„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილი №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2025 წლის 17 დეკემბერი ქ. სამტრედია |
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის პირობების და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობები და შერჩევის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“.
4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი პირობები და შერჩევის წესი“.
5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ლ) მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი. მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ და აისახება საკონკურსო პირობაში. მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელი შეიძლება იყოს დიფერენცირებული, ნაშთის ოდენობის მიხედვით“.
6. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის შერჩევა ბაზრის კვლევის შედეგით
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკი შეიძლება შეირჩეს ბაზრის კვლევის შედეგით.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის ბაზრის კვლევის შედეგით შერჩევის მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, იმ კომერციულ ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის პირველი მუხლის მოთხოვნებს, წერილობით უგზავნის პირობებს. წერილობითი პირობები განისაზღვრება ამ წესის პირველი მუხლის მიხედვით.
3. კომერციული ბანკის მიერ წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს 10 დღის ვადაში პირობების ჩაბარებიდან.
4. კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა პასუხობდეს ამ წესის პირველი და მე-3 მუხლების მოთხოვნებს.
5. კომერციული ბანკის შერჩევას ახორციელებს კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ამ წესის მე-3 მუხლის მიხედვით.
6. ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ამ წესის მე-4 მუხლის მიხედვით.“.
|