კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6431,7 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
05 00
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
6,431.7
05 01
სპორტის სფეროს განვითარება
3,565.2
05 01 01
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
2,745.2
05 01 01 01
ა(ა)იპ - საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლა
113.2
05 01 01 02
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
1,550.0
05 01 01 03
რაგბის განვითარების ხელშეწყობა
701.9
05 01 01 04
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
380.1
05 01 02
სპორტული ღონისძიებები
167.0
05 01 03
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
653.0
05 02
კულტურის სფეროს განვითარება
2,545.0
05 02 01
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
1,980.8
05 02 01 01
ა(ა)იპ ,,საგარეჯოს ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა""
355.5
05 02 01 02
ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება"
1,625.3
05 02 02
კულტურის ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია, მშენებლობა
224.2
05 02 03
კულტურული ღონისძიებები
340.0
05 03
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
247.0
05 04
საგამომცემლო საქმიანობა
74.5
პროგრამის დასახელება
კოდი
სპორტის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01
3565.2
პროგრამის განმახორციელებელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა
მუნიციპალიტეტში სპორტი არის პრიორიტეტული, რაც გამოიხატება მერიის და შესაბამისი სამსახურის მიერ სპორტის განვითარების ხელშეწყობით, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში ტარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, რაც ძალიან პოპულარულია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობაში. შენდება ახალი და რეაბილიტაცია უტარდებათ არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 9- მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მასობრივად ჩაბმული ბავშვები და ახალგაზრდები სპორტულ სექციებში, მოწყობილი თანამედროვე , კარგად აღჭურვილი სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტები
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა-ა(ა)იპ. საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 01
113.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ საგარეჯოს N105 კომპლექსური სასპორტო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა
სპორტსკოლა მოიცავს ორ საცურაო აუზს, სადაც როგორც ბავშვები და მოზარდები ეუფლებიან ცურვის ოსტატობას, ასევე მოყვარულებსაც შეუძლიათ ისარგებლონ სპორტსკოლის მომსახურებით. სპორტსკოლაში დასაქმებულია 14 თანამშრომელი, მათ შორის 1 ქალბატონი, 13 მამაკაცი. სპორტსკოლაში 383 მოზარდი ეუფლება ცურვის ოსტატობას. 2026 დაგეგმილია ორი ტურნირის ჩატარება ცურვაში სასკოლო ასაკის ბავშვთა და უფროსებს შორის მუნიციპალური მაშტაბით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სპორტსკოლა (საცურაო აუზი) გამართულად ფუნქციონირებს მთელი წლის მანძილზე და გაზრდილია ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა- სპორტის განვითარების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 02
1550.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ საგარეჯოს სპორტული გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა
სპორტულ გაერთანებაში ფუნქციონირებს 11 სპორტის მიმართულება, ესენია: ძიუდო; სამბო; ქართული ჭიდაობა; ქალთა ძიუდო; თავისუფალი ჭიდაობა; ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; კრივი; ჭადრაკი; მკლავჭიდი; მხატვრული ტანვარჯიში; სპორტული აკრობატიკა. სპორტულ გაეთიანებაში სპორტის სახეობებს ეუფლება 660-მდე ბავშვი, აქედან 152 გოგონაა, 508 ვაჟი. გაერთიანებაში დასაქმებულია ს უ ლ 70 თანამშრომელი, მათ შორის 23 ქალბატონი, 47 მამაკაცი. 14 ადმინისტრაციული პერსონალი, 31 მწვრთნელ–მასწავლებელი, 20 ტექნიკური თანამშრომელი . მომავალ წელს გაერთიანება შეუფერხებლად და სრული დატვირთვით იფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა; იგეგმება ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. სპორტულ სექციებში გაერთიანებულ აღსაზრდელებს სამწვრთნელო პროცესი უტარდებათ კვირაში 2–ჯერ, 3-ჯერ - 5 ჯერ, პერიოდულად გადიან სპორტულ შეკრებებს, მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებებში და ტურნირებში საქართველოს მასშტაბით და მის გარეთ. მშობლების და აღსაზრდელების მოთხოვნაა და მომავალში იგეგმება სპორტის სხვადასხვა სახეობების დამატება, კერძოდ: კარატე, კალათბურთი, ფრენბურთი. კვლავაც მიმდინარეობს რამდენიმე სპორტდარბაზის მშენებლობა, რომლის გახსნაც დაგეგმილია მიმდინარე წელს. გათვალისწინებულია სპორტული დარბაზების აღჭურვა სპორტული ინვენტარით და მოხდება წარმატებული სპორტსმენების სპორტული ფორმებით უზრუნველყოფა. სპორტგაერთიანება გამართულად ფუნქციონირებს მთელი წლის მანძილზე და გაზრდილია მოზარდებისათვის ხელმისაწვდომობა სპორტული წრეებით სარგებლობის.
მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგები წარმოჩენილია ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სპორტგაერთიანება გამართულად ფუნქციონირებს მთელი წლის მანძილზე და გაზრდილია მოზარდებისათვის ხელმისაწვდომობა სპორტული წრეებით სარგებლობის.
მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგები წარმოჩენილია ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის გარეთ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა - რაგბის განვითარების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 03
701.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა)იპ რაგბის კლუბი ვეფხვები
ქვეპროგრამის აღწერა
რაგბის კლუბში ირიცხება 120 ბავშვი, სამომავლოდ გვინდა ამ ნიშნულის გაორმაგება, ამისთვის დაგეგმილი გვაქვს სკოლებში ვიზიტები და სხვადასხვა ღონისძიებები. ბავშვთა გაზრდილ რაოდენობას დასჭირდება კვალიფიციური მწვრთნელები, რაზეც ასევე ვაპირებთ ზრუნვას, რაგბის განვითარების ჯგუფთან ერთად იგეგმება ადგილობრივი მწვრთნელების გადამზადება. ეს ყოველივე გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს საშუალებას დიდი გუნდის შემადგენლობაში გვყავდეს 90-95% ადგილობრივი მოთამაშე, რომელბსაც ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი სავარჯიშო პირობებით. კლუბში დასაქმებულია სულ 64 ადამიანი,(ადმინისტრაცია-28 და მათ შორი ქალბატონი-3) და მოთამაშეები-36.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შესაფერისი უნარჩვევებით უზრუნველყოფილი მოთამაშეები დიდი გუნდის რიგებში, ასკობრივ გუნდებში ბავშვთა რაოდენობის ზრდა, სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა- ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 01 04
380.1
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
შ.პ.ს. საფეხბურთო კლუბი გარეჯი
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების და მოზარდების დაინტერესებას ფეხბურთით, ვინაიდან საფეხბურთო კლუბში გაიზარდა სხვადასხვა ასაკის ბავშვების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, საჭიროა მწვრთნელების დამატება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, რათა უკეთ მოხდეს ბავშვების დაოსტატება , კარგად აღჭურვილი სპორტული ბაზა ხელს შეუწყობს ბავშვებს მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატებში, შეჯიბრებებსა და ტურნირებში, გამოცდილების შეძენით შესაძლებლობა ექნებათ მაღალი შედეგის მიღწევის. კლუბში დასაქმებულია სულ 16 თანამშრომელი, მათ შორის 3 ქალბატონია, 13 მამაკაცი. ბავშვთა ფეხბურთის განვითრებას ემსახურება 10 მწვრთნელი. მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, საფეხბურთო ტრადიციების აღორძინება, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა.საფეხბურთო ტრადიციების აღორძინება.ქართული ფეხბურთის პოპულარიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 02
167.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება (მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“-თ, ქალთა (გოგონათა), შშმ პირთა და ომის ვეტერანთა ჩართვა სპორტის შესაბამის სახეობებში, სპორტის სხვადასხვა სახეობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გამოიხატება მერიის და შესაბამისი სამსახურის მიერ სპორტის განვითარების ხელშეწყობით, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში ტარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, რაც ძალიან პოპულარულია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობაში, საზოგადოებაში. წლის განმავლობაში, სპორტული ღონისძიებების ხარჯებიდან სპორტსმენებს უფინანსდებათ გზის და სამივლინებო ხარჯები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე. ყოველწლიურად ტარდება სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, რომლებშიც მონაწილეობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები; თამაშების ორგანიზებას და გამარჯვებული სკოლების ტრანსპორტირებას რეგიონულ და რესპუბლიკურ თამაშებზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია; მოზარდების ჩართვა მასობრივი სპორტის სახეობებში; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ სპორტული ღონისძიებებში გაზრდილია ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სპორტული ობიექტების აღჭურვა,რეაბილიტაცია,მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 01 03
653.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს არსებული სპორტული მოედნების და დარბაზების რეაბილიტაციას, შეკეთებას და ახლის მშენებლობას, ტრენაჟორების მოწყობას, 2026 წელს გათვალისწინებულია სპორტული ობიექტების მიმდინარე რემონტის ხარჯი, დასრულდება სოფელ ლამბალოში სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 9- მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მოწყობილია თანამედროვე , კარგად აღჭურვილი სპორტული მოედნები და ტრენაჟორები.
პროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სფეროს განვითარება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02
2545.0
პროგრამის განმახორციელებელი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამის მეშვეობით განხორციელდება კულტურის პოპულარიზაცია და გაიზრდება კულტურის ხელმისაწვდომობა, დაცული იქნება თვითგამოხატვის მრავალფეროვნება, ადგილობრივ ხელოვანებს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, უზრუნელყოფილი იქნება კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა და ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა, საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დაცვა და სხვადასხვა კულტურის შეუზღუდავი თვითგამოხატვისა და კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქალაქში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნება ხელშეწყობილია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა- ა(ა)იპ ,,საგარეჯოს ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 01
355.5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ - საგარეჯოს ჯ.ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების 1 სკოლა, სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარდთათვის 6 წლის ასაკიდან. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. სკოლაში დასაქმებულია 21 თანამშრომელი, მათ შორის 18 ქალბატონია, 3 მამაკაცია-ტექპერსონალი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 4- ხარისხიანი განათლება, მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლების შეუფერხებლად ფუნქციონირებს. გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა- ა(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 01 02
1625.3
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა.ი.პ. კულტურის ობიექტების გაერთიანება
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება
გაერთიანების ადმინისტრაცია, კულტურის სახლი, ტექნიკური სამსახური, საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ,გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი, რევაზ ინანიშვილის სახლ.მუზეუმი,ცენტრალური ბიბლიოთეკა, სამი სასოფლო ბიბლიოთეკა, ხუთი- სასოფლო კლუბი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის და საგალობლების სახელოსნო, ანსამბლი ბერიკაცები, ვოკალური ანსამბლი, უდაბნოს ქორეოგრაფი,სამხატვრო სახელოსნო. ბავშვთა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები,ბავშვთა თეატრალური სახელოსნო; სულ დასაქმებულია გაერთიანებაში 145 თანამშრომელი, მათ შორის 82 ქალბატონია, 63 მამაკაცი. 2026 წელს განხორციელდება 1 პრემიერა და 1 ძველი სპექტაკლი, ასევე თოჯინების თეატრში დაიდგმება 2 ახალი სპექტაკლი, ბავშვთა თეატრალურ სახელოსნოში დაიდგმება 2 სპექტაკლი. მოეწყობა სახალხო დღესასწაულები("ბერიკაობა, გოგლაობა, ვაჟაობა, რეზოობა), სხვადასხვა ღონისძიებები.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. ხელშეწყობილია კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურის ობიექტების აღჭურვა -რეაბილიტაცია,მშენებლობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 02
224.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სარეაბილიტაციო პროექტების შესყიდვას და ზოგადად კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას, 2026 წელს განხორციელდება ს.პატარძეულში "ბილანიშვილების კოშკი"-ს სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის პროექტის შესყიდვა, აგრეთვე , მუნიციპალიტეტის ტურისტული ბაზრის ცნობადობის და ტურისტების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით ქვეპროგრამაში გამოყოფილია 160,0 ათასი ლარი შემდეგ ტურისტულ ღონისძიებებზე: მედია ტური " ღვინის გზა", ყველის ფესტივალი უდაბნოში, მთის ფესტივალი, ჩაის ფესტივალი, ფოტო გადასაღები სივრცის მოწყობა ფერად უდაბნოში, პურის ფესტივალი, ვიდეოკამერის სტაბილიზატორის (გიმბალის) შესყიდვა, ბრენდირებული სუვენირების დამზადება, გარეჯობის სახალხო დღესასწაული, მცირე და საშუალო მეწარმებიისთვის ტრენინგი, ტურისტული მანიშნებლების მონტაჟი, ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობა, აგრო-ტურისტული ფესტივალი, ბერიკაობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. რეაბილიტირებული კულტურის ობიექტები, გაზრდილი ცნობადობა ადგილობრივი ტურისტული ობიექტების და პოტენციალის შესახებ.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
კულტურული ღონისძიებები
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 02 03
340.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო დღეებზე ღონისძიებების ჩატარებას, კეძოდ: სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“; საახალწლო; ღონისძიებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, სემინარები ისტორიისა და კულტურის სფეროში (ფოტოგრაფია, ფერწერა, ქართული ხუროთმოძღვრება და სხვ.) ; გამოფენები, კონკურსები(სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია); ჭაჭის ფესტივალი; თეატრალური ფესტივალი; საჩუქრების( წიგნები, სახატავი საშუალებების) შეძენა; გაზეთი „გურჯისტანის“ შეძენა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსახლეობისთვის; მასწავლებლის საერთაშორისო დღე; თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ (თანადაფინანსება); გიორგი ლეონიძის პრემია (საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს, თანადაფინანსება); პროექტი ,,ჩემი კუთხე"; ქართული სიმღერის ფესტივალის (ააიპ დემოსი) მუნიციპალური ტურის ჩატარება; საგარეჯოს სახალხო თეატრის 150 წლის იუბილე; მუსიკალური კონკურსი-ფესტივალი „გარეჯის ხმა“; კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა. პროგრამის განხორციელების შედეგად მოხდება კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების შემოქმედების წარმოჩენა, რის შედეგადაც გაიზრდება შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანების მოტივაცია.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული კულტურული ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელება, მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.
პროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 03
247.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული - განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამაში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების (ეთნიკური უმცირესობა,სოციალურად დაუცველები,ეკომიგრანტები, შშმ პირები) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, წახალისება, თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი პროექტები: მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება ახალგაზრდებში, ლეპტოპების შეძენა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, „გოგლაობა“ - ლიტერატურული კონკურსი „ნატვრის ხე“ (პოეზია, პროზა), წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილი, 3 დეკემბერი - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე, მერიის სტიპენდიანტი (ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ბაკალავრის/მაგისტრატურის საფეხური), „რეზოობა“ - ლიტერატურული კონკურსი „მირანდუხტ“ (პროზა),წარმატებული ახალგაზრდების ჯილდო, ახალგაზრდული კომიტეტის მხარდაჭერა, გამწვანების აქცია, (სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების) ხელშეწყობა, ფერწერის კონკურსი, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მხიარული სოფელი (გასართობი ღონისძიებები), ახალგაზრდული ბანაკი/ბანაკები (ტექნოლოგიური ბანაკი, კალიგრაფიის კონკურსი, სემინარი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის (სქილვილის ონლაინ კურსები), ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება (3 - 8 მარტი), წარმატებული ახალგაზრდების წახალისება/დაჯილდოება(გრანტი, უმაღლესი ქულა), სათამაშოები საახალწლოდ, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ფესტივალი, პროგრამის ფარგლებში ტრანსპორტით მომსახურება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 10- შემცირებული უთანასწორობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ახალგაზრდობისთვის შესაბამისი უზრუნველყოფილი გარემო, საზოგადოებაში ინტეგრირებული შშმ პირები.
პროგრამის დასახელება
კოდი
საგამომცემლო საქმიანობა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 04
74.5
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
შ.პ.ს. "საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო გაზეთი გარეჯის მაცნე"
პროგრამის აღწერა
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ საინფორმაციო გაზეთის გამოცემა, რომლის საშუალებით მოსახლეობას პერიოდულად( თვეში ორჯერ) მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. პრობლემა არის შემოქმედი მუშაკის, გაზეთის კორექტორის და გაზეთის დისტრიბუტორის შტატის არ ქონა. აღნიშნული შტატების დამატებით გაუმჯობესდება ინფორმაციის ოპერატიული მოძიება და გაზეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფართოდ გავრცელება და გაადვილდება მოსახლეობისათვის გაზეთის ხელმისაწვდომობა. შ.პ.ს.-ში დასაქმებულია 5 თანამშრომელი, მათ შორის 3 ქალბატონი, 2 მამაკაცი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 5- გენდერული თანასწორობა, მიზანი 16- მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
გაზრდილია გაზეთის ტირაჟი,მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაციები მიმდინარე სიახლეებზ