„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №209 |
|
2024 წლის 19 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (www.matsne.gov.ge, 05/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ამოღებულ იქნეს 1-ელი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. 2. მე-2 მუხლის: ა) „დ“ და „ო“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საფრენი ადგილის ოპერატორი (შემდგომში – ოპერატორი) – ფიზიკური პირი, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე (შემდგომ – ინდივიდუალური მეწარმე) ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირის (შემდეგში – უფლებამოსილი პირი) მიერ გაცემულ შესაბამის სერტიფიკატს და წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზებასა და ზედამხედველობას უწევს ფრენების წარმოებას საფრენ ადგილზე;“; „ო) არაკომერციული ფრენა – ფრენა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ პირადი მიზნით, საზღაურის ან სხვა გასამრჯელოს მიღების გარეშე ერთადგილიანი პარაპლანით.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის და „ქ“ და „ღ“ქვეპუნქტები: „ქ) საექსპედიციო ფრენა – ფრენა, რომელიც სრულდება უფლებამოსილი პირის შესაბამისი სასერტიფიკაციო კომისიის წევრის მიერ ახალი საფრენი ადგილის სერტიფიცირების ან მოძიების ფარგლებში; ღ) საჩვენებელი ფრენა – ფრენა, რომელიც სრულდება შემდეგი პირობების დაცვით: ღ.ა) მფრინავს და მგზავრს გააჩნია მფრინავის მოქმედი მოწმობა; ღ.ბ) ასეთი სახის ფრენების დაგეგმვისა და წარმოების შესახებ უფლებამოსილ პირს წინასწარ ეცნობა ფრენის განხორციელებამდე და უფლებამოსილმა პირმა გასცა თანხმობა მას შემდეგ, რაც შეისწავლა მოთხოვნილი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. პარაპლანით ფრენების განხორციელების ზოგადი მოთხოვნები 1. ამ წესის შესაბამისად, პარაპლანით ფრენების წარმოებისთვის დადგენილი ზოგადი წინაპირობებია: ა) მფრინავს გააჩნია მოქმედი მფრინავის მოწმობა; ბ) ფრენას ორგანიზებას უწევს ოპერატორი; გ) ფრენა ხორციელდება რეგისტრირებული საფრენი ადგილიდან; დ) ფრენა ხორციელდება შემოწმებული აღჭურვილობით; ე) მფრინავს გააჩნია სავალდებულო დაზღვევა; ვ) ფრენა ხორციელდება შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. 2. კომერციული ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 3. არაკომერციული ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „დ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 4. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მფრინავის მოწმობის მქონე პირის მიერ არაკომერციული ფრენა უნდა შესრულდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ პირობით, რომ პირი ფრენების დაწყებამდე უფლებამოსილ პირს წარუდგენს საფრენი აღჭურვილობის მონაცემებს. აღნიშნული ფრენა უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 14 დღის ვადით. 5. საექსპედიციო და საჩვენებელი ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „დ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საჩვენებელი ფრენის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება უფლებამოსილი პირის ვებგვერდზე. 6. სპორტული ღონისძიების ფარგლებში განხორციელებული ფრენა უნდა შესრულდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „ე-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ პირობით, რომ მფრინავი უფლებამოსილ პირს წარუდგენს საფრენად ვარგის აღჭურვილობის მონაცემებს. აღნიშნული ფრენის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება უფლებამოსილი პირის ვებ-გვერდზე. 7. საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „დ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმ პირობით, რომ ტანდემ ფრენაში მონაწილეთაგან ერთ-ერთი არის I, IA ან A კატეგორიის მქონე მფრინავი, ხოლო მეორე სულ მცირე S კატეგორიის მქონე მფრინავი.“. 4. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) UIAA სტანდარტის სტატიკური სამაშველო თოკი, რომლის საჭიროება და პარამეტრები დამოკიდებულია საფრენი ადგილის რელიეფის სპეციფიკაზე, რასაც თითოეულ შემთხვევაში წყვეტს ოპერატორისა და საფრენი ადგილის ვარგისიანობის დამდგენი კომისია;“. 5. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ ინქეს. 6. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები: „18. ოპერატორი ვალდებულია, მფრინავის მოთხოვნის შესაბამისად, გასცეს ამ წესის მე-14 მუხლის 121 პუნქტით გათვალისწინებული ცნობა. 19. ოპერატორი ვალდებულია, უფლებამოსილ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს თავის საფრენ ადგილზე დაშვებული პილოტების ნაფრენი საათების ოდენობა, ელექტრონული ფორმით.“. 7. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-12 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ფრენების ხელმძღვანელი – I&FD.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“, „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ე.ა“, „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) S (Student) – საბაზისო კურსზე ჩარცხული მფრინავი, რომელსაც გააჩნია ინსტრუქტორის ან სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი;“; „ა.დ) CC (Cross Country) – მფრინავი, არანაკლებ, 21-კილომეტრიანი სამარშრუტო ფრენის უნარით;“; „ბ.ა) A(Assistant) – მფრინავი, რომელსაც გააჩნია ინსტრუქტორის ან სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი, PGS Single კატეგორიაში TS ქვეკატეგორია.“; „ბ.ბ) T – (Tandem) – მფრინავი, რომელსაც გააჩნია ინსტრუქტორის ან სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი, აქვს PGS Single კატეგორიაში არანაკლებ TS ქვეკატეგორია და PGT Tandem-ის კატეგორიაში A ქვეკატეგორია.“; „ე.ა) Instructor Assistant (IA) – მფრინავი, რომელსაც გააჩნია ინსტრუქტორის ან სასწავლო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, აქვს PGS Single კატეგორიაში არანაკლებ CC ქვეკატეგორია და PGT Tandem კატეგორიაში არანაკლებ T ქვეკატეგორია და საერთნო ნაფრენი გამოცდილება 100 საათი;“; „ე.ბ) Instructor (I) – მფრინავი, რომელსაც PGS Single კატეგორიაში აქვს CC ქვეკატეგორია, PGT Tandem კატეგორიაში აქვს T ქვეკატეგორია და არანაკლებ 150 საათი საერთო ნაფრენი გამოცდილება;“; „ე.გ) Flight Director (FD) – Instructor (I) ინსტრუქტორის კომპეტენციის კატეგორიის მქონე მფრინავი, რომელსაც აქვს ექსპედიციების, სპორტული და საჩვენებელი ღონისძიების ორგანიზების გამოცდილება;“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: ინსტრუქტორის ასისტენტის კურსი უნდა მოიცავდეს ჯამურად 50 სავარჯიშო დღეს, რაც მოიცავს „S“ „RS” „TS“ და „T“ კატეგორიების მოსამზადებელ ჯგუფებთან (თითოეულ კატეგორიაში 2-2 ჯგუფთან) ჩატარებულ სავარჯიშო დღეებს.“ 9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მფრინავმა ფრენის კატეგორია შეიძლება მიიღოს სამ შემთხვევაში: ა) თუ წარმატებით გაივლის საგამოცდო და აღიარების კომისიის დანიშნულ გამოცდას; „ა.ა) მფრინავს საგამოცდო წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGT(T) PPGS(A), PPGT(A); ა.ბ) საგამოცდო წესით მფრინავისთვის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მინიჭებისას საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para“, მიღებული 2021 წლის 1 მაისს; ბ) თუ საგამოცდო და აღიარების კომისია აღიარებს მფრინავის მიერ წარდგენილ სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ მფრინავის კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს; „ბ.ა) მფრინავს აღიარების წესით შესაძლებელია მიენიჭოს შემდეგი ქვეკატეგორიები: PGS(RS), PGS(TS), PGS (CC), PGT(T) PPGS(A,B,C), PPGT(A,B,C), ACRO (A,B,C), I&FD; ბ.ბ) მფრინავის კატეგორიისა და ქვეკატეგორიების აღიარების პროცესში საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) სარეკომენდაციო საკვალიფიკაციო მოთხოვნებით – „CIVL SafePro Para“, მიღებული 2021 წლის 1 მაისს. გ) თუ საგამოცდო და აღიარების კომისია მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მიანიჭებს კატეგორიას ამ წესის მე-151 მუხლით დადგენილი წესით.“. 10. მე-14 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიების მოსაპოვებლად, გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელიც ფლობს სასწავლო დაწესებულების ან ინსტრუქტორის მიერ გაცემულ, კონკრეტული კურსის გავლის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატს; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. გამოცდაზე დაიშვება პირი, რომლის ასაკი შეადგენს: ა) PGS (RS),PGS (TS) და PPGS (single) კატეგორიების შემთხვევაში – არაკლებ 16 წელს, მშობლის ან კანონიერი მეურვის წერილობითი თანხმობით. ბ) ყველა დანარჩენი სხვა კატეგორიების შემთხვევაში – არანაკლებ 18 წელს.“; გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თეორიული გამოცდისთვის საგამოცდო და აღიარების კომისიამ უნდა შეადგინოს სულ ცოტა 120 სპეციალური კითხვა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ოთხი სავარაუდო პასუხით. კითხვები უნდა მომზადდეს მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი თეორიული საგნებიდან.“ „6. თეორიული გამოცდა შედგება სულ მცირე 20 და არაუმეტეს 100 კითხვისგან. კითხვების რაოდენობას მოწმობის კატეგორიის შესაბამისად ადგენს საგამოცდო კომისია. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირმა სწორად უპასუხა კითხვების არანაკლებ 80%-ს.“; დ) მე-10- მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ პირმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა, უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გასცეს პარაპლანის მფრინავის მოწმობა კატეგორიის მითითებით და გააკეთოს ჩანაწერი შესაბამის ელექტრონულ რეესტრში. „11. პარაპლანის მფრინავის მოწმობა გაიცემა: ა) 3 (სამი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი არ აღემატება 60 წელს; ბ) 2 (ორი) წლის ვადით, თუ პირის ასაკი აღემატება 60 წელს. 12. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით, მფრინავმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს მოწმობის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – არსებული მოწმობის მოქმედების ვადის გასვლამდე, ხოლო განახლების შემთხვევაში არაუგვიანეს ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:“; ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“- „124“ პუნქტები: „121. PGT (T) კატეგორიის მოწმობის გაგრძელების/განახლების მსურველმა პირმა ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება (www.xcontest.org ან სხვა შესაბამის ვებგვერდზე ატვირთული IGC file) ტანდემში არანაკლებ 10 საათი ფრენის შესახებ ან ცნობა იმ ოპერატორისგან, რომლის მეშვეობით ახორციელებდა კომერციულ ტანდემფრენებს. ცნობა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ოპერატორთან განხორციელებული ფრენების შესახებ, კერძოდ, ადგილმდებარეობას, დროის პერიოდს და ნაფრენი საათების რაოდენობას. 122. პარაპლანის მფრინავის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით, მფრინავმა წარმატებით უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა. 123. ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოწმობის განახლების მიზნით პირმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს და გაიაროს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული კატეგორიის შესაბამისი საგამოცდო პროცესი. 124. PGT (T) კატეგორიის მოწმობის მფლობელი პარაპლანის მფრინავი ვალდებულია აღნიშნული კატეგორიის მოპოვებიდან ყოველი 12 კალენდარული თვის ვადაში უფლებამოსილ პირს წარუდგინოს ამ მუხლის 121 პუნქტით განსაზღვრული მტკიცებულება. აღნიშნული მტიკცებულების წარუდგენლობის შემთხვევაში არსებული მოწმობის მოქმედების ვადა შეჩერდება მტკიცებულების წარმოდგენამდე.“. 11. მე-15 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი: „31. სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის აღიარების მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელიც შედგება სულ მცირე 20 და არაუმეტეს 100 კითხვისგან. კითხვების რაოდენობას მოწმობის კატეგორიის შესაბამისად ადგენს საგამოცდო და აღიარების კომისია. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ პირმა სწორად უპასუხა კითხვების არანაკლებ 80%-ს.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საგამოცდო და აღიარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 6. პარაპლანის მფრინავის მოწმობის აღიარება ხორციელდება სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.“. 12. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე კატეგორიის მინიჭება 1. საგამოცდო და აღიარების კომისია უფლებამოსილია, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიანიჭოს მას შემდეგი კატეგორიები: ა) PGS single კატეგორიაში – CC (Cross Country); ბ) PGS single კატეგორიაში – S (Student); გ) PGT Tandem კატეგორიაში – A (Assistant); დ) Instructor Assistant (IA); ე) Instructor (I); ვ) FD (Flight Director). 