მუხლი 21. გათვალისწინებულ იქნეს, რომ ქალაქ ქუთაისში, 2018-2029 წლებში განხორციელებული პროექტებისათვის (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ შეძენილი სპეც. ტექნიკა, ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული სამგზავრო ავტობუსები სათადარიგო ნაწილებით) აღებული ვალდებულების დასაფინანსებლად (მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი) განსაზღვრულია 4338,6 ათასი ლარი. დაფინანსება მოხდეს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სესხის მორიგების გრაფიკების მიხედვით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიე🔗