საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო საგენტოს" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1212
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.033.009.415
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 136, 04/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.009.415

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1212

2006 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №523 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის № 523 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №83 მუხ. 910) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საფინანსო სააგენტოს“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

1. სააგენტოს მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული ან სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება და/ან რეალიზაცია, სათანადო ღონისძიებათა კოორდინაცია და აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების მოწესრიგება.

2. სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთების, სახელმწიფო საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთების, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების გზით გადასული რეალიზაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთების და სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთების (შემდგომში – ქონება) აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას, განადგურებას, განაწილებას და/ან რეალიზაციას (გარდა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონებისა);

ბ) ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების სპეციალურ ნუსხას;

გ) ორგანიზებას უკეთებს ქონების რეალიზაციის პროცესს, მათ შორის ატარებს აუქციონებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.

3. სააგენტო უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელოს სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება სააგენტოს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას და ატარებს დამხმარე ხასიათს.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საფინანსო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვა და პროგნოზირება, ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ფინანსური ანგარიშების მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და სააგენტოზე გადმოცემული ქონების სპეციალური ნუსხის შედგენა, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეესტრის წარმოება ცალკეული სახეობების მიხედვით;

ბ) იურიდული სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, იურიდიული კონსულტაციების გაწევა სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში;

 გ) ეკონომიკური და ოპერატიული აღრიცხვის სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების მიღება, ტრანსპორტირება, შეფასების და განკარგვის ღონისძიებების კოორდინაცია და მონიტორინგი, აუქციონისა და ტენდერის ჩატარების ორგანიზება;

დ) ადმინისტრაციული სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვა და მის საფუძველზე საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა, სააგენტოს საკადრო, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხები (კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი