„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2025 წლის 24 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
„ს) მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება;“.
„1. ერთჯერად 800 (რვა ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ პირველი და მეორე შვილი, ხოლო ტყუპით პირველი და მეორე მშობიარობის შემთხვევაში – ყველა ბავშვი, 200 ლარს კი – უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. ბენეფიციარის დაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულება წარმოადგენს ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის ბენეფიციარზე გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განხორციელდება თანხის გადარიცხვა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან შესაბამისი ანგარიშფაქტურის გათვალისწინებით. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.“.
„3. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, ბავშვთა უფლებათა დაცვის განყოფილების მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 65 000-ის ჩათვლით (დახმარებით ვერ ისარგებლებენ ოჯახები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს აღნიშნული პროგრამით 2025 წელს).“.
„2. ამ მუხლით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“.
„9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;
„11. მზრუნველობამოკლებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხანდაზმულთა სპეციალიზებული დაწესებულებით უზრუნველყოფის ყოველთვიური თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით.“.
,,3. თანხა გაიცემა 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით.“.
,,3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი ) ლარის ოდენობით.“.
|