მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.12.2025
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების
ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2025 წლის 26 დეკემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თანახმად №3 დანართისა.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები თანახმად №4 დანართისა.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 მარტის №3 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეელდარი თოდუა
დანართი №1
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
წინამდებარე წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება;
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება;
3. შესაბამისი ორგანიზაცია – მარტვილის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანო.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
მუხლი 3🔗. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. მცირეფასიან აქტივებზე (აქტივები, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე ნაკლებია) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1, ფორმა №2) და ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) შევსების წესი არ ვრცელდება.
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამტკიცებს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა.
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
7. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
8. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 4🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ქონების ჩამოწერის შემდეგ ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებად ითვლება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილი და გამოუსადეგარი აქტივების, მიღება ჩაბარების აქტით, ნაგვის გადამზიდი შესაბამისი პირისთვის გადაცემა
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
დანართი №2
მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული, მათ შორის, სარგებლობაში გადაცემული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული მათ შორის სარგებლობაში გადაცემული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი, მათ შორის, ორგანიზაციისთვის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. ორგანიზაცია – მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
მუხლი 3🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. მცირეფასიან აქტივებზე (აქტივები, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე ნაკლებია) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1, ფორმა №2) და ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) შევსების წესი არ ვრცელდება.
5. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს.
6. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების – ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით;
ბ) უძრავი ქონების – მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
7. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ითანხმებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
8. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
9. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
10. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
მუხლი 4🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებად ითვლება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილი და გამოუსადეგარი აქტივების, მიღება ჩაბარების აქტით, ნაგვის გადამზიდი შესაბამისი პირისთვის გადაცემა.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
დანართი №3
მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი, მათ შორის საწარმოსთვის, მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. საწარმო – მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად საწარმოში, ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის საწარმოს ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.
მუხლი 3🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა.
2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას.
3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.
4. მცირეფასიან აქტივებზე (აქტივები, რომლის ღირებულებაც 500 ლარზე ნაკლებია) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (ფორმა №1, ფორმა №2) და ლიკვიდაციის აქტების (ფორმა №3) შევსების წესი არ ვრცელდება.
5. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:
ა) მოძრავი ქონების - საწარმოს ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით , მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით;
ბ) უძრავი ქონების - მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით საწარმოს ხელმძღვანელის წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას ითანხმებს საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვისა და მასზე დართული შესაბამისი მასალების (ჩამოსაწერი ობიექტების ნუსხა, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენის ან/და ლიკვიდაციის აქტები) საფუძველზე.
7. საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე.
8. ჩამოწერის შემდეგად მიღებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს საწარმოს ბალანსზე.
9. საწარმოს საკუთრებაში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს.
მუხლი 4🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
მუხლი 5🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურებად ითვლება, შესაბამის ორგანიზაციის მიერ ჩამოწერილი და გამოუსადეგარი აქტივების, მიღება ჩაბარების აქტით, ნაგვის გადამზიდი შესაბამისი პირისთვის გადაცემა.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
დანართი №4
ფორმა №1
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით
ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება ------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები
ფაქტობრივი მდგომარეობა
N
ძირითადი საშუალებებს დასასელება
ნომენკლ/შტრიხ-კოდი #
ექსპლუა-ტაციაში შესვლის წელი
თვით-ღირ-ებულე-ბა*
სასარგე-ბლო მომსახუ-რების ვადა
აკუმუ-ლირე-ბული ცვეთა (ლარ)
გაუფა-სურება
საბალა-ნსო ღირე-ბულება
თვით-ღირე-ბულება
სასარ-გებლო მომსა-ხურების ვადა
აკუმულირე-ბული ცვეთა (ლარ)
გა-უფა-სუ-რება
საბალან-სო ღირე ბულება
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
*შენიშვნა: თვითღირებულება მოიცავს სასარგებლო
მომსახურების ვადის განმავლობაში
არსებით გაუმჯობესებას
კომისიის წევრი: 1. ------------------ ვამტკიცებ:
2. ------------------ კომისიის თავმჯდომარე
3. ------------------
4. ------------------
ფორმა №2
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი
ღირებულების დადგენის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით
ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება --------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
№
დასასე-
ლება
ნომენკლ/
შტრიხკოდი #
შეძენის / გადმოცემის თარიღი
საწყისი ღირებუ-
ლება
რაოდე-
ნობა
ცვეთის წლიური ნორმა%
წლიური ცვეთა
ნაგროვი ცვეთა
ნარჩენი ღირებუ-
ლება
მდგომარეობა
(დამთავ-
რებული/
დაუმთავ-
რებელი)
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
კომისიის წევრი: 1. ------------------
2. ------------------
3. ------------------
4. ------------------
ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე ------------------------------
ფორმა №3
ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტი
20 წლის --------------------------------------------------------------- მდგომარეობით
ორგანოს, დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის, წარმომადგენლობის დასახელება --------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
№
დასასხელება
ნომენკლ/
შტრიხკოდი #
შეძენის / გადმოცემის თარიღი
საწყისი ღირებულება
რაოდენობა
ცვეთის წლიური ნორმა%
წლიური ცვეთა
ნაგროვი ცვეთა
ნარჩენი ღირებულება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შექმნილი 20 წ ------- --------------------- N -------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ---------- საფუძველზე,
რომელმაც დაათვალიერა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი: ---------------------------------------------------------------------------------------------
2. საწყისი საბალანსო ღირებულება: --------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) -----------------------------------------------; ბ) --------------------------------------------; გ) ------------------------------------------------------
კომისიის დასკვნა: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის წევრი: 1. ------------------
2. ------------------
3. ------------------
ვამტკიცებ:
კომისიის თავმჯდომარე ------------------------------
ბ. ა.
ფორმა №3 -ის გაგრძელება
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
დანახარჯების ლიკვიდაცია
ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება
დანახარჯების ჩამონათვალი
თანხა (ლარი)
დოკუმენტაციის დასახელება
ფასეულობათა სახეები
რაოდენობა
თანხა
1
2
3
4
5
6
7
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: ---------- (--------------------------------------------) ლარი
ლიკვიდაციის შედეგი: -----------------------------------------------------------------------------------
მთავარი ბუღალტერი -------------------------- “ -----” ------------------------ 20 წელი
კომისიის თავმჯდომარე ---------------------------
ბ. ა.