ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.12.2025
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016595 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.11.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქალაქ ქობულეთის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ კასპის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე დაბა აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ჩხოროწყუს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის - გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №27
2025 წლის 26 დეკემბერი
ქ. ბორჯომი
ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის 35-ე, 42-ე, 43-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილებების შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული:
1. ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის;
ა) ტექსტური ნაწილი (დანართი №1);
ბ) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის რეგლამენტი (დანართი №2);
გ) ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმის გრაფიკული ალბომი (დანართი №3);
2. ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის;
ა) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის ტექსტური ნაწილი (დანართი №4)
ბ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის მართვის რეგლამენტი (დანართი №5);
გ) ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის გრაფიუკული ალბომი (დანართი №6);
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ბორჯომის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” 2019 წლის 29 ნოემბრის №94 დადგენილება (ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრციის კოდი 010250020.35.139.016352, 05/12/2019წ).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ფერაძე