ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,499.6 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგ. კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,500.6
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
601.5
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
191.5
06 01 03
ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების (მედიკამენტური მკურნალობა) და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობის ქვეპროგრამა
50.0
06 01 04
ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა
150.0
06 01 06
ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
70.0
06 01 07
ქირურგიული ოპერაციების საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა
140.0
06 02
სოციალური დაცვა
899.1
06 02 01
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება და საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა
55.0
06 02 02
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
48.0
06 02 03
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.5
06 02 04
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება
256.0
06 02 05
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება
40.0
06 02 06
მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება
85.0
06 02 07
მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
26.0
06 02 08
უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
215.0
06 02 09
მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება
8.6
06 02 10
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
24.0
06 02 11
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
85.0
06 02 13
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ბანაკში დასვენების მუნიციპალური ქვეპროგრამა
55.0
კოდი
პროგრამის დასახელება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
191.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ „ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
პროგრამის აღწერა
თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინფექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამის ფარგლებში ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი ძირითადად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლი);
2. იმუნიზაცია;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4 . მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
5. თამბაქოს მოწევის აკრძალვის მონიტორინგი;
7. მუნიციპალიტეტში მცხოვრები C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების მოძიებისა და შემდგომ კონფირმაციულ კვლევებში ჩართვის პროგრამა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება;
მოსალოდნელი შეგედი: მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება .
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
მიზანი 5 - გენდერული თანასწორობა
მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობის ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 03
50.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ბევრია მედიკამენტების მომხმარებელი ხანგრძლივად მოავადე ადამიანები, რომელთაც მედიკამენტების ღირებულებიდან გამომდინარე, არ აქვთ მათი შეძენის ფინანსური საშუალება.
ქვეპროგრამით მოსარგებლეა ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი. ასევე ფინანსდება გულის უკმარისობის III და IVკლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას;
თვალის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს თვალის ინექციას.
დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს.
პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე; (დიაბეტის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა). გულის უკმარისობის III და IVკლასის დაავადების მქონე პირების მკურნალობა დაფინანსდება წლიური 400 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე; თვალის დაავადების შემთხვევაში თვალის ინექცია დაფინანსდება წლიური 1000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
პროგრამა გათვლილია დაახლოებით 105 ბენეფიციარზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ხელმისაწვდომობის გაზრდა მედიკამენტებზე;
ბავშვის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი დიეტური კვებითი მკურნალობის ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 04
150.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ფიქსირდება ონკოლოგიური ავადმყოფების დიდი რაოდენობა, რომელთაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის მკურნალობა, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია.
ქვეპროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა.
ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 3000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
წლიური ლიმიტი ონკოლოგიურ პაციენტებზე შეადგენს არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარს (პაციენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს პროგრამის სხვა მუხლით).
ამოწურვამდე. პროგრამა გათვლილია დაახლოებით 130 ბენეფიციარზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ფინანსური ხელშეწყობა; ჯანმთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 06
70.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
1. დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა), რომელსაც ესაჭიროება ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიური მომსახურება.
2. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;
ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში კონტრასტით);
გ) კორონაროგრაფია/გულის ანგიოგრაფია;
დ) ელასტოგრაფია;
ე) დოპლეროგრაფია/დუპლექსონოგრაფია;
ვ) აორტოგრაფია;
ზ) თვალის ტომოგრაფიული კვლევა;
ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, “დ“, “ე“ ,,ზ“, ქვეპუნქტების შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტით ჯამში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა;
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 1300 (ათას სამასი) ლარით ;
3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
პროგრამა გათვლილია დაახლოებით 120 ბენეფიციარზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ფინანსური ხელშეწყობა; ჯანმთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 07
140.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მოსახლეობის დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ძვირადღირებულია და არ არის ხელმისაწვდომი, რაც იწვევს მათი ჯანმრთელობის გაუარესებას;
ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და პირი რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მომსახურება.
დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩაუტარდა ან ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია.
ა) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარს მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
ბ) თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 3000 (სამიათასი) ლარს და მეტს 5000 (ხუთიათასი) ლარამდე მოსარგებლე ფინანსდება 1500 (ათასხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
გ. თუ ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 5000 (ხუთიათასი) ლარს და მეტს მოსარგებლე ფინანსდება 2500 (ორიათასხუთასი) ლარით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
ქვეპროგრამის რამოდენიმე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ერთ ბენეფიციარზე წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა, უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა, ესთეტიკური ქირურგიული მომსახურება (ოპერაცია), საკეისრო კვეთა და არჩეული, აყვანილი ექიმის ჰონორარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ფინანსური ხელშეწყობა; ჯანმთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება და 10 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების საახალწლო და სააღდგომო სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
55.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
1 - ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურება, რომელიც გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან მარტოხელა პენსიონერს (რომელსაც არ ჰყავს ოჯახის წევრი) რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 001-ს.
2 - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა სასურსათო პაკეტი არაუმეტეს 100 ლარისა, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აქვს 10 001-მდე სარეიტინგო ქულა.
3..ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებით მძიმე სოციალური - ეკონომიკური პირობების მქონე პირებს/ოჯახებს (შშმ პირი, მარტოხელა მშობელი, მარტომცხოვრები და ა.შ.), რომელთაც საახალწლოდ და სააღდგომოდ არ გადაეცემათ სასურსათე პაკეტი, წლის განმავლობაში ერთჯერადად მიიღებენ საკვებ პროდუქტებს არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.
