ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3798,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა
2026 წლის პროექტი
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
3,798.0
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
292.2
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
292.2
06 01 02
სოფლის ამბულატორიების ხელშეწყობა და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია
-
06 02
სოციალური დაცვა
3,505.8
06 02 01
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა დახმარების პროგრამა
608.8
06 02 01 01
პირველი და მეორე ახალდაბადებული ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა
26.9
06 02 01 02
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
80.0
06 02 01 03
ბავშვთა კვების პროგრამის დაფინანსება
30.0
06 02 01 04
უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა
20.0
06 02 01 05
შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა
138.9
06 02 01 06
შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა
278.8
06 02 01 07
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა
4.2
06 02 01 08
რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა
20.0
06 02 01 09
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა
10.0
06 02 02
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1,712.8
06 02 02 01
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა
812.8
06 02 02 02
მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა
480.0
06 02 02 03
ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა
350.0
06 02 02 04
ბიკარბონატიული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა
70.0
06 02 03
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება
637.0
06 02 03 01
ელექტროენერგიის და გაზის გადასახადის დაფინანსების პროგრამა
22.0
06 02 03 02
მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით დახმარების პროგრამა
360.0
06 02 03 03
სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისათვის საკვების გაცემა დღესასწაულებზე
180.0
06 02 03 04
მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა
25.0
06 02 03 05
ხანდაზმულ (95 და მეტი წლის) პირთა დახმარების პროგრამა
10.0
06 02 03 06
მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი და სოც დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
30.0
06 02 03 07
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის დროებით სარგებლობაში გადაცემულ ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა
10.0
06 02 04
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
42.6
06 02 05
უმწეოთათვის უფასო სასადილოების დაფინანსება
441.7
06 02 06
ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
10.0
06 06 07
წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა
27.9
06 06 08
სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსება
25.0
პროგრამის დასახელება
კოდი
ჯანმრთელობის დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01
292,2
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 01 01
292.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ა(ა) იპ საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ქვეპროგრამის აღწერა
ქვეპროგრამა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერიდან დელეგირებული ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის როგორიცაა: 1. ეპიდზედამხედველობა, მათ შორის: ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა, მალარიისა და პარაზიტოლოგიურ დაავადებათა კონტროლი; 2. იმუნიზაცია ; 3.ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა; 4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; 5. ”ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ , სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის“ კომპონენტით გასაწევი მომსახურების ვალდებულება. ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდება ცე-ჰეპატიტის. შიდსის და ტუბერკულოზის მუნიციპალური ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა. ა.ა.ი.პ.-ში დასაქმებულია 14 თანამშრომელი, მათ შორის 12 ქალბატონი, 2 მამაკაცია ტექპერსონალი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება. მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
პროგრამის დასახელება
კოდი
სოციალური დაცვა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02
3505,8
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
პროგრამის აღწერა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობა და სამედიცინო მომსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
პირველ და მეორე ახალდაბადებული ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 01
26.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
დახმარება გაიცემა პირველ და მეორე ახალშობილზე 500 (ხუთასი) ლარი, მესამე ბავშვზე 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად (დახმარების მიმღებია პირველი, მეორე და მესამე შვილი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარებით ისარგებლებს ორივე ტყუპისცალი.) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით, ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დემოგრაფიული მდგომარეობა-შობადობა გაუმჯობესებულია მატერიალური წახალისების გზით.
ქვპროგრამის დასახელება
კოდი
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 02
80.0
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ 1000 ლარიანი დახმარება, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის 18 წლამდე ასაკის.
დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება შობადობის მატერიალური წახალისების გზით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბავშვთა კვების პროგრამის დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 03
30.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების კვების პროგრამაში ჩართვამდე დაუფინანსდებათ 150 ლარამდე თანხა.სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 120 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე ყოველთვიურად დაუფინანსდებათ 150 ლარი. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირთა და შშმ პირთა სპეციალიზირებული საკვებით დახმარება, დახმარება გაიცემა ლიმიტის ამოწურვამდე 500 ლარამდე თანხით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ბავშვთა სოციალური დაცვა და აუცილებელი საკვები დანამატებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უდედმამო ბავშვების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 04
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) უდედმამო 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად მთელი წლის განმავლობაში.
ბ) დედით ან მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით ან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დედმამით ობოლ ბავშვთა საჭიროებების გათვლისწინება და მათი ფინანსური თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 05
138.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვებზე დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 06
278.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, 18 წლამდე შშმ ბავშვთა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ICD10 გონებრივი ჩამორჩენილობისა F70-F79), ფსიქიკური განვითარების დარღვევევბი F80-F89, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობა F90-F99 ჯგუფის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის თანხის დაფინანსება 500-დან -1000 ლარამდე.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და 18 წლამდე მოზარდების სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მომსახურების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 120 000-ის ჩათვლით. პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება. სერვისის მიწოდებისთვის ასანაზღაურებელი თანხა, არ უნდა აღემატებოდეს საკურორტო მომსახურების ღირებულებას.
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია დაფინანსება 400 ლარით. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
დ) შშმ პირების დასაქმების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სასწავლო კურსის დაფინანსება 1000 ლარამდე თანხით.
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების გაცემა მოხდება 100 ლარის ოდენობთ ყოველთვიურად.
ზ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის მიმწოდებელი ააიპ რეაბილიტაციის ცენტრი ,,სინერგია 2019“ -ის კომუნალური ხარჯები დაფინანსდება 2000 ლარით.
თ) სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვთა ქვეპროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირებული ააიპ „გეორგიანელი“-ს ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსება 20000 ლარით.
ი) კლინიკა ,,ლაიფი“-ის ბაზაზე არსებული შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის კომუნალური ხარჯების დაფინანსება 20000 ლარით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 07
4.2
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება. (ვისაც ყავს 18 წლამდე შვილი ან შვილები) დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 08
20.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებზე, რომლებზეც განხორციელდება რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, მათ ოჯახებს გაეწევა ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
ბ)სახელმწოფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება, შესაბამისი ორგანოდან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე, ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით.
გ) ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება.
დ) ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდათ საარსებო შემწობა განმეორებით გადამოწმების შედეგად.
ე) თვითმართველობის სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი ოჯახების გაძლიერება, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე და ფულადი დახმარების გაცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებს, რომელთა რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება განხორციელდება, სახელმწიფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა და მარტოხელა შეჭირვებულთა ოჯახების თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 01 09
10.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. ერთ ოჯახზე არაუმეტეს 700 ლარისა. დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია, რაც დამოკიდებულია ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 01
812.8
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 90%-ით არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან ასაკით პენსიონერი ან შშმ პირის სტატუსის მქონე, ასევე 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვს, სამკურნალო საოპერაციო 1500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაუფინანსდება 100% ით. აღნიშნულ პირებს სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა 1000 ლარამდე დაუფინანსდება ასევე 100 %-ით. სადიაგნოსტიკო თანხა 1000 ლარიდან ზევით დაფინანსდება თანხის 50% არაუმეტეს ათასხუთასი ლარისა.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 80 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნულ პირებს სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა დაუფინასდებათ თანხის 50 % არაუმეტეს 1000 ლარისა. სადიაგნოსტიკო თანხა 1000 ლარიდან ზევით დაფინანსდება თანხის 50% არაუმეტეს ათასორასი ლარისა.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, 18 წლამდე ასაკის პირებს, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ მიეკუთვნებიან დახმარების გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია. სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისიის მიერ.
დ) მე -5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, (გარდა სადიაგნოსტიკო კვლევებისა) თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან თუ აჭარბებს 3000 ლარს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 4000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 5000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით.
ე) სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური პაციენტების პროთეზის, ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში, ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების ყოველთვიური დაფინანსება. არაუმეტეს 120 ლარისა. (საჭიროების მიხედვით). 18 წლამდე შშმ ბავშვთა და სრულწლოვან შშმ პირთა ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება თვეში არაუმეტეს 80 ლარისა (საჭიროების მიხედვით).
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 02
480.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით (C00-C97)) მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 1000 ლარამდე თანხით.
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტების თანხა დაუფინანსდებათ ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 400 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების მედიკამენტების თანხა დაუფინანსდება ერთჯერადად ან ლიმიტის ამოწურვამდე 300 ლარი.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, 18 წლამდე ასაკის პირებს, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, ან/და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებულ მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ მიეკუთვნებიან დახმარების გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება მედიკამენტების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეებს, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისია. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა განმხილველი კომისიის მიერ.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა მედიკამენტების შეძენაზე ფინანსური დახმარების გზით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 03
350.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით ( C00-C97)) სტაციონარული, ამბულატორიული, პალიატიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობის დაფინანსება განისაზღვრება მოთხოვილი თანხის 90%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა (3000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე). თუ ონკოლოგიური ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის მოცულობა 3000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 4000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 5000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით.
ბ) სიმსივნული დიაგნოზის მქონე პაციენტებს (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით ( D00-D48)) სამედიცინო დახმარების გაწევა განისაზღვრება დაუფინანსებელი თანხის 70 % ით, არაუმეტეს 1000 ლარისა; სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება თანხის 50% არაუმეტის 800 ლარისა.
გ) ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით ( C00-C97)) სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 2000 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. (საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე).
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ბიკარბონატული ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 02 04
70.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობთ.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარების ხელშეწყობა. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ელექტრო ენერგიის და გაზის გადასახადის დაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 01
22.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვა განხორციელდება ყოველთვურად, დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს.
