განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5481,1 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული
კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
5,481.1
04 01
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება
4,925.5
04 03
განათლების დაწესებულების ხელშეწყობა
475.4
04 04
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია
80.2
3. პრიორიტეტი -განათლება (პროგრამული კოდი 0400)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
3.1 პროგრამა -სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 0401)
საჩხერის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი, ბაღის 4 განყოფილება ქალაქის ტერიტორიაზეა, ხოლო 19 სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებშია განლაგებული, დაწესებულებაში დასაქმებულია 354 თანამშრომელი, მათგან 301 ქალი და 49 მამაკაცი. მთლიანად რეგისტრირებულია 1044 აღსაზრდელი, რომელთაგან 504 არის გოგო, ხოლო 540 ბიჭი, რომელთა აღზრდას ემსახურება 66 აღმზრდელი ქალბატონი, მათგან 60 არის სერთიფიცირებული აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელებთან ერთად მსახურობენ 67 აღმზრდელის თანაშემწე ქალბატონი; 25 მუსიკის მასწავლებელი, ხოლო სტანდარტის შესაბამისი მენიუს კერძების მომზადებას უზრუნველყოფს ჰასპის (HASP) სერთიფიკატის მქონე 23 მზარეული და 16 მზარეულის თანაშემწე.
პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ბავშვებისთვის იმ უნარჩვევების მიცემა რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სტანდარტებით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სერვისების მიწოდება.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.
3.2 პროგრამა -განათლების დაწესებულების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0403)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესების, უნარების და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება არაფორმალური განათლების გზით. წრეებში ჩართული ბავშვები და მოზარდები ეუფლებიან როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ცოდნას და მონაწილეობენ შემოქმედებით აქტივობებსა და კონკურსებში. საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები: საგნობრივი, მხატვრულ-შემოქმედებითი, სპორტული, ესტეთიკური ციკლის წრეები, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოლკლორული ანსამბლი "საწერეთლო", ბავშვთა საესტრადო წრეები, საბავშვო თეატრი "თე-არტი", თოჯინების თეატრი "კოკროჭინა", ფოლკლორის მუნიციპალური კლუბი "თავთუხები", ბიოლოგიის მუნიციპალური კავშირი და ჭადრაკის მუნიციპალური კლუბი, ასევე ფუნქციონირებს საბალეტო სტუდია. საგნობრივ წრეებში, კლუბებსა და სტუდიებში გაერთიანებულია დაახლოებით 670-მდე მოსწავლე. აქედან გოგონების რაოდენობა შეადგენს 390, ხოლო ბიჭების რაოდენობა 280.
ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია . ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი უნარების განვითარება. თეატრალური სფეროსადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდა, სპორტში მოსწავლეთა ჩართულობა. მოზარდებში სოციალური უნარების განვითარება და თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG 4.
3.3 პროგრამა - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 04)
მუნიციპალიტეტის მაშტაბით არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საჭიროების მიხედვით იგეგმება საბავშვო ბაღებში და მათ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები.
პროგრამის მიზანი: მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. კომფორტული და უსაფრთხო გარემო.
პროგრამა კავშირშია მდგრადი განვითარების შემდეგ მიზანათან: SDG