კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 820.0 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის გეგმა

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი

3820.0

05 01

სპორტის სფეროს განვითარება

1482.9

05 01 01

სპორტის ცენტრის ხელშეწყობა

1084.4

05 01 02

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

380.0

05 01 03

სპორტული ინფრასტრუქტურის  მშენებლობა-რეაბილიტაცია

05 01 04

სპორტული ღონისძიებები

18.5

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

2277.1

05 02 01

კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების ხელშეწყობა

2187.1

05 02 02

ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

05 02 03

სხვა კულტურული ღონისძიებები

40.0

05 02 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

50.0

05 03

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

60.0

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტის ცენტრის ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 01

1084.4

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სპორტის ცენტრი აერთიანებს: ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს, ტურიზმის განვითარების მართვის სამსახურს, იპოდრომის მართვის სამსახურს  და სპორტსკოლას, სადაც მოქმედებს 13 სპორტული სახეობა. ესენია: ბალახის ჰოკეი 40 ბავშვი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 24 ბავშვი, ძიუდო 16 ბავშვი, ჭადრაკი 16 ბავშვი, კრივი 12 ბავშვი, მაგიდის ჩოგბურთი 16 ბავშვი, კალათბურთი 16 ბავშვი, ტაეკვანდო 16 ბავშვი, მძლეოსნობა 16 ბავშვი, ველოსპორტი 12 ბავშვი, ნიჩბოსნობა 16 ბავშვი, სულ ცენტრში სპორტის სახეობებს ეუფლება 200 მოსწავლე. საწვრთნელი პროცესები უტარდებათ კვირაში 3-4 ჯერ, სპორტის ცენტრში დასაქმებულია 55 თანამშრომელი, მ.შ.  ადმინისტრაციული პერსონალი,  მწვრთნელ-მასწავლებელი,  მედიცინის მუშაკი,  ტექნიკური თანამშრომლები, ცენტრის აღსაზრდელები პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეკრებებში და ტურნირებში, როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მეტი მოზარდის ჩართვას სპორტის სახეობებში, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთაც. ასევე დაგეგმილია რაგბის განვითარებისათვის 150.0 ათ. ლარი.

მოსალოდნელი შედეგი

სპორტის ცენტრი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს რეგულაციების შესაბამისად, ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ცენტრის მომსახურეობით და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 02

380.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ზანა”.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში. ჯანსაღი და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა და დამკვიდრება, ნიჭიერი, პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა, ეროვნული ნაკრების გუნდებისთვის რეზერვის მიწოდება.

მოსალოდნელი შედეგი

მაღალი სპორტული შედეგების ჩვენება. საფეხბურთო შეჯიბრებებზე მაქსიმალური სპორტული ცოდნისა და ჩვევების რეალიზება ამაღლებული სპორტული შედეგების მიღწევა. ჯანსაღი თაობის აღზრდა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სპორტული ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

05 01 04

18.5

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები: ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" ჩატარება და რეგიონალრი ტურში მონაწილეობა, გამარჯვებული  გუნდებისათვის სპორტული ფორმების შეძენა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა. სპორტის საერთაშორისო დღის (6 აპრილი) აღნიშვნა, ევროპის სპორტის კვირეულში (23-30 სექტემბერი) მონაწილეობა. ოლიმპიური დღის (23 ივნისი) აღნიშვნა. სამეგრელო ზემო-სვანეთის სასკოლო ლიგა მინი ფეხბურში და სხვადასხვა შემხვედრი ღონისძიებები

მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 01

2187.1

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს, კულტურულ - საგანმანათლებლო - სახელოვნებო სააღმზრდელო საინფორმაციო და შემოქმედებითი საქმიანობა. ამ მიზნით იგეგმება პროგრამები და სხვადასხვა სახის  ღონისძიებები: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა, 14 ივნისის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა, შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ახალგაზრდული დღეები "აბაშა 2026", ვიქტორისნის საღამო უფროს კლასელთათვის, ქალთა და ბავშვთა ეკონომიკური მხარდაჭერა  შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან, "ენა დედაა ერისა" - ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია, ეპოქების გაცოცხლება სკოლებში- სცენარები ქართველ მეფეებზე, ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა, ლიტერატურული საღამო შეხვედრა პოეტთან, მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა, ისტორიკოსი გიორგი კალანდიას ლექცია - სემინარი შერჩეულ თემაზე, ლიტერატურული თეატრის წარმოდგენა "ამბები შობაზე, დროშაზე, თეატრზე, კალანდაზე, წმინდა ნინოზე.", ღონისძიება ეგიდით "ეს უნდა გახსოვდეს საქართველო" - იუნკერები, მარო მაყაშვილი, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და რეფერენდუმში ქართველი ერის ნების გამოხატვა, ლიტერატურული კითხვა მწერალთან ქებანი დედა ენისა, სიმონ ჩიქოვანის საიუბილეო საღამო "წიგნს გიტოვებ როგორც მზითებს სულის ხვავს და სულის იებს", დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია "მუზა ჯარისკაცის ფარაჯაში", ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღე" - ეროვნული დღესასწაული, "გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია", სახალხო დღესასწაული "კონსტანტინეობა" ან  მწერალ აკადემიკოს კ. გამსახურდიას 133-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ეროვნულ სამოსიანთა აღლუმი- ეროვნული სამოსის დღე, ლიტერატურული თეატრის წარმოდგენა საქართველოსა და ქართულის მეაბჯრეები, ლიტერატურული საღამო "აფხაზეთო საქართველოს მშვენება, აფხაზეთო სულის თანაზიარო", საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სახალხო დღესასწაული აბაშობა, საახალწლო ღონიძიებები, ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა, კონკურს ფესტივალი "სხვა საქართველო სად არის",   კლასიკური მუსიკის კონცერტი, კულტურის ცენტრის ბენდის კონცერტი, ლიტერატურულ მუსიკალური საღამოები, ქორეოგრაფიული კლასის კონცერტები, თოჯინების თეატრის მოწვევა, ხელოვნების სკოლის გაცვლითი კონცერტები,   სოფლის ზეიმი "ტირიფობა". გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება (6 მაისი, 23 ნოემბერი), საშობაო მსვლელობა „ალილო“, საქართველოს უახლესი ისტორიის  მნიშვნელოვანი თარიღებისადმი, - 9 მარტის, 9 აპრილის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი, 9 მაისისადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიებები, ქალთა და დედის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.  სოფლის სახალხო დღესასწაული  "გულიერობა". ღვაწმოსილ, ცნობილ აბაშელ ხელოვანთა შემოქმედებითი საღამოები ანზორ თორდია საიუბილეო საღამო. ხელოვნების სკოლის პედაგოგთა კლასის კონცერტები  წარჩინებულ მოსწავლეთა სოლო კონცერტები, ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა რესპუბლიკურ კონკურს ფესტივალებზე:  საგუნდო მუსიკის ფესტივალში.  ხელოვნების სკოლის აღსაზრდელთა შიდა სასკოლო კონკურსები. ფოლკლორული ანსამბლების, ჯგუფების მონაწილეობა რეგიონალურ, ქვეყნის მასშტაბით გამართულ კონკურს - ფესტივალებში, დღესასწაულებში, გასვლითი კონცერტები. საახალწლო საზეიმო კონცერტები. თემატური ღონისძიებები მთავარსა და სოფლის ბიბლიოთეკებში,  სასოფლო კლუბებში და მუნიციპალურ სახლ-მუზეუმებში, ასევე შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა სახის დაუგეგმავი კულტურული ღონისძიებების ჩატარება. საინფორმაციო მხარდაჭერა სამეგრელოს მედია ორგანიზაციასთან.

მოსალოდნელი შედეგი

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა. მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, წელიწადის ყველა ღირსშესანიშნავი დღის და დღესასწაულის აღნიშვნა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სხვა კულტურული ღონისძიებები

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 03

40.0

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და  ტურიზმის განვითარების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში გახორციელდება:

1. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დღეები - ჩატარდება  საგანმანათლებლო ღონისძიებები (ლექცია-კონცერტი, ვიქტორინა, თემების პრეზენტაციები), მოეწყობა თემატური გამოფენები, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები,  ლაშქრობები, მასტერკლასები.

მიზანი: წაახალისოს საზოგადოების  მონაწილეობა და ჩართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება;

2. გამოჩენილი აბაშელი ხელოვანების (მხატვრების, ჭედურობის, ხატწერის, ხეზე, ქვაზე კვეთის ოსტატების) ნამუშევრების გამოფენები, პოეტების, მწერლების, საზოგადო მოღვაწეების  საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

მიზანი: გამოჩენილი აბაშელების ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაცია, ხელოვნების განვითარებასა და ქვეყნის ისტორიაში მათი წვლილის წარმოჩენა.

3. ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების, თარიღებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება.

მიზანი: ეროვნული სულისკვეთების გაღვივება.

4. მასობრივი ღონისძიებების ღია/ალტერნატიულ სივრცეებში გასამართი ადგილების ესთეტიზაცია, მოწყობა/აღჭურვა.

მიზანი: ღონისძიების ხარისხობრივი მაჩვენებლის ამაღლება.

5. „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის რაიონული ტურნირი.

ტურნირი ითვალისწინებს ლექციას, თამაშის ჩატარებას, გამარჯვებულების გამოვლენას, დაჯილდოვებას. სამაგიდო თამაში  ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა და რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში მოგზაურობის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა,  მისი მიზანი ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნებაა.

6. მიღწეული წარმატებებისათვის, დამსახურებისათვის, გაწეული ღვაწლისათვის  აბაშის მუნიციპალიტეტში და მის გარეთ მცხოვრები აბაშელების,  ხელოვნებისა  და კულტურის კულტურის სფეროს მოღვაწეთა,  სახელოვნებო განათლების წარმატებულ პედაგოგთა, მოსწავლეთა  დაჯილდოვება.

მიზანი: წარმატებულ, დამსახურებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, ხელოვნების სხვადასხვა დარგის  პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.

7. ფოლკლორის/ხალხური შემოქმედების საღამოები.

მიზანი: ფოლკლორის/ხალხური შემოქმედების  პოპულარიზაცია

8. ახალი საშემსრულებლო კოლექტივების - მათ შორის საბავშვო-საყმაწვილო თეატრის  მხარდაჭერა.

მიზანი: ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია.

9. შემხვედრი ღონისძიებების ორგანიზება - გულისხმობს იმ მასობრივი კულტურული ღონისძიებების მოწყობას /თანაორგანიზატორობას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავლფეროვნებას,  შემოქმედებითი,  მათ შორის ადგილობრივი, ჯგუფების პოპულარიზაცის, მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას.

10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტულ ობიექტებზე საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო ნაგებობების, მუზეუმების, მდინარის ხეობების და სხვა საინტერესო ადგილების შესახებ, სარეკლამო--საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

11. წლის მანძილზე შემხვედრი ღონისძიებების ორგანიზება.

პროექტი გულისხმობს იმ ტურისტული ღონისძიებების მოწყობას /თანაორგანიზატორობას,  რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურისტული ცხოვრების გამრავლფეროვნებას,    მოსახლეობის ტურისტულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდას.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობიერების ამაღლება

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში  მოსახლეობის ყველა  სოციოლოგიური ფენის  აქტიური მონაწილეობისა   და  ჩართულობის ზრდა.

ადგილობრივი მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ცნობიერების ამაღლება.

შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების, სახელოვნებო განათლების მოსწავლეთა   მოტივაციის ამაღლება.

ფოლკლორის, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია.

მოსწავლე–ახალგაზრდებში ინტელექტუალური აქტივობებისადმი ინტერესის გაღვივება.

მასობრივი ღონისძიებების ორგანიზება, შემოქმედებითი ჯგუფების პოპულარიზაცია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარება.

პროგრამის დასახელება

კოდი

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

დაფინანსება
ათას ლარში

05 02 04

50.0

პროგრამის განმახორციელებელი

ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

რელიგიურ ორგანიზაციათა კანონით ნებადართული აქტივების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

მოსალოდნელი შედეგი

ეკლესიის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენისთვის, მაღალი მორალურ -ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში.

პროგრამის დასახელება

კოდი

ახალგაზრდობის მხარდაჭერა

დაფინანსება
ათას ლარში

05 03

60.0

პროგრამის განმახორციელებელი

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2025-2026 სასწავლო წლის სსიპ აბაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულების დაჯილდოებას, რომლებმაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიან ეროვნულ გამოცდებში (100%-70%-50% საგრანტო ქულის) საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება,  ერთჯერადი ფულადი ჯილდო 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე შეადგენს - 1000 (ათასი) ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 500 (ხუთასი) ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე - 300 (სამასი) ლარს.  განსაკუთრებული ნიჭის და მიდრეკილების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას; ,,ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" ხელშეწყობასა და ახალგაზრდების მიერ ინიციირებული პროექტების დაფინანსებას; ახალგაზრდებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგის მოწყობას: - პიროვნული უნარების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების განვითარების საკითხებზე; საქართველოს ,,სიცილის ლიგის" და ტელეკომპანია პოსტივის იუმორისტულ ჩემპიონატში აბაშის გუნდის ,,სულგუგუნის" მონაწილებას; ფეინთბოლის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას - აბაშის  მუნიციპალური ჩემპიონატის გამართვას ფეინთბოლში; ახალგაზრდული დღეების ორგანიზება.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, მათი საქმიანობის სტიმულირებას.

მოსალოდნელი შედეგი

ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებების განვითარება - რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ახალგაზრდების მიერ მხარდაჭერილი/წარდგენილი პროექტების ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური/ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფით განხორციელებულ პროექტების ზრდა. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ხელშეწყობ