განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5551,8 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული
კოდი

დასახელება

2023 წლის გეგმა

04 00

განათლება

5,551.8

04 01

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება

3,505.6

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

1,307.3

04 03

განათლების დაწესებულების ხელშეწყობა

276.7

04 04

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია

462.2

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება
ათას ლარში

04 01

3505,6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ საჩხერის გაერთიანებული საბავშო ბაღი

ქვეროგრამის აღწერა

სააღმზრდელო ჯგუფებში ბავშვები -გოგოები და ბიჭები განაწილებული არიან  ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად, საგანმანათლებლო გარემო აღჭურვილია განვითარებისთვის აუცილებელი მასალით და ინვენტარით. საბავშვო ბაღების ტერიტორია უსაფრთხოა აღსაზრდელებისთვის და თანამშრომლებისათვის, ეზო და შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, პერსონალი ფლობს საჭირო უნარ-ჩვევებს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და ცენტრალური გათბობით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება არის ის უმთავრესი მიზანი, რასაც საჩხერის მუნიციპალიტეტში 23 საბავშო ბაღის ათეულობით თანამშრომელი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი სკოლამდელი აღზრდა-განათლების შესახებ და შესაბამისი სტანდარტები სრულყოფილად ძალაში არ არის შესული, ქვეპროგრამის რესურსი შესაძლებლობას იძლევა, რომ 2022 წლიდან სრულად მოხდეს მისი მოთხოვნების განხორციელება. დღეისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 1410 აღსაზრდელს ემსახურება 69 აღმზრდელი და ამდენივე აღმზრდელის თანაშემწე.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

სერტიფიცირებული პერსონალი (აღმზრდელები, ფსიქოლოგები, ლოგოპედები), რომლებიც ახორციელებენ საბავშვო ბაღებში სახელმწიფოს მიერ კანონით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას, ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვა, ბავშვებისათვის უსაფრთხო და განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა. უფრო მეტი ბავშვის ჩართვა სკოლამდელი განათლების სისტემაში, მშობლებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის დანერგვა. ყველა ბაღის აღჭურვა ცენტრალური გათბობით, ეზოების კეთილმოწყობა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 02

1307,3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური

ქვეროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანას.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

დროულად მოსწავლეების გადაადგილება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

განათლების დაწესებულების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 03

276,7

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი

ქვეროგრამის აღწერა

საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: საგნობრივი, მხატვრულ-შემოქმედებითი, სპორტული, ესტეთიკური ციკლის წრეები, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლი "საწერეთლო", ბავშვთა საესტრადო წრეები, საბავშვო თეატრი "თე-არტი", თოჯინების თეატრი  "კოკროჭინა", ფოლკლორის  მუნიციპალური კლუბი "თავთუხები",  ბიოლოგიის მუნიციპალური კავშირი და ჭადრაკის მუნიციპალური კლუბი, ასევე ფუნქციონირებს საბალეტო სტუდია. საგნობრივ წრეებში, კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებულია დაახლოებით 350-მდე მოსწავლე. აქედან გოგონების რაოდენობა შეადგენს 250, ხოლო ბიჭების რაოდენობა 100.

- ქართული ლიგის ფესტივალში საჩხერის გუნდი ,,რავარია”-ს მონაწილეობა. მოხდება ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 4 -ხარისხიანი განათლება

გენდერული

დიახ

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის მიზანი:  მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია. ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. თეატრალური სფეროსადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდა, სპორტში მოსწავლეთა ჩართულობა.

შედეგი 1: შესაბამისი პროფილის მიხედვით მიღებული ხარისხიანი არაფორმალური განათლება.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია

დაფინანსება
ათას ლარში

04 04

462,2

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური

ქვეროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ 23 ერთეულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჭიროების მიხედვით მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ასევე ეზოების კეთილმოწყობა, გასართობი ინფრატსრუქტურის მონტაჟი და შენობების შესაბამისი საჭირო საგნებით აღჭურვა. პროგრამით იგეგმება: ქ. საჩხერეში საბავშვო ბაღების ეზოებში კეთილმოწყობის სამუშაოები;  საჩხერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში და მათ ტერიტორიაზე (ეზოები) სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები.

- N2 ბაღში ბილიკებისა და სათამაშო მოედნის მოწყობისათვის  სამუშაოები; N3 ბაღში ფანჩატურის მოწყობის სამუშაოები; N3  ბაღში ბილიკებისა და სათამაშო მოედნის მოწყობა.

ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი  შედეგი

პროგრამის მიზანი: კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

შედეგი 1: შექმნილი კომფორტული და უსაფრთხო გარემო სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებისათვი