მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რაც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯების, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წყაროს, თანამდებობრივ სარგოს, კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებულ დანამატს, ჯილდოს და წახალისების სხვა ფორმას. პრიორიტეტი ასევე მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, თავდაცვის ღონისძიებების, სესხის მომსახურების და ვალების დაფარვის ხარჯებს.
კოდი
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება
2026 წლის დაფინანსება
ათას ლარში
01 00
18266,5
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მუნიციპალური ვალდებულებების მომსახურებას, საბიუჯეტო პროცესის განვიტარებას.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა
მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე
მოსალოდნელი შედეგი
მერიის მიერ მოსახლეობისათვის გაწეული სერვისების გაუმჯობესება, მომსახურების მიღების გამარტივება. საბიუჯეტო პროცესის დახვეწა. ვალდებულებების მომსახურება.