ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 180.9 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის გეგმა
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1180.9
06 01
ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება
305.4
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
305.4
06 02
მოსახლეობის ჯანმრთელობის სტაციონალური მომსახურება და ამბულატორიების მშენებლობა
370.0
06 02 01
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა
370.0
06 02 02
ამბულატორიების მშენებლობა-რემონტი
06 03
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
505.5
06 03 01
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვება
117.0
06 03 02
სტიქიით (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვ.) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა
20.0
06 03 03
დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
1.8
06 03 04
მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის დახმარების პროგრამა (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე).
20.5
06 03 05
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების პროგრამა
40.0
06 03 06
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა (ვეტერანის გარდაცვალებისას)
2.5
06 03 07
გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა
3.5
06 03 08
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0 დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
15.0
06 03 09
ყრუ-მეტყველების უნარის არ მქონე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა
4.0
06 03 10
დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა
62.4
06 03 11
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა
43.0
06 03 12
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა
12.8
06 03 13
მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0 დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
110.0
06 03 14
ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა
3.0
06 03 15
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა
5.0
06 03 16
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
25.0
06 03 17
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა
10.0
06 03 18
სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა
5.0
06 03 19
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა
5.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
305.4
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
„საზოგადოებრივი ჯანრთელობის შესახებ„ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შემდეგია:
ა) საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მათ შორის; ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების მიღების. შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურეობის მიმწოდებლებისათვის:
ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის გატარება ეპიდსაშიშროებისას:
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა.
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისგან:
1. გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კონტროლი
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
3. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით წყალმომარაგების, კანალიზაციის, დასუფთავების, ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის საკითხები.
4. პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკის მონიტორინგი
5. C ჰეპატიტის ელიმინაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება (სკრინინგი)
მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
პროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01
370.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების იმ წილის დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალ ტექნოლოგიური გამოკვლევა, გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა). გარდა 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0 დან 200.000 ის ჩათვლით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბავშვები, (0-დან 18-წლამდე) ასევე შშმ პირები, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაციას/რეაბილიტაციას სპეციალიზირებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების თანადაფინანსება დიფერენცირებულია და პაციენტის დაუფინანსებელ (გადასახდელ) წილში განსაზღვრულია:
ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0 დან 100000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 100 ლარიდან 500 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 101000 დან 200000 ჩათვლით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:
გ) 200 ლარიდან ღირებულების -70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა
დ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 200000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს:
ე) 250 ლარიდან 1000 ლარამდე, ღირებულების შემთხვევაში - 50%-ით
ვ) 1001 ლარიდან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში - 40%-ით
ზ) 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში - 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა.
თ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 ლარიდან 500 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში -70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შეჭირვებული მოსახლეობის უფასო კვება
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 01
117.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმწეო მდგომარეობაშია და განიცდის საკვები პროდუქტების სიმცირეს. მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელმიუწვდომელია სრულფასოვანი საკვები. გაუარესებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა, თანხის უდიდესი ნაწილი ეხარჯებათ მედიკამენტებში. აქვთ ცუდი საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური პირობები.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ერთი უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის, სადაც დღეში ერთხელ ყოველდღიურად იკვებება 50 ბენეფიციარი. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000-მდე.
მოსალოდნელი შედეგი
უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთა კვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სტიქიით (ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვ.) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 02
20.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად
(ხანძარი, ძლიერი ქარი, წყალდიდობა და სხვ.) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება, კერძოდ:
ა) საცხოვრებლის სრულად განადგურებისას - 4000 (ოთხიათასი) ლარი
ბ) თუ სტიქიისგან საცხოვრებელი უვარგისი გახდა საცხოვრებლად - 3000 (სამიათასი) ლარი
გ) სტიქიისგან ნაწილობრივ დაზიანებისას - 1500 (ათასხუთას) ლარამდე.
მოქალაქეთა მდგომარეობა სტიქიით (ხანძარი, ქარი, წყალდიდობა და სხვ.) დაზარალების შედეგად განსაკუთრებით მძიმეა, მათი ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება კი პირველ ეტაპზე ხელს უწყობს, მათ მოახდინონ საცხოვრებლის რეაბილიტაცია და შეძლონ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი
დაზარალებული ოჯახების ყოფითი პირობების ნაწილობრივი გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
დედ-მამით ობოლი ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 03
1.8
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი ბავშვები განსაკუთრებულ ზრუნვას და თანადგომას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია მათი სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება.
პროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლი ბავშვზე ერთჯერადი დახმარების გაწევა 400 ლარის ოდენობით
მოსალოდნელი შედეგი
დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახების თანადგომა.
პროგრამის დასახელება
კოდი
მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის დახმარების პროგრამა (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე).
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 04
20.5
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ბავშვები ან მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის შვილები დამატებით განსაკუთრებულ ზრუნვას და თანადგომას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია მათი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება-ხელშეწყობა.
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ბავშვების ან მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის ხელშეწყობა (ბავშვები 0-დან 18 წლის ასაკამდე) ერთჯერადი დახმარების გაწევა თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
მარჩენალდაკარგული ბავშვების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუბჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 05
40.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის მონაწილე ვეტერანების უმრავლესობას შერყეული აქვს ჯანმრთელობა, მუდმივად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამა.
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ომის მონაწილე ვეტერანების ხელშეწყობა, კერძოდ:
ა) II მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი - 1500 ლარი (წელიწადში ერთჯერ);
ბ) ასაკით პენსიონერი ომის მონაწილე ვეტერანი - 200 ლარი (წელიწადში ერთჯერ).
გ) ომის მონაწილე სხვა ვეტერანი -150 ლარი (წელიწადში ერთჯერ).
დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრზე: - 500 ლარი (წელიწადში ერთჯერ)
მოსალოდნელი შედეგი
ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა
პროგრამის დასახელება
კოდი
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა (ვეტერანის გარდაცვალებისას)
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 06
2.5
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახზე დასაფლავების ხარჯების გაწევაში მატერიალური თანადგომა. დასაფლავების ხარჯის გამღებ პირზე კანონმდებლობით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ომის მონაწილე ვეტენათა ოჯახების სოციალური მხარდაჭერა.
პროგრამის დასახელება
კოდი
გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამა.
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 07
3.5
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 2400 იძულებით გადაადგილებული პირი. მათ ოჯახებს ესაჭიროება მატერიალური და მორალური თანადგომა. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე დასაფლავების ხარჯების გაწევაში მატერიალური თანადგომა. დასაფლავების ხარჯის გამღებ პირზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 250 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
დევნილი ოჯახების ფინანსური დახმარება
პროგრამის დასახელება
კოდი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 08
15.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 50-მდე შშმ ბავშვი, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მზრუნველობას, მკურნალობას.
შშმ ბავშვთა ოჯახებზე პროგრამით გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამა უზრუნვეყოფს შშმ ბავშვების ხელშეწყობას
პროგრამის დასახელება
კოდი
ყრუ-მეტყველების უნარის არ მქონე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 09
4.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყრუ-მუნჯები და ,,ჩერნობილელები“, რომლებსაც გააჩნიათ შშმ პირის სტატუსები, მუდმივად საჭიროებენ დახმარებას და თანადგომას. მათ უმრავლესობას შერყეული აქვს ჯანმრთელობა. პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იმ ბენეფიციარების დახმარება, რომლებიც არიან ყრუ-მუნჯები და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები, კერძოდ: აღნიშნული სტატუსის მქონე პირებზე გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების სოციალური მხარდაჭერა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის დასახელება
კოდი
დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 10
62.4
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით ყოველწლიურად შეადგენს 7-15 პირს. 2025 წელს მათი რიცხვი გაიზარდა 27 ბენეფიციარამდე. მათ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ უწევთ გადაადგილება სამედიცინო დაწესებულებებში პროცედურების ჩასატარებლად, რომლებიც მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთაა. ტრანსპორტით გადაადგილება დაკავშირებულია ხარჯებთან, რაზეც მათ ხელი არ მიუწვდებათ. ყველა მათგანს გააჩნია მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსი.
პროგრამით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იმ ბენეფიციარების დახმარება, რომლებიც სარგებლობენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნულ პაციენტებზე გათვალისწინებულია ყოველთვიური დახმარება 200 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან მატერიალური დახმარებით. ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 11
43.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას, მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტებით მკურნალობა. პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 250 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
აღნიშნული სტატუსის მქონე ბენეფიციართა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქება.
პროგრამის დასახელება
კოდი
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 12
12.8
პროგრამის განმახორციელებელი
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შშმ ბავშვთა დღის ცენტრი, ა(ა)იპ კოალიცია ”სოციალური რეფორმებისათვის“ ახორციელებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის „დღის ცენტრების“ ქვეპროგრამას, დღის ცენტრი ითვალისწინებს 20-მდე შშმ ბავშვის მომსახურებას.
დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე შშმ ბავშვები მუდმივად საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, მზრუნველობას, სამედიცინო მომსახურეობას და ხელშეწყობას. ამ პროგრამის ამოქმედებით გაიზრდება შშმ ბავშვების და მათი მშობლების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა საჭიროებებზე.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვების ყოველკვარტალურად ერთჯერადად ფინანსური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 400 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
შშმ ბავშვთა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი აქტივობის ამაღლება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის სტიმულირება; გაზრდილი ხელმისაწვდომობა დღის ცენტრით სარგებლობაზე.
პროგრამის დასახელება
კოდი
მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტი შვილი 0 დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 13
110.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა მცირეა. ოჯახები (3 და მეტი შვილი) მუდმივად საჭიროებენ მატერიალური დახმარების გაწევას, კერძოდ: მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა, საკვები, გაუარესებული ყოფითი პირობები, მედიკამენტების შეძენა და სხვა. არსებული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები მუდმივად საჭიროებს მატერიალური დახმარების გაწევას, ოჯახი, რომელსაც ყავს 3 ან მეტი არასრულწლოვან ბავშვი პროგრამით გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.
მოსალოდნელი შედეგი
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმბჯობესების ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება.
პროგრამის დასახელება
კოდი
ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 14
3.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წელს გადაცილებული პირების წელიწადში ერთჯერ ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მოქალაქეები, რომელთა ასაკი არის 100 წელი ან მეტი. ისინი მუდმივად საჭიროებენ მზრუნველობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი ადამიანების და მათი ოჯახების თანადგომა.
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
პროგრამის დასახელება
კოდი
პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 15
5.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით. პროგრმის სამიზნე ჯგუფს განეკუთვენება 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირები, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება. შშმ პირთა უფლებების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად 2025 წლის იანვრიდან მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ პერსონალური ასისტენტის სერვისის დანერგვის აუცილებლობა. მომსახურებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა რეგულარული ასისტირების შემთხვევაში შეადგენს თვეში არუმეტეს 720 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში - თვეში არაუმეტეს 1560 ლარს. (3+1 ბენეფიციარი)
მოსალოდნელი შედეგი
შშმ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 16
25.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა მცირეა. ოჯახები რომლებსაც ყავს (1,2,3 და მეტი შვილი) მუდმივად საჭიროებენ მატერიალური დახმარების გაწევას, კერძოდ, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა, საკვები, გაუარესებული ყოფითი პირობები, მედიკამენტების შეძენა და სხვა. ოჯახი, რომელსაც შეეძინება ახალშობილი პროგრამით გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება პირველ ბავშვზე 150 ლარი. მეორე ბავშვზე 200 ლარი. მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 400 ლარის ოდენობით.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა
პროგრამის დასახელება
კოდი
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 17
10.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში, ბინის ქირის უზრუნველყოფით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო: დაინგრა, დაიწვა, არის ავარიული, საცხოვრებლად უვარგისი, ნგრევადი, სიცოცხლისათვის საშიში.
პირები რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქის (ოჯახის) დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 1 წლამდე ვადით - 300 ლარამდე.
ბ) ძალადობის მსხვერპლი პირი - 300 ლარი (ერთჯერადად)
მოსალოდნელი შედეგი
სხვადასხავა გარემოებებით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის შექმნილი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი ბენეფიციარების ოჯახების დახმარების პროგრამა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 18
5.0
პროგრამის განმახორციელებელი
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების ოჯახების დახმარება. პროგრამა უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახების დახმარებას 250 ლარით, სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებისას
მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა
დაფინანსება
ათას ლარში
06 03 19
5.0
პროგრამის განმახორციელებელი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის ისე მამაკაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, ახალგაზრდების. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების მდგომარეობის შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ჩამოყალიბებას, ინფორმირებას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კანონმდებლობაზე, ბავშვთა უფლებების დაცვაზე, ღონისძიებების დაგეგმვას თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სენსიტიური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე (დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების), უწყებათაშორისი კომისიასთან თანამშრომლობით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერას ადგილობრივი რესურსებით.
მოსალოდნელი შედეგი
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, ბავშვთა უფლებების დაც