განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8302,2 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2026 წლის პროექტი

04 00

განათლება

8,302.2

04 01

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

7,655.9

04 02

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

300.0

04 03

სკოლისგარეშე დაწესებულებების ფუნქციონირება

346.3

04 03 01

ა(ა)იპ ,,სკოლისგარეშე დაწესებულებების გაერთიანება"

300.0

04 03 02

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში

46.3

04 04

საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

-

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 01

7655,9

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - საგარეჯოს სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება

პროგრამის  აღწერა

მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ერთ-ერთ ძირითდ პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 30 საბავშო ბაღი,სადაც რეგისტრირებულია 1335 აღსაზრდელი.  სულ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 457 თანამშრომელი, მათ შორის 411 ქალბატონია, 46 მამაკაცია (ტექპერსონალი), 76 აღმზრდელი და 75 თანაშემწე ემსახურება ბავშვთა აღზრდას,   ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი  სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის  შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

მიზანი 4- ხარისხიანი განათლება.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდება. სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 02

300.0

პროგრამის განმახორციელებელი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებიდან მიღებული ტრანსფერით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება საბავშვო ბაღების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე საპროექტო მომსახურების ხარჯი. 2026 წელს გაგრძელდება სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვის დაფინანსება, კერძოდ, სოფელ პატარძეულში N2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

მიზანი 4- ხარისხიანი განათლება, მიზანი 11-მდგრადი ქალაქები და დასახლებები.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

რეაბილიტირებული და აშენებული სკოლამდელი დაწესებულებები.

პროგრამის დასახელება

კოდი

სკოლისგარეშე დაწესებულებების ფუნქციონირება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 03

346.3

პროგრამის განმახორციელებელი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს  საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსებას და გამარჯვებულის წახალისებას ფულადი ჯილდოთი, მოსწავლე-ახალგაზრდობის (6-18 წლამდე) ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას,  მოზარდთა ინტერესების შესაბამისად წრეების , კლუბების შექმნის ხელშეწყობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენების პროგრამების განხორციელებას.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

მიზანი 4- ხარისხიანი განათლება

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

საგანამანათლებლო და შემეცნებით პროექტებში ჩართული ახალგაზრდების გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ - საგარეჯოს სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანება

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 03  01

300.0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ - საგარეჯოს სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ხელი შეუწყოს მოსწავლე ახალგაზრდებში პიროვნების ინდივიდუალური, შემოქმედებითი, ტექნიკური და მოქალაქეობრივი მიდრეკილების განვითარებას,  ისტორიულ-კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობის შესწავლას, ხელოვნების საფუძვლების ზიარებას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას,  განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენას და წახალისებას მუნიციპალიტეტის, რეგიონის, საქართველოს და საერთაშორისო  მასშტაბით,  კომპაქტურად დასახლებულ არაქართულენოვანი მოსახლეობის ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების და ისტორიის შესწალას, დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებას. ა(ა)იპ -ში დასაქმებულია 17 თანამშრომელი, მათ შორის 11 ქალბატონი, 6 მამაკაცი.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

მიზანი 4- ხარისხიანი განათლება

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

2026 წელს საგანამანათლებლო და შემეცნებით პროექტებში ჩართული ახალგაზრდების გაზრდილი რაოდენობა.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა განათლების სფეროში

2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში

04 03 02

46.3

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა

ქვეპროგრამაში გათვალისწინებულია:

საგარეჯოელი მოსწავლე/ ახალგაზრდების განათლების ამაღლების და ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა; საგარეჯოელი მოსწავლეების საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტ „დიდგორელში“ მონაწილეობის უზრუნველყოფა;  საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის ,,მასწავლებლის დღის'' მილოცვა; საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების ფულადი ჯილდოთი წახალისება(„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე); გარემოს დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების ფიზიკური, გონებრივი განვითარებისათვის გარემოსდაცვითი  ზოგადი  ცოდნის ამაღლება.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)

მიზანი 4-ხარისხიანი განათლება, მიზანი 5-გენდერული თანასწორობა, მიზანი 15- დედამიწის ეკოსისტემები.

ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

გაზრდილია მოსწავლე ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონ