მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1693,3 ათასი ლარი. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2023 წლის გეგმა
06 00
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,693.3
06 01
ჯანდაცვის პროგრამები
177.2
06 02
სოციალური პროგრამები
1,478.8
06 02 01
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
615.0
06 02 02
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა
62.5
06 02 02 01
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა
35.0
06 02 02 02
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება
27.5
06 02 03
ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
20.0
06 02 04
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
443.2
06 02 05
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
40.0
02 06 06
უფასო სასადილოს დაფინანსება
68.0
02 06 07
სარიტუალო ხარჯები
5.0
02 06 09
საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება
30.1
02 06 10
სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
180.0
06 02 11
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
15.0
06 03
ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია
7.3
06 04
ინტეგრირებული დღის ცენტრი
30.0
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის პროგრამები
დაფინანსება
ათას ლარში
06 01
177,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ქვეროგრამის აღწერა
ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა: (იმუნიზაცია, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მართვა,პარაზიტოლოგიური დაავადებები,ანტირაბიული - ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები.C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, COVID-19 –ის პანდემია და მისი მართვა.)პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის ღონისძიებების გატარება ,დელეგირებული საზოგადოებრივი ჯან.დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულება. საზოგადოებრივი ჯან.დაცვის ინტეგრირებული პროგრამა ითვალისწინებს გადამდებ დაავადებათა გავრცელების პრევენციას,(ესენია: ,,C” ჰეპატიტი ,შიდსი, ტუბერკულოზი,) აღნიშნული პროგრამა მრავალწლიანია , გამოკვლევები და მკურნალობა უფასოა ყველა მოქალაქისათვის. 2025 წლის წინასწარი პროგნოზით ინტეგრირებული კვლევა ჩაუტარდება მოსახლეობის 95%- ს. ყველა ვირუს დადასტურებულ პირის ბიოლოგიური მასალა (პლაზმა) გაიგზავნება კონფირმაციული (დამატებით) კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში. დაინფიცირებულ პირს ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. ჯან.დაცვის პროგრამებში მუშაობა სისტემატიურად აისახება ლოჯისტიკის ელ. მოდულში. ჩატარდება პარაზიტულ დაავადებათა გადამტანი მწერების ( კოღო, ტკიპები, მოსკიტები)საწინააღმდეგო ღონისძიებები, ჩატარდება საბონიფიკაციო სამუშაოები( ჭაობების და წყალსატევების გაწმენდა, თევზი გამბუზიის გავრცელება), სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება დაეთმობა სანიტარულ - ჰიგიენური წესების დაცვას.( ხელსაბანები , გამდინარე ცივი და თბილი წყალი, კანალიზაცის, დეზინფექცია).
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: აცრებით მოცული იყოს 0-14 წლის ბავშვთა აბსულუტური უმრავლესობა 98%; ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში( სკოლები, ბაღები) ჰიგიენის ნორმების დაცვა, წყალმომარაგებით და კანალიზაციით უზრუნველყოფა-140; ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში( სკოლები, ბაღები) ჰიგიენის ნორმებით დაცვა, წყალმომარაგებით და კანალიზაციით უზრუნველყოფა-900; ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის შეუფერხებელი მიწოდება ამცრელ დაწესებულებაზე. შეტყობინების მიღებიდან მყისიერი რეაგირება, უკუკავშირი ვეტ სამსახურთან.(ცხოველებზე ვეტ .კონტროლი)-600; რაიონის მოსახლეობის 95% გამოკვლეული იყოს C ჰეპატიტის და შიდსის ვირუსზე; (ტემპერატურა, ხველა)პაციენტი, მოხდეს პოზიტივების დროული იზოლაცია, კონტაქტების მოძიება. პირველ წყაროს დადგენა. სტრატეგიული მიზანია პანდემიის დასრულება მსოფლიოში და ჩვენ სამშობლოში. საგანმანათლებო შინაარსის შეხვედრები მოსახლეობასთან კოვიდ საწინააღმდეგო სახელმწიფო რეგულაციების შესახებ, კოვიდ ვაქცინაცია როგორც ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
შედეგი 1: იმუნიზაცია, აცრებით მოცვა;
შედეგი 2: ინფექციურ დაავ.მართვა.(დიარეა, შიგელა,სალმონელა);
შედეგი 3: ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები)
შედეგი 4: C ჰეპატიტის ელიმინაციის სახ.პროგრამა;
შედეგი 5: COVID -19 პანდემია და მისი მართვა;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
615,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლიდან გათვალისწინებულია დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ მოქალაქეებზე, რომელნიც საჭიროებენ დახმარებას, კერძოდ: ა)მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროებათ გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემათ 2000(ორი ათასი) ლარამდე ერთჯერადად, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შასაძელებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. თანხა ირიცხება შესაბამისი დაწესებულებიდან მომსახურეობის საბუთის წარმოდგენის შემდგომ ამავე დაწესებულების ანგარიშზე. ბ)მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის კვლევა 500 (ხუთას) ლარამდე, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შასაძელებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქესარაუმეტეს 1000 (ათას) ლარამდე ოდენობით; თანხა ირიცხება შესაბამისი დაწესებულებიდან მომსახურეობის საბუთის წარმოდგენის შემდგომ ამავე დაწესებულების ანგარიშზე. გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს (გარდა იმ პირისა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000), რომელიც მოიხმარს ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 აგვისტოს №01-177/ო ბრძანებით განსაზღვრულ მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად მედიკამენტების ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს,რომელიც მოიხმარს ზემოაღნიშნული მედიკამენტების გარდა სხვა მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე თანხის ოდენობით. დ) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თანხა ირიცხება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე. ე)ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეები"არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: გადახდისუუნარო მოქალაქის მაქსიმალური მხარდაჭერა ჯანდაცვის სერვისზე წვდომის კუთხით და გრძელვადიან პერსპექტივაში გადახდისუნარიანი მოქალაქის მიღება, რათა მან თვითონ შეძლოს აღნიშნული სერვისით სარგებლობა.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ოჯახის თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 01
35,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 -შემცირებული უთანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, წვდომა საზოგადოებრივ სერვისებზე და მათთვის ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობა.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის ხარჯების სუბსიდირება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 02
27,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალი
ქვეროგრამის აღწერა
ბენეფიციარების ტრიგერების შეფასება, ქცევის მართვის პროგრამის დაგეგმვა, განხორციელება, ზედამხედველობა. ბენეფიციართა რეაბილიტაცია/აბილიტაცია. ბენეფიციართა ფსიქოლოგიური შეფასებები, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური ინტეგრაცია. სენსორული უნარების განვითარება, ფუნქციური უნარების განვითარება, ასევე მეტყველების, ფიზიკური და აკადემიური უნარების განვითარება. დღის ცენტრში ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებული, ერთ-ერთი ასეთი საქმიანობა არის სენსორული სათამაშოების დამზადება პედაგოგის დახმარებით, რაც ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა შეგრძნების და აღქმის განვითარებას.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: შშმ პირთა სოციალური ინკლუზიის და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელსეწყობა. 6-14წლამდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა; 14-18 წლამდე წინარე პროფესიული მომზადება (მაგ: საშედეგი 1: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებში სუციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
შედეგი 2: ბენეფიციარების უმრავლესობის დღის ცენტრის პარალელურად საჯარო სკოლაში სიარული.
შედეგი 3: 14-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების პროფესიულიუნარ-ჩვევების გაზრდა.მზარეულოს აქტივობა და სხვა).
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომისა და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03
20,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ომის მონაწილე ვეტერანთა მხარდაჭერა.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
443,2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით )მიეცემა დახმარება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით), 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 3.აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 700 (შვიდასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელ მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს – 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. 4.. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე ოდენობით. 6.ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მოწმდება საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 -სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ბენეფიციარების მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
40,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 -სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: აღნიშნული კატეგორიის მქონე პირთა მაქსიმალური მხარდაჭერა სანამ მოქალაქე არ გახდება სრულწლოვანი.
შედეგი 1: მარჩენალდაკარგული ოჯახების და მარტოხელა დედების/მამების დახმარება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უფასო სასადილოს დაფინანსება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
68,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარება და დღეში ერთხელ მიეცემათ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). დაგეგმილია უფასო სასადილოს შენობის რემონტი.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 2 -ნულოვანი შიმშილი
მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების მაქსიმალური მხარდაჭერა.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სარიტუალო ხარჯები
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
5,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. თანხის მიღებაზე და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ან/და მაჟორიტარი დეპუტატი.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების მაქსიმალური მხარდაჭერა.
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ოჯახის თანადგომა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საჩხერე-პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 09
30,1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,ზურმუხტი"
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის საჩხერე-პერევი, პერევი-საჩერის მიმართულებით ხორციელდება სოფელბის პერევის და ქარძმანის მცხოვრები მოქალაქეებისათვის უფასო ტრანსპორტით მომსახურება. პერევის მიმართულებით ემსახურება 2 მძღოლი ავტობუსი პაზ 4234-00 კვირაში 4 რეისი. სოფელ ქარძმანის მიმართულებით ემსახურება 1 მძღოლი მიკრო ავტობუსით კვირაში 3 რეისი.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის მოქალაქეებისათვის უფასო ტრანსპორტით მომსახურება.
შედეგი 1: წლის განმავლობაში შენარჩუნდება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის უფასოდ ტრანსპორტით მომსახურება;
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 10
180,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 6000 (ექვსი ათასი) ლარამდე ოდენობით;
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მაქსიმალური მხარდაჭერა საცხოვრისის აღსადგენად;
შედეგი 1: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საცხოვრებლით უზრუნველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 11
15,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისთვის. მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 -სიღარიბის აღმოფხვრა
მიზანი 5 -გენდერული თანასწორობა
გენდერული
დიახ
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: საცხოვრისის არ მქონე მოქალაქის მხარდაჭერა იმ მიზნით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროგრამითა და სხვა პროგრამის ჩართულობით შევუქმნათ საცხოვრებელი სივრცე.
შედეგი 1: თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა რეაბილიტაცია
დაფინანსება
ათას ლარში
06 03
7,3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
ქვეროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ცხამში ამბულატორიის შენობის შემოღობვითი სამუშაოები.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამის მიზანი: დაცული სამედიცინო ცენტრი
შედეგი 1 : კმაყოფილი მოსახლეობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ინტეგრირებული დღის ცენტრი
დაფინანსება
ათას ლარში
06 04
30,0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
ქვეროგრამის აღწერა
საქართველო რადიკალური და სწრაფი ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას, რადგან სპონტანურად და არათანმიმდევრულად განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების კუთხით. დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპროგრამო დოკუმენტებში გაცხადებული მიზნები, რომლებიც სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდებოდა, კვლავ მიუღწეველია. ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე გახშირებული სტიქიური უბედურებები თუ სხვადასხვა სახის დაავადებათა გავრცელების საფრთხე, რაც მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, დიდი რისკის წინაშე აყენებს. საქართველოში ამ მიმართულებითაც არაერთი რეფორმა განხორციელდა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სრულყოფილი და სტაბილური სისტემის შექმნა მოითხოვს გრძელვადიან განვითარებას. გასათვალისწინებელია, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე მდგომი მოსახლეობის დღის წესრიგი გულისხმობს მოქალაქეების საყოველთაო ჩართულობასა და უშუალოდ თემის წევრების აქტიურ მონაწილეობას განვითარების პროცესში.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას თითქმის ერთი საუკუნეა. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის sაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს:
კატასტროფების მართვა (რისკის შემცირება, მზადება და რეაგირება), რაც გულისხმობს თემის მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასებას, ცოდნის ამაღლებას კატასტროფების შესახებ თემში მათი შესაძლებლობების გაზრდისა და თემის ეფექტური მოქმედებისათვის საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს; რეაგირების გუნდების შექმნას (მათ შორის პირველი დახმარების და ფსიქოსოციალური დახმარების გუნდები), წვრთნას/სწავლებას, აღჭურვასა და ეკიპირებას; სიმულაციური ვარჯიშების მოწყობას და რეაგირების მექანიზმში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის გაუმჯობესებას; მუნიციპალიტეტების რეაგირებისა და ევაკუაციის გეგმების (მათ შორის საოჯახო გეგმის) შემუშავებაში/განახლებაში აქტიურ მონაწილეობას.
ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ითვალისწინებს მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტების მეშვეობით უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებსა (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა) და ექიმი-თერაპევტის, გინეკოლოგისა თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ქალაქებიდან მოშორებით მდებარე სოფლებსა და თემებში.
სოციალური მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის“ ბაზაზე არის შექმნილი სხვადასხვა საქმიანობათა ჯგუფები და ხორციელდება ბენეფიციართა, მათ შორის საომარი კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრების უნარ-ჩვევების განვითარება (თემატური ტრენინგები, სემინარები, სასწავლო სესიები და ა.შ.), სერვისების მიწოდება (ბინაზე ვიზიტები, შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება, რეცხვა და ა.შ.) და ადვოკატირება (სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, კონსულტაცია და ინფორმირება). ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ ღირსეულ გარემოში დაგეგმონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს მათი ყოფის შემსუბუქებას, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თაობათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი ინსტიტუტის პოპულარიზებასა და გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართვას სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პიროვნულ ზრდას (ტრენინგების/სემინარების/სასწავლო სესიების/პრაქტიკული სავარჯიშოების და ა.შ. საშუალებით) სხვადასხვა მიმართულებით, მათში ჰუმანიტარული ღირებულებების ჩამოყალიბებას, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათ მობილიზებას და აქტიურ მონაწილეობას მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, როგორც სასოფლო, ასევე საქალაქო თემებში. ახალგაზრდებს ეძლევათ არაფორმალური განათლების და სხვადასხვა ცხოვრებისული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალება, რაც ხელს უწყობს მათ თვითრეალიზებას და უშუალო მონაწილეობას თემის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გავნვითარებაში. ახალგაზრდებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება ჩაერთონ თანასწორთა განათლების პროცესში და დაეხმარონ თანატოლებს გახდენენ უფრო მოტივირებულები, აქტიურები და გაიუმჯობესონ მათთვის საჭირო შესაბამისი უნარ-ჩვევები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას აქვს როგორც თემებში მოწყვლადი ჯგუფების (სკოლამდელი ასაკის ბავშვები და მოზარდები, ხანდაზმულები, ასევე იძულებით გადაადგილებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და საომარი კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრები) წინაშე არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისა და რისკების შემცირების მრავალწლიანი გამოცდილება, ცოდნა და პოტენციალი. იგი ხელს უწყობს უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარებას საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე პარტნიორთა მობილიზებით და თთგ (თემის თანამონაწილეობით განვითარება) მიდგომის გამოყენებით, რომლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ყველა დაინტერესებულ მხარეს თემის საჭიროებებზე რეაგირების პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და თვით თემის წევრებს, რაც შემდგომში არის ამ პროცესის მდგრადობის წინაპირობა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და მისი ფილიალი საჩხერეში თავისი პრიორიტეტებიდან და განსაზღვრული მანდატიდან გამომდინარე ცდილობს წვლილი შეიტანოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რისთვისაც ის თავის რესურსსა და გამოცდილებას იყენებს მოსახლეობის კეთილდღეობისა და ღირსეული გარემოს შექმნისათვის. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საჩხერის ფილიალი მრავალი წელია აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით, კვალიფიციურ მოხალისეთა ქსელის საშუალებით აწვდის სხვადასხვა სახის სერვისებს დაუცველ ჯგუფებს და აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თვალსაჩინო და ხელშესახებია სარგებელი როგორც მიზნობრივი ჯგუფებისათვის, ასევე მთლიანად თემის წევრებისათვის. სასწავლო ტრენინგ მოდულებისა და კვალიფიციური ტრენერების არსებობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც თემის წევრების სწავლება, ასევე მოახდინოს სათანადო რეაგირება საჭიროებებზე და გამოწვევებზე დაყრდნობით. პროექტი საშუალებას მისცემს თემს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წითელი ჯვრის საზოგადოება გადასცემს თემის წევრებს თავის პარტნიორებთან ერთად. თემის წევრებს მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს უსაფრთხო და სტაბილური თემების ჩამოყალიბებაში, რომელსაც შესწევს უნარი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საჩხერის წითელი ჯვრის გუნდთან კოორდინირებაში მოახდინონ კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის რისკის შემცირება და გაუმკლავდნენ ადგილზე წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მათ შორის გაუმკლავდნენ ადგილზე წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის გამოწვევებს, მათ შორის covid-19-ით მიღებულ ზიანს. შეთავაზებული პროექტის განხორციელებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას და საჩხერის ფილიალს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კატასტროფებისადმი მოწყვლადი ჯგუფების, ახალგაზრდების, ხანდაზმულების და მთლიანად თემის ჯანმრთელობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შენარჩუნებაში, მათ გაძლიერებასა და მათივე პრობლემების ადვოკატირებაში. მობილიზებული პარტნიორები, თემის წევრები და სერვისების მიწოდებასა და განხორციელებაში გაწრთვნილი მოხალისეები კი არის შეთავაზებული პროექტის წარმატებით შესრულების გარანტი.
ქვეროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანი: უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით.
ჩამოყალიბებულია კარგად ფუნციონირებადი ინტერგრირებულ საქმიანობათა ცენტრი,რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ხანდაზმულთა ინტეგრაციასა და სოციალური იზოლაციის რღვევას და ფუნქციონირებს პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით. ახორციელებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და უნარ-ჩვევების განვითარებას; მათ ასევე რეგულარულად მიეწოდებათ ინფორმაცია თავიანთ უფლებებსა და შეღავათებზე. ჩამოყალიბებულია საქმიანობათა ჯგუფები, რომელთა მართვა ხორციელდება ჯგუფის ლიდერების მიერ. ტარდება რეგულარული ტრენინგები და წამახალისებელი ღონისძიებები მოხალისეთათვის. შერჩეული და გადამზადებული და აღჭურვილია მოხალისეთა მობილური ჯგუფი კატასტროფებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისათვის. კვალიფიციური მოხალისეები ახორციელებენ რეგულარულ ვიზიტებს ბინაზე უმწეო ხანდაზმულთათვის უსაფთხო გარემოსა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნების მიზნით.
შედეგი 1: ცენტრზე დაფუძნებული საქმიანობების განვითარება თემებში მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისათვის.
შედეგი 2. სასოფლო და საქალაქო თემის წევრების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება კატასტროფების მიმართ მოწყვლადობის შემცირებით, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაზრდით.
შედეგი 3: თემის მედეგობის გაძლიერება ყოველდღიურ უბედურ შემთხვევებთან, დაავადებებთან და ეპიდემიებთან, კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებთან უკეთ გამკლავებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნი