1. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

2. პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს;

ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი.

3. პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:

ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში;

ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის მომსახურების მოსარგებლე.

4. პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:

ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;

ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;

გ) ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა;

დ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია.

5. ერთდროულად ამ პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-