ა.ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება - 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა. ბ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.დ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება - 10 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.ე) მრავალშვილიანი ოჯახების, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადის დაუფინანსდება 15 ლარის ოდენობით; სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
ა.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-ის ჩათვლით) თვეში 10 ლარის ოდენობით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მოხმარებული ელექტრო ენერგიის და გაზის საფასურის ანაზღაურებაში ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოწყვლადი ჯგუფების გათბობის ხარჯით დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 02
360.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სოციალურად დაუცველ ოჯახებს (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (120 000 -ის ჩათვლით სარეიტინგო ქულამდე), ასევე ოჯახებს, რომელთა ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს ფულად დახმარებას, წლის განმავლობაში ერთჯერადად მიეცემათ საშეშე მერქნის შესაძენი თანხა 300 ლარის ოდენობით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური შესაძლებლობების გაზრდა ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისათვის.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების გაცემა დღესასწაულებზე
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 03
180.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სადღესასწაულოდ საკვები ამანათების გადაცემა განხორციელდება შერჩეულ სამიზნე ჯგუფებზე. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს სამსახურს და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება დახმარების მიმღებთა სიაში ბენეფიციარის მონაცემების შეტანა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკვების ხელმისაწვდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოსახლეობის ტრანსპორტირების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 04
25.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) სოფელი უდაბნოდან (კვირაში ორჯერ) ქალაქ საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება მთელი წლის განმავლობაში (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
ბ) დახმარების პროგრამით გამიზნული აქტივობების (სოციალურად დაუცველი ოჯახების უფასო ტრანსპორტირება სხვადასხვა კლინიკაში სკრინინგ პროგრამების ჩასატარებლად, ასევე პანდემიის დროს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აუცილებელი საკვების და საყოფაცხოვრებო საშუალებების სპეციალური ამანათების შესყიდვა–განაწილების ტრანსპორტირების განხორციელება.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 11- მდგრადი ქალაქები და დასახლებები.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სოფელ უდაბნოს მოსახლეობის ტრანსპორტით ხელშეწყობა უზრუნველყოფილია.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ხანდაზმულ (95 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 05
10.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
95 წელს მიღწეულ პირზე გაიცემა ერთჯერადი თანხა 500 ლარის ოდენობით.
100 წლის ხანდაზმულთათვის ერთჯერადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი
შედეგი
ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი და სოც დაუცველი მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 06
30.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩენილი მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე, იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო სახლში მცხოვრებ მიუსაფარი პირების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არაიდენტიფიცირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახის გარდაცვლილი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვისთვის დახმარება გაიცემა 500 ლარის ოდენობით. (დახმარების მიმღები სოციალურად დაუცველი ოჯახი რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით, სოციალურად დაუცველი გარდაცვლილი პირის შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი ერიცხება სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრს).
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებსთვის დაროებით სარგებლობაში გადაცემული ფართებში მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 03 07
10.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
მერიის ბალანსზე არსებული შენობა-თავშესაფრების დროებით სარგებლობაში გადაცემული ფართებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 04
42.6
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ბინის ქირით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თითოეულ კატეგორიაზე 300 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 05
441.7
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ა(ა)იპ ,,საგარეჯოს სათნოების სახლი"
ქვეპროგრამის აღწერა
ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება. დახმარება გაიცემა ყოველდღიურად საკვების სახით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარებისთვის.
ქ.საგარეჯოში უმწეოთათვის განკუთვნილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორი უფასო მუნიციპალური სასადილო ემსახურება სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ყოველდღიურად დღეში ერთჯერ ცხელი საკვებით უზრუნველყოფას. ყოველთვიურად ხდება მოსარგებლე პირთა რაოდენობაში ცვლილების შეტანა, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ცვლილება მენიუში საჭირო კალორაჟის გათვალისწინებით ბენეფიციართა მოთხოვნილებების საფუძველზე. მომსახურეობით ასევე ისარგებლებენ მარტოხელები, შრომისუუნარო პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი, მარჩენალდაკარგულთა ბავშვიანი ოჯახები, სადღესასწაულო დღეებში განხორციელდება ერთჯერადი საჩუქრების გაცემა. ა(ა)იპ -ში დასაქმებულია 15 თანამშრომელი, მათ შორის 11 ქალბატონი, 4 მამაკაცი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის უფასო საკვებით უზრუნველყოფა. კვებით უზრუნველყოფილი უკიდურესად შეჭირვებული მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 06
10.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
ა) საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის დახმარება გაიცმა 500 ლარის ოდენობით.
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებისთვის თითოეულ ოჯახზე გაიცემა 500 ლარი.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
ვეტერანებისა და მათი ოჯახების თანადგომა.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 07
27.9
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის“ ბაზაზე აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, განსაკუთრებული საჭიროებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით. ფილიალში დასაქმებულია 1 ქალბატონი, რომელიც მოხალისეების დახმარებით ახორციელებს საქმიანობას.
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 2-ნულოვანი შიმშილი, მიზანიG 3-ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, მიზანი 10-შემცირებული უთანასწორობა.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
საქმიანობათა ცენტრი აკმაყოფილებს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და ფუნქციონირებს პერსონალის, მოხალისეებისა და ბენეფიციარების თანამონაწილეობით.
ქვეპროგრამის დასახელება
კოდი
სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინასება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
06 02 08
25.0
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური
ქვეპროგრამის აღწერა
სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს რომლსაც ყავს ორი სტუდენტი, სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდნეტებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები ან და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (სარეიტინგო ქულა 120 000) უმაღლეს საგამანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრება 1000 ლარამდე თანხით. (პროგრამის მოსარგებლე სტუდენტებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი დახმარება).
კავშირი მდგრადი განვითარების მიზანთან (SDG)
მიზანი 1- სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 4- ხარისხიანი განათლება.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
სოციალურად დაუცველი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობ