განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2320.0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის პროექტი

04 00

განათლება

2,320.0

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

1,500.0

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

800.0

04 03

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

-

04 04

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის

ხელშეწყობა

20.0

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

დაფინანსება ათას ლარში

04 01

1500.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ  წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. წალკის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 11  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 430-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში, ჯამში, დასაქმებულია 63 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: სკოლამდელი ასაკის ბავშვების მომზადება სასკოლოდ.

მოსალოდნელი შედეგი

წალკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი  სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები სააღმზრდელო დაწესებულებებში.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 4

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

დაფინანსება
ათას ლარში

04 02

800.0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

წალკის მუნიციპალიტეტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

წალკის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არის განათლების ობიექტები, რომელთა ინფრასტრუქტურას არ ჩატარებია კაპიტალური რემონტი, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზებული შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა.

მოსალოდნელი შედეგი

2026 წელს რეაბილიტირებული შენობით ისარგებლებს 30-მდე აღსაზრდელი.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 4

პროგრამის დასახელება

კოდი

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

04 03

0

პროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნიციპალიტეტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება (შშმ პირების გადაადგილებისათვის  ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა).

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების განხორციელება

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლის მოსწავლეთათვის შექმნილი კომფორტული გარემო ზოგადი განათლების მისაღებად.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG 4

პროგრამის დასახელება

კოდი

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა

დაფინანსება ათას ლარში

04 04

20

პროგრამის განმახორციელებელი

წალკის მუნიციპალიტეტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამის წინადადებათა მომზადება და განხორციელება, შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია ქალთა და მამაკაცთა უფლებების   თანასწორობის თაობაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება და ქალთა საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმილია ღონისძიებები.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან

SDG