პროგრამა გათვლილია სავარაუდოდ 150 ბენეფიციარზე.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები, პროგრამით მოსარგებლე ყველა ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით.
შეჭირვებულთა ოჯახებისათვის სადღესასწაულო განწყობის შექმნა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ახალშობილთა და ახლადშექმნილი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02
48.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
1. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობელზე, რომლის ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლად. ერთი ახალშობილის შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით
2. .ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახლად-
დაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001 – ს.
აუცილებელი წინაპირობაა:
ა) ქორწინება (ფაქტობრივი თანაცხოვრება) შედგეს ფულადი დახმარების მიღების თაობაზე განცხადების შემოტანამდე არაუადრეს 3 თვის პერიოდში;
ბ) განმცხადებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჰქონდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ქვეპროგრამითპროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 85 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ახალშობილთა და ახლად დაქორწინებული ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ფინანსური დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ზრუნვის ხელშეწყობა და „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
256.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
შშმ პირები საჭიროებენ განსაკუთრებულ მზრუნველობას მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან.
ქვეპროგრამის ფარგლებში:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ზედა და ქვედა კიდურებს და საჭიროებს მომვლელს.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე ვერ იყენებს ქვედა კიდურებს/დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას, საჭიროებს მომვლელს.
4. ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსების მქონე პირზე, რომელიც ავადობიდან გამომდინარე არის უსინათლო და აქვს ორივე თვალის სრული/პრაქტიკული სიბრმავე და საჭიროებს მომვლელს.
5. ა) ქვეპროგრამით მოსარგებლეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება (ჰემოდიალეზი ან პერიტონეული დიალიზი) და სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად 300(სამასი) ლარის ოდენობით..
6, ქვეპროგრამით მოსარგებლეა ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადების მქონე ბავშვი (0-18 წლამდე), რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება უწყვეტი დიეტოთერაპია(კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით), ამ დაავადებების მქონე ბავშვებს დიეტოთერაპიისათვის (კვების გამოყენება სამკურნალო მიზნით) აუცილებელი სპეციალური უცილო და უგლუტენო პროდუქტი დაუფინანსდებათ წლიური ლიმიტი 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.
ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებულ დღის ცენტრს -,,ბაო“, სსმ ბავშვთა მომსახურების მიზნით (გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად).
ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება გაეწევა ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ პროგრამის - პროფესიონალური/ხარისხიანი შინმოვლა განხორციელების მიზნით.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შშმ და სსს პირების ფინანსური ხელშეწყობა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 3 - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
85.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ყოფითი პირობებიდან გამომდინარე მცირეა შობადობის რიცხვი, რაც პირდაპირ აისახება მრავალშვილიანი ოჯახების სიმცირეზე.
1. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.
2. სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.
პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 150 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა.
გაუმჯობესებული დემოგრაფიული მდგომარეობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
26.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრი, რამაც გამოიწვია მათი შემოსავლების შემცირება და განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ ოჯახზე/წარმომადგენელზე:
ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - მშობელზე 600 ლარის ოდენობით;
ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში წარმომადგენელზე - 800 ლარის ოდენობით.
პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 35 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მარჩენალდაკარგული ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 08
215.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი (100 001-მდე სარეიტინგო ქულა), უსახლკარო ან განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები (რომელთა საცხოვრებელი სახლი დაზიანების ხარისხის გამო ექვემდებარება დემონტაჟს) ოჯახებისთვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას ან/და შეძენას (უპირატესობა ქვეპროგრამით მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც საკუთრებაში არ უფიქსირდებათ რაიმე სახის უძრავი ქონება, ასევე შშმ პირთა ან მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს);
ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველი 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე უსახლკარო პირთა ოჯახებისთვის, ძალადობის მსხვერპლ პირებს, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ხანძრის და სტიქიური მოვლენების გამო და სხვა გარემოებების გამო უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ საცხოვრებელი, არა უმეტეს 1 (ერთი) წლის ვადისა ყოველთვიურად ბინის ქირის უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 24 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პოირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 10
24.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის და ერის წინაშე.
ქვეპროგრამის ფარგლებში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანზე 200 ლარის ოდენობით.
პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 130 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ომის და სამხედრო ძალების ვეტერანთა ფინანსური ხელშეწყობა.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 11
85.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ზამთრის თბობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარი გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს, შრომისუუნარო მარტოხელა პირებს, შშმ პირებს (რომლებსაც არ ჰყავთ შვილები/ ოჯახის წევრები), რომლებსაც ეკონომიურად რთული მდგომარეობა აქვთ და არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა.
ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების წარდგენის საფუძველზე.პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 330 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შეჭირვებული ოჯახების დახმარება ზამთრის სიცივისაგან დასაცავად; გაუმჯობესებული ყოფითი პირობები.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა
კოდი
ქვეპროგრამის დასახელება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2027 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2028 წლის დაფინანსება
ათას ლარში
2029 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 13
55.0
55.0
55.0
55.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფისა და კეთილდღეობისათვის.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობას.
პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 80 ბენეფიციარი.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახების მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახების გაძლიერება, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარების გაუმჯობესება, კრიზისული მდგომარეობის დაძლევაში მხარდაჭერა.
სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვ