განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 525.2 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

04 00

განათლება

3525.2

04 01

სკოლამდელი განათლების დაფინანსება

3510.0

04 02

საჯარო სკოლების დაფინანსება

04 03

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია

04 04

განათლების ღონისძიებების პროგრამა

15.2

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი განათლების დაფინანსება

დაფინანსება
ათას ლარში

04 01

3510.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება

პროგრამის აღწერა და მიზანი

ს/ბაღებში სააღმზრდელო საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.

გამომდინარე აქედან საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბავშვის პიროვნული სოციალური და აკადემიური განვითარება, მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ხარისხის უზრუნველყოფა, ბავშვის განვითარებისადმი მთლიანობითი მიდგომა, ბავშვის უფლებათა კონვენციის დაცვა, ჯანსაღი კვება, უსაფრთხო გარემო, სკოლისათვის მზაობა, ინკლუზიური განათლება, სტანდარტის შესაბამისი, სწორად დაგეგმილი ბავშვზე ორიენტირებული კულუკულუმი.

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება, ავტორიზაციის ეტაპობრივად ჩატარება.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 1 ქალაქის ბაგა-ბაღი და 19 ს/ბაღი, სადაც ჩართულია 500 აღსაზრდელი.

გაერთიანებაში დასაქმებულია 229 თანამშრომელი; მ.შ 20 ს/ბაღის უფროსი; აღმზრდელ-პედაგოგი და შემცვლელი-55, აღმზრდელის თანაშემწე-28, მზარეული-25 და სხვა ადმინისტრაციული და დამხმარე ტექნიკური პერსონალი.

დაგეგმილია აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა) განვითარება რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით. სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები, სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი უზრუნველყოფილ იქნება სამუშაო პირობებით.

პროგრამის დასახელება

კოდი

განათლების ღონისძიებების პროგრამა

დაფინანსება
ათას ლარში

04 04

15.2

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მწერლის მასტერკლასი განკუთვნილია VII-XII კლასის (საბაზო-საშუალო საფეხური) შემოქმედი და წერის მოყვარული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ლიტერატურა, წერითი გამოხატვის უნარების განვითარება და საკუთარი იდეების სიტყვებით გადმოცემა; მიზანი: მასტერკლასის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრული ტექსტის სტრუქტურას, პერსონაჟთა შექმნის ხერხებს, სიუჟეტის აგების ტექნიკას და ემოციური გავლენის მეთოდებს. ასევე იმუშავებენ მწერლის ხელმძღვანელობით სხვადასხვა პრაქტიკულ სავარჯიშოზე, რაც დაეხმარებათ ავტორობის უნარების გაღრმავებაში. 2. „მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვება“ არის საზეიმო ღონისძიება, რომელიც იმართება სკოლების/მუნიციპალიტეტების/განათლების დაწესებულებების მიერ, რათა გამოჩენილი აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეთა წარმატება აღინიშნოს და მათ წაახალისოს მომავალი განვითარებისთვის. მიზანი: დაჯილდოება და საჯარო აღიარება მედალოსანი მოსწავლეებისა; ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება ცოდნისა და განათლებისკენ სწრაფვისთვის; მასწავლებლების, მშობლებისა და სკოლის წვლილის ხაზგასმა მოსწავლეთა წარმატებაში; წარმატებული ახალგაზრდების წარდგენა საზოგადოებისთვის, როგორც მომავალი ლიდერებისა და პროფესიონალების, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემხვედრი ღონისძიებები.

მოსალოდნელი შედეგი

შეიძენენ ცოდნას მხატვრული ტექსტის შექმნის ძირითად პრინციპებზე; შეძლებენ მარტივი სიუჟეტის აგებას: დასაწყისი, სიუჟეტის განვითარება და კულმინაცია; განავითარებენ პერსონაჟების შექმნის, დიალოგების წერისა და სიუჟეტის აღწერის უნარებს; გამოიყენებენ სხვადასხვა წერის სტილს, ხასიათსა და ენას შესაბამისი ეფექტის მისაღწევად; შეძლებენ საკუთარი ნაწერის ანალიზსა და მარტივ რედაქტირებას. გაზრდის მოტივაციას და გააძლიერებს განათლებისადმი პატივისცემას, როგორც მოსწავლეებში, ისე მათ გარემოცვაში. მოსწავლეთა საზოგადოებრივად დაფასება გააძლიერებს მათი პასუხისმგებლობის გრძნობას მომავალ პროფესიულ განვითარებაშ