„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2025 წლის 24 დეკემბერი ქ. ნინოწმინდა |
1. პირველი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას”.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ტურიზმის და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;
4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა“.
5. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა“.
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ტურიზმის და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილება.
1. ტურიზმის და ქალთა უფლებების დაცვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ტურიზმის ურთიერთობის საკითხთა მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, აღნიშნულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული ტურიზმის და გენდერული თანასწორობის ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გათვალისწინებით არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ახალი პროექტების განხორციელება;
დ) მუნიციპალიტეტში, ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალური პროგრამებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებთან მიმართებაში;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა“.
ზ) უფლებამოსილების ფარგლებში, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულება“.
7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.“
8. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი :
„მუხლი 11. დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
|