დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1452,4 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2023 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

1,452.4

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

1,189.8

03 02

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

247.6

03 03

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

15.0

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

დაფინანსება
ათას ლარში

03 01

1189,8

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეროგრამის აღწერა

საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით ა(ა)იპ ,,ზურმუხტს''  მუნიციპალიტეტიდან გადაეცა ნაგავშემკრები კონტეინერები და 5 ერთეული ნაგავმზიდი სპეცმანქანა.   პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"   ახორციელებს  ყოველდღიურად (გარდა კვირისა)   105 000 კვ/მ.  საჩხერის მუნიციპალიტეტის ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებას. აქედან: თავისუფლების ქუჩის, ავტოსადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის  15 000 კვ/მ-ის  დასუფთავება ხორციელდება ყოველდღიურად (დღეში ორჯერ). ქალაქის ყველა მოასფალტებული ქუჩის, ტროტუარის, ჩიხის, სანიაღვრე არხის დასუფთავება საჭიროებისამებრ 50 000 კვ/მ.,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის  საავტომობილო გზის საჩხერის მონაკვეთზე ნარჩენების შეგროვება საჭიროებისამებრ საშუალოდ 15 000 კვ/მ.,ზამთრის სეზონზე საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ტროტუარების თოვლის საფარისაგან გაწმენდა საშუალოდ 150 000 კვ/მ, ასევე ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“ ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანას, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურება 5 ერთეული ნაგავმზიდი სპევ/ავტომანქანა. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: სარეკის, ბაჯითის, ქვემოხევის, მოხვის, ცხომარეთის,უზუნთის, გაღმა მთის, ქორეთის, პასიეთის, სხვიტორის, კვერეთის, გორისის, გამოღმა არგვეთის, ივანწმინდის, მერჯევის, არგვეთის, სავანის, იცქისის, მახათაურის, შალაურის, ბახიოთის, იტავაზის, დურევის, ცხამის, ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, დუნთის, ჭორვილის, საირხის, კალვათის, მოძვის ჯალაურთის, ჭალის, პერევის, ღონის, სპეთის, ჭურნალის, იფხორის, კორბოულის, შომახეთის, ნიგვზარის, ხვანის, ჭალოვანის, ლიჩის, ღოდორის საუბნო გზების პირზე  დაგროვილი და სპეციალურ ბუნკერებში შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა არანაკლებ კვირაში ორჯერ. ქ. საჩხერის ცენტრალურ ქუჩებზე: ივ. გომართლის ქუჩა-აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, მ. კოსტავას ქუჩა-რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო და საცალფეხო ხიდების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად დღეში სამჯერ. ნაგვის ბუნკერები იდგება უბნებში ქალების, მამაკაცების, ხანდაზმულების, შშმ პირების მოთხოვნათა შესაბამისად. გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის საჩხერის მონაკვეთზე შეგროვებული და ნაგვის ბუნკერებში დაგროვებული ნაგვის გატანა კვირაში ორჯერ. სანიაღვრე არხებიდან ამოღებული ნარჩენების გატანა საჭიროებისამებრ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულია 596 ნაგავშემკრები ურნა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად ნაგავსაყრელზე გადის 300-350 კუბური მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი , სპეცავტომანქანებს უტარდებათ გამორეცხვა-დეზინფექცია ყოველდღიურად და ნაგავშემკრებ ურნებს კვირაში ერთხელ. აღნიშნულ საქმიანობას  ემსახურება 77 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალი (სპეციალისტები, მეეზოვეები, მძღოლები, მტვირთავები).

-მეორადი თვითმცლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენა.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

საჩხერის მუნიციპალიტეტის  დასუფთავებული ქუჩები, გაზონები, ტროტუარები, სკვერები. შექმნილი სუფთა გარემო. სამსახურის შეუფერხებელი საქმიაობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება

დაფინანსება
ათას ლარში

03 02

247.6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეროგრამის აღწერა

საჩხერის მუნიციპალიტეტში გამწვანების  ღონისძიების  განხორციელება  მნიშველოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.  პროგრამით ხორციელდება: სკვერების, გაზონების, ბაღების (დასვენების პარკების) მოვლა-პატრონობა, სატრანსპორტო მაგისტრალური გზის პირების მწვანე საფარის გაკრეჭვა-გადაბელვა, მწვანე ნარგავების განაშენიანება და მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიებზე ხეების გადაბელვა, გამხმარ და ნახევრად გამხმარ ხეებზე  საჭიროების შესაბამისი ღონისძიებების გატარება.  აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“-ს მიერ თანამედროვე  ტექნიკით (1 ერთეული - ბენზო საკრეჭი  მანქანა, 4 ერთეული - ბენზო ცელი, 2 ერთეული - ბენზო ხერხი), ტარდება საგაზაფხულო მიწის სამუშაოები (საჭირო სამეურნეო იარაღებით), ინტენსიურად ტარდება მწვანე საფარისა და ნარგავების მორწყვა (მწვანე საფარის შენარჩუნება)  , საჭირო შხამ-ქიმიკატებით დამუშავება 2 ერთეული შესაფრქვევი აპარატით.  ხორციელდება: ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. კერძოდ: სკვერებისა და ხიდების მოაჯირების შეღებვა.  საჭიროებისამებრ ხორციელდება სანიაღვრე არხების გაწმენდა,  განყოფილებაში დასაქმებულია 16  სპეციალისტი, განყოფილებაზე მიმაგრებულია სპეც. ტექნიკა - ბორბლებიანი ექსკავატორი.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დარგული და მოვლილი ნარგავები, გამწვანებული სკვერები, მოსახლეობისთვის შექმნილი დასასვენებელი გარემო.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

03 03

15,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"

ქვეროგრამის აღწერა

შესაბამის ლიცენზირებულ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ხორციელდება უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ჰუმანური/უმტკივნეულო მეთოდით ლასოთი/ბადით, დეჰელმენტიზაცია (დამუშავება ჭიებზე, პარაზიტებზე), სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ცხოველისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით), თითოეული მონაცემის ასახვა სარეგისტრაციო შესაბამის ბლანკში და ყველა სხვა პროცედურის შესრულება, რაც საჭიროა ამ სფეროში არსებული ნორმებითა და დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკით. გაყვანილი ძაღლები ბრუნდებიან უკან ბუნებრივ არეალში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

უსახლკარო ცხოველთა იზოლირება ქუჩებისა და სკვერებისაგან, მოსახლეობის დაცვა უპატრონო ცხოველთა მხრიდან მოსალოდნელი აგრესიული ქმედებებისაგან. მოვლილი უსახლკარო ცხოველები და დაცული მოსახლეობ