მუხლი 19. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით შეიქმნეს სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 1350,0 ათასი ლარის ოდენობით (წლიური დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 1,1%), საგანგებო, ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, რაც კანონით განსაზღვრულ 2%-ს არ აღემატება და განკარგავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზ🔗