ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1490.0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1,490.0
06 01
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
190.0
06 02
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
1,300.0
პროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
დაფინანსება
ათას ლარში
06 01
190.0
პროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამა შედგება შემდეგი ქვეპროგრამებისაგან:
1. ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა) (მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი);
2. იმუნიზაცია;
3. ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.
პროგრამის მიზანი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება.
მოსალოდნელი შედეგი
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG 1, SDG 3
პროგრამის დასახელება
კოდი
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
დაფინანსება
ათას ლარში
06 02
1300.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
წალკის მუნიციპალიტეტი
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ბენეფიციარების:
ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) დახმარება;
ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება;
თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება;
ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;
კ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება;
ლ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება;
მ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება;
ნ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება (არასრულწლოვანი შვილის/შვილების ყოლის შემთხვევაში).
ო) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
პ) ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით.;
ჟ) კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
რ) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ს) კორონაროგრაფია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ტ) ბიოფსია, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
უ) პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT), რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება ან არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;
ფ) დედით ან მამით ობოლ ბავშვთა სკოლაში პანსიონური მომსახურება.
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური დონის ამაღლება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან
SDG