პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№308
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №308

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებით დამტკიცებულ „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესში“ (www.matsne.gov.ge, 19/09/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი:

ა) „ფ“ და „ს“  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

ფ) საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა – ორადგილიანი პარაპლანით ფრენა, რომლის განმახორციელებელ მფრინავს და მგზავრს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა ან სტუდენტის სტატუსი;

ს) საფრენი ინციდენტი - საფრენი ინციდენტად მიიჩნევა საფრენ აპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე, მაგრამ არ იწვევს პილოტის, მგზავრის ან მესამე პირის დაზიანებას.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“; „ჩ“ ; „ც“ და „ძ“ პუნქტები

შ) სერიოზული საფრენი ინციდენტი - მოვლენა, რომელმაც პილოტის, მგზავრის ან მესამე პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნა რეალური  საფრთხე, თუმცა შედეგად სიკვდილი ან სერიოზული დაზიანება არ დამდგარა;

ჩ) საფრენი შემთხვევა - ისეთი მოვლენა, რომლის შედეგად პილოტი, მგზავრი ან მესამე პირი იღებს:

ჩ.ა) სხეულის სასიკვდილო დაზიანებას; ან

ჩ.ბ) სხეულის სერიოზულ დაზიანებას.

ც) სასიკვდილო დაზიანება - დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საფრენი შემთხვევის დროს ან  რომელსაც მოცემული საფრენი შემთხვევიდან 30 დღის განმავლობაში შედეგად მოყვება გარდაცვალება;

ძ) სერიოზული დაზიანება - სხეულის დაზიანება, რომელსაც განიცდის პირი საფრენი შემთხვევის გამო და რომელიც მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ ფაქტორს:

ძ.ა) 48 საათზე მეტი ვადით ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, დაზიანების მიღების დღიდან 7 დღის განმავლობაში;

ძ.ბ) ძვლის ნებისმიერი მოტეხილობა (გარდა ხელის და ფეხის თითების ან ცხვირის მარტივი მოტეხილობისა);

ძ.გ) ნებისმიერი შიდა ორგანოს დაზიანება.“.

2. მე-5  მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სერტიფიკატი უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს. ამავე დროს უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მონაცემების მითითებით:

ა) ოპერატორის იურიდიული დასახელება;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი;

გ) საკონტაქტო მონაცემები;

დ) საფრენი ადგილები, სადაც ოპერატორი ოპერირებს;

ე) სერტიფიკატის მოქმედების ვადა და ნომერი;

ვ) ოპერირების სტატუსი საფრენ ადგილზე.

15.  სერტიფიკატს არ აქვს იურიდიული ძალა, თუ ელექტრონულ რეესტრში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი, ან ჩანაწერს აქვს სტატუსი: „სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია“ ან „გაუქმებულია“.“

3.  მე-9 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. საფრენი ადგილის სერტიფიკატი უნდა გაეგზავნოს განმცხადებელს. ამავე დროს, უნდა გაკეთდეს სპეციალური ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მსურველისთვის.“

4. მე-14 მუხლს მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს 71 პუნქტი:

 „71. პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდის თეორიული ნაწილი, პრაქტიკული გამოცდა უნდა დაენიშნოს თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი