ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს  2,903.0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგ. კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის პროექტი

02 00

ინფრასტრუქტურის განვითარება

3,010.0

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

597.0

02 01 01

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

317.0

02 01 02

გზების კაპიტალური შეკეთება

280.0

02 02

წყლის სისტემების განვითარება

852.0

02 02 01

წყლის სისტემების ექსპლოატაცია

802.0

02 02 01 01

წყლის სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი

130.0

02 02 01 02

წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

672.0

02 02 02

წყლის სისტემების რეაბილიტაცია

50.0

02 03

გარე განათება

749.0

02 03 01

გარე განათების ქსელის ექსპლოტაცია

745.0

02 03 01 01

გარე განათების ქსელი მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

420.0

02 03 01 02

გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობა

325.0

02 03 02

კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში

4.0

02 06

კეთილმოწყობის ღონისძიებები

50.0

02 08

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია

30.0

02 09

რეგიონალური პროექტების პროექტირებისა და ტექინკური ზედამხედველობის დაფინანსება

420.0

02 10

სატრანსპორტო მომსახურება

312.0

კოდი

პროგრამის დასახელება

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01

597.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა

საგზაო ინფრასტრქტურის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) კაპიტალურ და მიმდინარე შეკეთებას, მუნიციპალიტეტში ახალი გზების მშენებლობას. პროგრამის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი, ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი სახსრები უმეტესწილად ხმარდება გზების მიმდინარე შეკეთებას.
მიმდინარე პერიოდისათვის მუნიციპალური გზების 50% სრულად რეაბილიტირებულია, დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ნაწილზე იგეგმება შესაბამისი სამუშაობის ჩატარება.
სარეაბილიტაციო გზების შერჩევა და პრიორიტეტიზაცია ხორციელდება მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მხედველობაში მიიღება სტიქიური მოვლენების შედეგების აღმოფხვრა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელი ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 2 ქვეპროგრამა:
- გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება;
- გზების კაპიტალური შეკეთება;

გზების მოვლა-შენახვის და მიმდინარე შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (მათ შორის, ე.წ. ორმული შეკეთება), ასევე, არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას. წლის განმავლობაში საშუალოდ ხორციელდება 350000 კვ/მ გზის მიმდინარე შეკეთება;
გზების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) შეკეთება/რეაბილიტაცია. სამუშაოების მოცულობა დაკავშირებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ კაპიტალურ ტრანსფერზე.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის საბოლოო მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუნიციპალური გზის (მათ შორის, ხიდების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ნაგებობების) რეაბილიტაცია;

მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი გზების მშენებლობა;

არსებული გზების მაღალი ხარისხის შენარჩუნება; მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება;

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება; ტურიზმის ხელშეწყობა;

პროგრამის საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება; გზების ექსპლუატაციის გაზრდილი პერიოდი; ადგილობრივი გზების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

გზების მოვლა-შენახვა და მიმდინარე შეკეთება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 01

317.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

საგზაო ინფრასტრუქტურის ექსპლოტაციის, მოვლა-შენახვის სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყოველწლიურად მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს ასფალტირებული ქუჩების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა- რეაბილიტაციას (მათ შორის, ე.წ. „ორმულ შეკეთებას“); არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას. წლის განმავლობაში საშუალოდ ხორციელდება 350 000 კვ/მ გზის მიმდინარე შეკეთება;
სამუშაოები განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის იმ მონაკვეთებზე, რომლებზეც წლის განმავლობაში გამოიკვეთება სამუშაოების შესრულების აუცილებლობა.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

ქვეპროგრამის დასახელება

გზების კაპიტალური შეკეთება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 01 02

280.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამით  ძირითადად განხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღამთიანი რეგიონების  განვითრების ფონდიდან დასაფინასებელი პროექტების თანადაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში 2026 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზების შემდომ, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:

სოფელ ბოსტანაში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას, ბრატისლავა რაჭის ქუჩის ჩიხების და პატარა ბაზრის შიდა გზის და გამსახურდიას ქუჩის ჩიხების რეაბილიტაცია;

სოფელ ძირაგეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფ: ნიკორწმინდაში ჯმუხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ სადმელში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაცია;

სოფელ წესში საუბნო გზების სარეაბილიტაცია;

სოფელ აგარისა და უყეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ზნაკვაში სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ლიხეთში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

სოფლების ქვედა თლუღის და ზედა თლუღის დამაკავშირებელი სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფლების ბუგეული-აბანოეთი- ბარეული-გაღმა ბარეულის დამაკავშირებელი სასოფლო გზის  რეაბილიტაცია;

სოფელ სადმელში ე.წ სოსაურის ახალი დასახლების და ზედა ოშხერლების საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ ხოტევში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

სოფელ მეორე ტოლის გზის რეაბილიტაცია;

სოფელ სხვავაში სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ღვიარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ გორის სასოფლო გზის რეაბილიტაციია;

სოფელ ბუგეულში (ზედა უბანი) სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ პირველ ტოლაში საუბნო გზის რეაბილიტაცია;

სოფელ ლიხეთში მეჭვრეთის წმინდა გიორგის სალოცავამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

ქალაქ ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე დასახლებაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

გარდა აღნიშნული პროექტებისა 2026 წლის განმავლობაში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, გზების კაპიტალური შეკეთება შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის სხვა გზებზეც. ლოკაციების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის გზებზე უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება;

მგზავრთა გადაადგილების დროის შემცირება;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცვეთის შემცირება;
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების განვითარება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02

852.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
საფინანსო სამსახური;
ა(ა)იპ „მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი“;

პროგრამის აღწერა

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას.
წყლის სისტემების განვითარების პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამისაგან:
- წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
- წყლის სისტემების ექსპლოატაცია;

-წყლის სისტემების მოერ მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯი;

-ა(ა)იპ ‘მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი“;
წყლის სისტემების რეაბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით.
წყლის სისტემების ექსპლოატაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 68 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში  წყლის მიწოდების 24 საათიანი გრაფიკი;
მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნია შეუფერხებლი წვდომა წყალზე;
მოსახლეობისათვის წყლის შეუფერხებელი მიწოდება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების ექსპლოატაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01

802.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური;
საფინანსო სამსახური;
ა(ა)იპ „მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი“;

პროგრამის აღწერა

წყლის სისტემების ექსპლოატაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 68 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილია დროულად.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01 01

130.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა

ქვეპროგამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში არსებული წყლის ყველა სატუმბი მოწყობილობების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უზრუნველყოფა წყლით.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების მოვლა-პატრონობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 01 02

672.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი“

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  68 სოფელში ადგილობრივი დანიშნულების წყალმომარაგების ქსელის გამართულ და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, სოფლებში გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაზიანებული ადგილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობის, ასევე მოაგარაკეებისა და ტურისტებისათვის უწყვეტ რეჟიმში სასმელი წყლით მომარაგებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების გამართული ქსელის შენარჩუნება და მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

კოდი

პროგრამის დასახელება

წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 02 02

50.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით. ქვეპროგრამისათვის ასევე გამოყოფილია თანხები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავლებიდან.

გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში სასმელი წყლის უწყვეტი 24 საათიანი მიწოდება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 6 - სუფთა წყალი და სანიტარია

კოდი

პროგრამის დასახელება

გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01

745.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

საფინანსო სამსახური;
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ამბროლაურში და 68 სოფელში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული დაახლოებით 6500 სანათი წერტილის მოვლა-პატრონობა, მათ შორის, ქ. ამბროლაურში 1500 და სოფლებში 5000 წერტილი.
გარე განათების ქსელის ექპლოტაციის პროგრამა შედგება 2 ქვეპროგრამისაგან:
- გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება;
- გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობა;
გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურების ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული განათების წერტილების (5850 სანათი) წერტილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.
გარე განთების ქსელის მოვლა-პატრონობის ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის ხორციელდება მისი პერიოდული შეკეთება, რომელიც მოიცავს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლას;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლებას;
- დაზიანებული სადენების აღდგენა, შეკეთებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ღამის საათებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
გარე განათების სისტემის გამართული ფუნქციონირება;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

პროგრამის დასახელება

გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურება

გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 03 01 02

325.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“

პროგრამის აღწერა

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ამბროლაურში და 68 სოფელში. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული დაახლოები 6500 სანათი წერტილის მოვლა-პატრონობა, მათ შორის, ქ. ამბროლაურში 1500 და სოფლებში 5000 წერტილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის ხორციელდება მისი პერიოდული შეკეთება, რომელიც მოიცავს:
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ქსელში მწყობრიდან გამოსული ნათურების გამოცვლას;
- ამორტიზებული და დაზიანებული განათების ბოძების შეკეთება, ახლით ჩანაცვლებას;
- დაზიანებული სადენების აღდგენა-შეკეთებას.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებების  აღმოფხვრა დროულად.

გამართული გარე განათების სისტემა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 7 - ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა

მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

პროგრამის დასახელება

კეთილმოწყობის ღონისძიებები

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 06

50,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის პროგრამა ითვალისწინებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობას და სხვადასხვა კეთილმოწყობით ღონისძიებებს.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესება;
კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა

მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

პროგრამის დასახელება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 07

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

საფინანსო სამსახური

პროგრამის აღწერა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტს გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი, რომლის გაანგარიშებაც ხდება შემდეგი პრინციპით:
ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;
ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;
გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;
დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.
დასახლებაში განსახორციელებელი პროექტის შერჩევა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100-მა ამომრჩეველმა;
გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200-მა ამომრჩეველმა.
თანხის გამოყოფასთან და ხარჯვასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები და კრიტერიუმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის N654 დადგენილებით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

მოსახლეობის აქტიურობის გაზრდა, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება საკუთარი დასახლების (სოფლის) პრობლემების გადაწყვეტაში;
იმ მცირე პროექტების დაფინანსება, რომელთა პრიორიტეტულობასაც განსაზღვრავს კონკრეტული დასახლების (სოფლის) მოსახლეობის უმრავლესობა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა

მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

კოდი

პროგრამის დასახელება

სანიაღვრე არხების, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა/რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 08

30.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში 2026-2029 წლების განმავლობაში  არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, პროექტები განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ქვეპროგრამის მიზანია სტიქიის პრევენცია;
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
გზების და სხვა ინფრასტრუქტურის ესპლუატაციის ხანგრძლივობის გაზრდა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

მიზანი 13 - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები

კოდი

პროგრამის დასახელება

რეგიონალური პროექტების პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

02 09

420.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. ამასთან, იმ ხელშეკრულებებზე რომელთა ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს. პროექტის შემდგენი ახორციელებს შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება 50 000 ლარზე მეტი თანხის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის (საექსპერტო მომსახურების) სამუშაოების შესყიდვა.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დროულად და კვალიფიციურად მოხდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ასევე, პროექტების განხორციელებისას ჩატარებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა მათზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების გზით.
პროგრამის თანხების განკარგვა ხორციელდება რეგიონალურ დონეზე ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დროული და კვალიფიციური მომზადება; შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხი, ისე რომ იგი აკმაყოფილებდეს პროექტით განსაზღვრულ და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო ნორმებს (სტანდარტებს).

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 11 - მდგრადი ქალაქები და დასახლებებ