსიკო სკოლაში მუსიკალურ განათლებას ღებულობს 270 მოსწავლე, (ვაჟი 60, გოგონა 210), მათ შორის საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობს 185 მოსწავლე, სავიოლინო განყოფილებაზე 8 მოსწავლე, ხალხურ საკრავებზე 25 მოსწავლე, საესტრადო განყოფილებაზე 22 მოსწავლე, ფოლკლორულ ანსამბლში ირიცხება 30 მოსწავლე.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: კლასიკური და ხალხური მუსიკის პოპულარიზაცია, პროპაგანდა, მოზარდი თაობის ინტელექტუალურ მსმენელად ჩამოყალიბება, მოსწავლეთა საშემსრულებლო ხელოვნების დახვეწა, განსაკუთრებული მუსაკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, სიმღერის, ფოლკლორის და სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლა.
შედეგი 1: გაიზარდოს მუსიკის შესწავლის მსურველთა რაოდენობა.
შედეგი 2: საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსებსა და ფესტივალებზე საპრიზო ადგილების გაზრდა.
შედეგი 3: ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამხატვრო სკოლა
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 08
62,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ სოსო წერეთლის სახელობის საჩხერის სამხატვრო სკოლა
ქვეროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა მოიცავს საჩხერის მუნიციპალიტეტში მოქმედი დაწყებითი სამხატვრო განათლების ერთი სკოლის დაფინანსებას, სადაც საბაზისო სამხატვრო განათლებას იღებს 183 ბავშვი. აქედან 102 მოსწავლე გოგონაა და 81 ბიჭი.
ქვეპროგრამის ამოცანას წარმოადგენს: -სასწავლო ვადის ფარგლებში, რომელიც შეადგენს 6 წელს შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები ინდივინდუალური შემოქმედების განვითარებისთვის, იზრუნოს მათი ესთეთიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ასწავლოს სხვადასხვა სამხატვრო მასალების ,, ზეთი, აკრილი, გუაში, აკვარელი, ფანქარი, პასტელი, ტუში“ გამოყენებით, მრავალფეროვანი ნახატების შექმნა, მოსწავლეებმა შეძლონ ხელოვნების უიშვიათეს ნიმუშებში ამ მასალების ამოცნობა. - ხელოვნების ნიმუშებში ნახატის კონცეფციის ამოცნობა და მათი დაკავშირება მხატვრის ჩანაფიქრთან. გამოყენებითი ხელოვნების თავისებურებების დაუფლება, ქართული და მსოფლიო ხელოვნების შედევრების გაცნობა, ფერწერისა და გრაფიკის საფუძვლების შესწავლა, სივრცითი პერსპექტივის გამოყენებით ნახატის აგება, პორტრეტში გადმოცემული შინაგანი სულიერებისა და ხასიათის შემეცნება, ავტოპორტრეტის დახატვა, ფიგურების გამოყენებით კომპოზიციების შექმნა. ქანდაკებების, ბიუსტების, ბარელიეფების დახატვით ვიზუალური მეხსიერების გამომუშავება. პლასტიკური ანატომიის საფუძვლების შესწავლა, საქართველოს კულტურული და მატერიალური ძეგლების თავისებურებების გამოვლინება სხვადასხვა კუთხეების მაგალითებზე, ეთნიკურ უმცირესობათა ხელოვნების ნიმუშების გაცნობა. სამუშაო პროცესი მოიცავს: მოსწავლეთა რეგულარულ დასწრებას გაკვეთილებზე, ჯგუფების მიხედვით შესაბამისი დავალებების მიცემას და შემეცნებას, ინდივიდუალური სამხატვრო ჩვევების გამომუშავებას, კომპოზიციების დამოუკიდებლად შედგენას, ფერების შეხამების შესწავლას, საღებავების შერევით სხვადასხვა ფერების მიღებას. აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: წლების მანძილზე გეგმაზომიერად და მართებულად წარმართულმა სწავლის პროცესმა თავისი შედეგი უკვე გამოიღო. 2013 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოს ბავშვთა ნახატების საერთაშორისოკონკურსებში. გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები: ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, საპატიო დიპლომები და სერთიფიკატები.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი:
ხატვის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ ყოველწლიურ კონკურსებში სკოლის ნორჩ მხატვართა წარდგინება, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, ბავშვებში ხელოვნებისადმი პროფესიული დამოკიდებულების განვითარება და უმაღლესი განათლების მიღებისათვის საფუძვლების ჩაყრა. საგაზაფხულო ნდა საშემოდგომო პლენერების გამართვა, საქართველოს ისტორიული ძეგლების მონახულების და დახატვის მიზნით შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობა.
შედეგი1: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხატვის პოპულიზაცია და მოსწავლეთა კონტიგენტის მნიშვნელოვანი გაზრდა გონივრულ რაოდენობამდე, მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.
