1. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამასთან 2026 წელს განხორციელდება საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზრდა საშუალოდ 10%-ით.
2. 2026 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია შეზღუდოს ჯილდოებისა და დანამატების გაცემა შესაბამისი წინადადებათა განხილვის შედეგა