2. პირმა, რომელსაც სურს პარაპლანის მფრინავის კატეგორიის მინიჭება ამ მუხლით დადგენილი წესით, განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) 3x4 ზომის ფოტოსურათი როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით (თუ კომპეტენცია უნდა დადასტურდეს პირველად); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები ამ წესის მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; დ) პრაქტიკულ გამოცდაზე დაშვების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ე) უფლებამოსილ პირთან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მოსაპოვებლად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე სულ მცირე 21-კილომეტრიანი მარშრუტის ფრენის დამადასტურებელი ჩანაწერი (ტრეკი). ამ კატეგორიის მოპოვების მსურველი პირის ასაკი განცხადებით მიმართვის დღის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 16 წელს; ზ) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიების მოსაპოვებლად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე სასწავლო დაწესებულების ან ინსტრუქტორის მიერ გაცემული ცნობა, სასწავლო კურსზე რეგისტრაციის შესახებ და მოწმობის დამზადების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; ამ კატეგორიის მოპოვების მსურველი პირის ასაკი განცხადებით მიმართვის დღის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 16 წელს; თ) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მოსაპოვებლად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ნაფრენი საათები, ტრეკები, რეზიუმე, ინსტრუქტორის ან პარაგლაიდინგის სფეროში დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილი/ცნობა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო და აღიარების კომისიის მოთხოვნის შესაბამისად. დამატებით, ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორის მოპოვების მსურველმა უნდა წარმოადგინოს სასწავლო კურსის სილაბუსი. ამ კატეგორიების მოპოვების მსურველი პირის ასაკი განცხადებით მიმართვის დღის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 18 წელს. 3. უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე კატეგორიის მინიჭების თაობაზე. 4. მფრინავს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები მიენიჭება 3 წლის ვადით, ხოლო „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები – ინსტრუქტორის ან სასწავლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ვადით. 5. საგამოცდო და აღიარების კომისიამ დაინტერესებული პირისთვის ამ მუხლით დადგენილი წესით პარაპლანის მფრინავის კატეგორიის მინიჭების შემთხვევაში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში ამ წესის მე-14 მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით.“. 13. მე-16 მუხლის „ს“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სავალდებულოა ერთადგილიანი ფრთა შემოწმდეს: ს.ა) 24 თვეში ერთხელ მაინც, თუ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული შემოწმების შედეგად პოროსიმეტრით აღებული მონაცემები არის „საუკეთესო“ ან „კარგი“. ს.ბ) 12 თვეში ერთხელ მაინც, თუ მწარმოებლის მიერ განსაზღვრული საგრანტიო ვადის გასვლის შემდეგ ჩატარებული შემოწმების შედეგად პოროსიმეტრით აღებული მონაცემები არის „საშუალო“, ან ფრთით ნაფრენი საათები გადააჭარბებს 300 საათს;“. 14. დანართი №3-ის: ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.დ“ და „ა.ა.თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა.დ) სასტარტო პოზიციაზე კანდიდატმა ფრთა უნდა გამოიყვანოს პირდაპირი ან რევერსული სტარტით, გააჩეროს, შეამოწმოს ფრთა ვიზუალურად და დარწმუნდეს მის გამართულობაში;“; „ა.ა.თ) კანდიდატმა დინამიკურ ნაკადში უნდა აიღოს სიმაღლე, რათა დაბრუნდეს სასტარტო მოედანთან და დაჯდეს ასაფრენ მოედანზე, შეასრულოს ე.წ. top landing;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა.მ“ ქვეპუნქტი: „ა.ა.მ) საფრენი ამოცანების შესრულების დროის შეზღუდვებს ადგენს საგამოცდო კომისია, შერჩეული საფრენი ადგილის მიხედვით.“; გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.ა - ა.ბ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ.ა) კანდიდატმა აფრენამდე უნდა შეამოწმოს ფრთა, ჯამბარები, დარწმუნდეს, რომ სათადარიგო პარაშუტის „ჩეკა” და სახელური გამოსაყენებლად მზადაა; ასევე დარწმუნდეს რადიოკავშირის გამართულ ფუნქციონირებაში; ა.ბ.ბ) კანდიდატი უნდა მოემზადოს ასაფრენად, აფრენის წინ დაათვალიეროს საჰაერო სივრცე, განსაზღვროს სტარტისთვის სწორი დრო; ა.ბ.გ) კანდიდატმა უნდა შეარჩიოს სწორი სასტარტო პოზიცია ამინდის შესაბამისად; ა.ბ.დ) კანდიდატმა აფრენამდე რადიოკავშირის საშუალებით უნდა გამოხატოს ფრენისთვის მზადყოფნა და ფრენების ხელმძღვანელის თანხმობით აფრინდეს; ა.ბ.ე) სასტარტო პოზიციაზე კანდიდატმა ფრთა უნდა გამოიყვანოს რევერსული სტარტით, გააჩეროს, შეამოწმოს ფრთა ვიზუალურად და დარწმუნდეს მის გამართულობაში;“; დ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ბ.ზ“ ქვეპუნქტი: „ა.ბ.ზ) საფრენი ამოცანების შესრულების დროის შეზღუდვებს ადგენს საგამოცდო კომისია, შერჩეული საფრენი ადგილის მიხედვით.“ ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.დ“ „ბ.ა.ზ“, „ბ.ა.მ“ და „ბ.ა.ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ზ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ი“, „ბ.ა.ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა.ი) დინამიკურ ნაკადში აიღოს სიმაღლე“; „ბ.ა.ლ) გამოვიდეს დინამიკური ნაკადიდან, დაბრუნდეს სასტარტო მოედანთან და დაჯდეს სასტარტო მოედანზე (აღნიშნული საფრენი ამოცანის შესრულების საჭიროებას წყვეტს საგამოცდო კომისია ადგილის და ამინდის შესაბამისად)“; თ) „ბ“ ქვეპუნტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ა.ტ“, „ბ.ა.უ“, „ბ.ა.ფ“ქვეპუნქტები: „ბ.ა.ტ) საფრენი ამოცანების შესრულების დროის შეზღუდვებს ადგენს საგამოცდო კომისია, შერჩეული საფრენი ადგილის მიხედვით; ბ.ა.უ) დაუშვებელია ამ კატეგორიის გამოცდაზე მგზავრი იყოს გამოსაცდელ პირზე უფრო მაღალი კატეგორიის მფლობელი ან ამავე კატეგორიის გამოცდაზე რეგისტრირებული პირი; ბ.ა.ფ) აფრენა უნდა შესრულდეს დამხმარე პერსონალის გარეშე.“; ი) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა.ზ“ქვეპუნქტი: „გ.ა.ზ) საფრენი ამოცანების შესრულების დროის შეზღუდვებს ადგენს საგამოცდო კომისია, შერჩეული საფრენი ადგილის მიხედვით.“; კ) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა.თ“ ქვეპუნქტი: დ.ა.თ) საფრენი ამოცანების შესრულების დროის შეზღუდვებს ადგენს საგამოცდო კომისია, შერჩეული საფრენი ადგილის მიხედვით.“; ლ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - მე-5 პუნქტები: „3. თითოეული კატეგორიის გამოცდაზე მფრინავს აქვს 2 ფალსტარტის უფლება. 4. თითოეული კატეგორიის გამოცდის ვერჩაბარების შემთხვევაში მფრინავს შეუძლია ხელმეორედ გავიდეს გამოცდაზე მომდევნო უახლოეს საგამოცდო დღეს. 5. თითოეული კატეგორიის გამოცდაზე საგამოცდო კომისია მთლიანობაში აფასებს მფრინავის მიერ შესრულებულ საფრენ ამოცანებს უსაფრთხოების კუთხით და აღნიშნულ კომპონენტს ანიჭებს შესაბამის ქულას.“. 15. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 16. დაემატოს დანართი №6. |
| მუხლი 2 |
1. PGT (T) კატეგორიის მფრინავის მოწმობის შემთხვევაში, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა ამ ბრძანების ამოქმედებამდე, გაიცემა ახალი მოწმობა 3 თვის ვადით, თუ მოწმობის მფლობელი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში მიმართავს უფლებამოსილ პირს და წარუდგენს ამ წესის 121 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებას ან ცნობას. აღნიშნული მოწმობის შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონულ რეესტრში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაცემული მოწმობა ჩანაცვლდება ახალი მოწმობით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოწმობის მფლობელმა პირმა უფლებამოსილი პირს ამ მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილი ვადაში წარუდგინა ამ წესის მე-14 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და აგრეთვე წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა. მოწმობის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება ელექტრონულ რეესტრში. |
| მუხლი 3 |
ბრძნება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|