დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,755.6 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგ. კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
03 00
დასუფთავება და გარემოს დაცვა
1,755.6
03 01
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
1,534.0
03 02
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
171.6
03 03
კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
40.0
03 04
უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
10.0
კოდი
პროგრამის დასახელება
დასუფთავება და ნარჩენების გატანა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 01
1,534.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“ ახორციელებს ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 5 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომანქანა. ნარჩენების გატანა (კონტეინერების დაცლა) ხორციელდება ქალაქ ამბროლაურიდან და მუნიციპალიტეტის 67 სოფლიდან. შეგროვებული ნარჩენები გადის ქვაბტკრის ნაგავსაყრელებზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯამში განთავსებული კონტეინერების რაოდენობა შეადგენს 736 ერთეულს მათ შორის 174 განთავსებულია ქ. ამბროლაურში და 562 - მუნიციპალიტეტის სოფლებში.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად გადის დაახლოებით 60 მ/კუბ ნარჩენი, ზაფხულის სეზონზე საგრძნობლად იზრდება გატანილი ნარჩენის მოცულობა.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 71150 მ² ქუჩების, 15985 მ² ტროტუარების, 19243 მ² სკვერების და 6555 მ2 გაზონების დასუფთავება.
პროგრამიდან ფინანსდება ქალაქის სასაფლაოს მოვლა–პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტების მოვლა-შენახვა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული შენობისათვის შესაბამისი მომსახურეობის გაწევა და სხვა სამუშაოების შესრულება.
პროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ ადმინისტრაციულ ხარჯებს, მათ შორის, ხელშეკრულებით აყვანილი პერსონალის (მეეზოვეები, მძღოლები, ზედამხედველები და სხვა) ხელფასებს.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიღწეულ იქნება სისუფთავის და სანიტარული მდგომარეობის მაღალი დონე. მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივ ტუალეტებში დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;
მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება
კოდი
პროგრამის დასახელება
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
03 02
171.6
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური“
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა. კერძოდ, სკვერებსა და გამწვანებულ ტერიტორიებზე ტარდება მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიები, ნარგავების დარგვა, მორწყვა, შეწამვლა და საჭიროების შემთხვევაში შხამ-ქიმიკატების შეტანა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყეების მოვლა-პატრონობა.
პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება 9 საშტატო ერთეულის ხელფასების დაფინანსება.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე დაირგვება ნარგავები; მოხდება მათი მორწყვა, შხამ-ქიმიკატების შეტანა და ნიადაგის გაფხვიერება. განხორციელდება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა მოვლითი სამუშაოები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 15 - დედამიწის ეკოსისტემე