შედეგი2: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვთა ნახატების კონკურსებში (ჩეხეთი, ბულგარეთი, აშშ, იაპონია და ა.შ) ყოველწლიურად მონაწილეობის მიღება და ნორჩ მხატვართა საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა, საპრიზო ადგილების აღება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
არგვეთის კულტურის სახლი
დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03 09
75,4
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ მედეა ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლი
ქვეროგრამის აღწერა
კულტურის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის წრეები და სტუდიები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „ მუხრანელები“, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდია, ფოლკლორული ანსამბლი „არგვეთი“, ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ციცინათელა, ბავშვთა ქართული სიმღერების შემსწავლელი წრე „აისი“, ქართულ ხალხური ისტრუმენტებზე დაკვრის (ფანდური, ჩონგური, ბას ფანდური) შემსწავლელი წრე, წრეებში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 160, მათ შორის 95 ქალი, 65 კაცი.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: შემოქმედებითი პროცესებისა და ფოლკლორული ჯგუფების ხელშეწყობა; მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნება, ლიტერატურული წარმოდგენების გამართვა; ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივება.
შედეგი 1: კულტურულ შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა და ხელშეწყობა კულტურისა და სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
05 03
82,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ტურიზმისა და ახალგაზდულ ღონისძიებათა პროგრამის განხორციელების ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტში ტურიზმის, ასევე, ახალგაზრდული სერვისების განვითარების პროცესში ახალგაზდების მეტი ჩართულობის მიზნით 2023 წელს დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები , რომლებივ მორგებულია საჩხერელი ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებზე, ასევე ემსახურება მუნიციპალიტეტში მცხოვრები 29 წლამდე თითოეული მოქალაქის განვითარება -გააქტიურებას. ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა , ტურისტულად საინტერესოა ადგილების მარკირება, საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება.
დაგეგმილი ღონისძიებები:
საჩხერელი ბავშვებისა და ახლაგზრდებისათვის შობა - ახალი წლის მილოცვა
კონკურსი ყველაზე ინოვაციურ ახალგაზდულ პროექტზე, პროექტის მხარდაჭერა - დაფინანსება;
ახალგაზდებისთვის ტრენინგ - სემინარის მოწყობა;
დეკლამატორთა მუნიციპალური და რეგიონული კონკურსები -„საჩხერე -პოეტების სავანე“;
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშრებული საზეიმო ღონისძიება;
ფოტო -კონკურსი და გამოფენა ახალგაზდა მოყვარულ ფოტო ხელოვანთა მონაწილეობით;
ენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი „ქართული ხელნაწერი“;
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესტან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების გამართვა;
თანამედროვე ქართველ მწერალთან და რეჟისორთან შეხვედრა;
საბავშვო ზღაპრების ფესტივალი „წითელქუდა“
თეატრალური ფესტივალი „ელისაბედი“
ეროვნული მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა;
ტურისტული ფესტივალის გამართვა
ტურისტულად მნიშვნელოვანი ატრაქციის მანიშნებელი აბრების დამზადება და სხვა.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: ახალგაზრდული პრიორიტეტების გამოკვეთა, მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება,ზრუნვის გაძლიერება, მათი ინიციატივების წახალისება, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზეიმო კონცერტების, სპექტაკლების, სხვა გასართობი ღონისძიებებში ჩართვა, არაფორმალური განათლების დანერგვა, მწერლობასთან და წიგნთან ახალგაზრდების დაახლოება, კულტურისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარება ,თეატრალური, ქორეოგრაფიული და ვოკალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება. ტურიზმის განვითარება ადგილობრივ დონეზე, ღვინის ტურიზმის, საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობა, ტურისტულ ატრაქციებზე სტანდარტების შესაბამისი აბრების დამზადება.
შედეგი 1: წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობისა და ჩართულობის გაზრდა.
შედეგი 2: მუნიციპალიტეტში მოქმედი საოჯახო მარნებისა და სასტუმროების რაოდენობის გაზრდა, მანიშნებელი აბრის დამზადება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რელიგიის ხელშეწყობა
დაფინანსება
ათას ლარში
05 04
100,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია"
ქვეროგრამის აღწერა
ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის განვითარების ფონდი, აერთიანებს, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში არსებულ ეკლესია-მონასტრებს. სადაც, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში იმართება წირვა-ლოცვა. ეპარქიაში არსებობს საეკლესიო სამსახურისთვის შექმნილი სკოლა, სადაც ისწავლება გალობა და მედავითნეობა. ამ ფონდის შემწეობით იმართება სხვადასხვა ქრისტიანული ღონისძიბები. ასევე იგეგმება წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის მიმდებარედ დამხმარე სათავსების მოწყობა.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: საეკლესიო მსახურების ხელშეწყობას, ეპარქიის სახელით, საეკლესიო ღონისძიებების ჩატარება.
შედეგი 1: ქრისტიანული სარწმუნოების გაზრდა მოსახლეობაშ