ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 16327,1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

ათას ლარში

პროგრამული კოდი

დასახელება

2026 წლის გეგმა

02 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

16,327.1

02 01

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

1,142.6

02 01 01

გზების მშენებლობა რეაბილიტაცია
და მოვლა შენახვა

500.0

02 01 02

ხიდების მშენებლობა რეაბილიტაცია

200.0

02 01 03

საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება

442.6

02 02

წყლის სისტემის განვითარება

850.0

02 02 01

წყლის სისტემის რეაბილიტაცია
და ექსპლოატაცია

450.0

02 02 02

სანიაღვრე არხების მშენებლობა
რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

400.0

02 03

გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია

1,400.0

02 04

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება

4,708.7

02 04 01

მუნიციპალური ტრანსპორტის
ხელშეწყობის პროგრამა

4,708.7

02 04 02

საზოგადოებრივი დანიშნულების მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისა და გაფართოების პროგრამა

0.0

02 05

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

200.0

02 06

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

522.8

02 07

საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა

5,962.0

02 07 01

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებათა უზრუნველყოფის პროგრამა( მათ შორის მწვანე ბიუჯეტი 100.0 ათ.ლარი)

5,800.0

02 07 02

ადმინისტრაციული,საცხოვრებელი სახლების და მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა

0.0

02 07 03

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობა და შეძენა

162.0

02 08

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოპულარიზებისკენ მიმართული
აქტივობების კოორდინირება

30.0

02 09

რგფ-დან მგფ-დან განსახორციელებელი
პროექტების თანადაფინანსება

500.0

02 10

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო
ღონისძიებების პროგრამა

100.0

02 11

სამშენებლო ზედამხედველობის და
ექსპერტიზის ხარჯები

20.0

02 12

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის ხარჯი

300.0

02 13

მიწების საკადასტრო ნახაზების შედგენის
და ქონების შეფასების ხარჯები

20.0

02 15

საინვესტიციო პროექტების, დონორებთან ურთიერთობის და ტურიზმის
ხელშეწყობის პროგრამა

71.0

02 16

სამოქალაქო ბიუჯეტი

500.0

პროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 01

1142,6

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია გზების და ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საავტომობილო გზებისა  და  საგზაო  კომუნიკაციების,  ხიდების სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებულია საგზაო ინფრასტრუქტურა,  უზრუნველყოფილია ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ადაპტირებულია ქალაქის ქუჩების ნაწილი და შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი ფიზიკური გარემო შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთათვის.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა- შენახვა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 01 01

500,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია გზების და ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საავტომობილო გზებისა    და    საგზაო  კომუნიკაციების,   ხიდების სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.გარდა ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებისა 2026 წელს გაგრძელდება რეგიონული განვითარების ფონდით დასაფინანსებელი პროექტების განხორციელება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

გაუმჯობესებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული გზების მოვლა-პატრონობა და გახანგრძლივებულია გზების ექსპლუატაციის ვადა, კეთილმოწყობილია მოსაცდელები; უზრუნველყოფილია მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 01 02

200,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ხიდების რეაბილიტაცია, ახალი ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი შედეგი

ადმინისტრაციულ ერთეულებში მოწესრიგებული და ახლად მოწყობილია საკომუნიკაციო ობიექტები, რაც ხელს უწყობა მოსახლეობის შეუფერხებელ, კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ნიშნები

და უსაფრთხოება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 01 03

442,6

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

საგზაო მოძრაობის ორგანიზება ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებისათვის. მოსწავლეთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ფეხით უსაფრთხო გადაადგილება სკოლების და საბავშვო ბაღების მისასვლელ მონაკვეთებში, სატრანსპორტო საშუალებების დროული ,შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მოწყობილია დასახლების აღმნიშვნელი აბრები კომფორტული გადაადგილება.

1.საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების შეძენა-მონტაჟი,2. გზების ჰორიზონტალური და ვერტიკალური მონიშვნის სამუშაოები,3. სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების შეძენა,4. ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შეძენა-მონტაჟი, ახალი საგზაო ნიშნების განთავსება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

5.ზუგდიდის ადმ.საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (m2 da m3) კატეგორიების ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის, გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და ნებართვის რეგულირების წესის დამტკიცების დადგენილების ნიმუშის შემუშავება და წარდგენა საკრებულოში დასამტკიცებლად

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნების განახლება.

7. საპარკინგე სისტემის მოწესრიგება და მონიტორინგი.

8. ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელების მოწყობის და ტაბლოების შესყიდვაზე ტენდერის გამოსაცხადებლად დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახელების აღმნიშვნელი აბრები; მგზავრთა გაუმჯობესებული და უსაფრთხო გადაადგილება; შემცირებული საცობები;
გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები.

პროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის განვითარება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 02

850,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა. პროგრამა ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. ასევე სანიაღვრე არხების მოწყობასა და რეაბილიტაციას.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში გამართულად ფუნქციონირებს წყალმომარაგების არსებული სისტემა და მოსახლეობა ნაწილი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. გამართულად ფუნქციონირებს სანიაღვრე სისტემები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

წყლის სისტემის რეაბილიტაცია

და ექსპლოატაცია

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 02 01

450,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების სრულ რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. მათ შორის, პრიორიტეტულია მოსახლეობის ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა წლის ნებისმიერ პერიოდში. პროგრამა ხორციელდება მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. პროგრამის მიზანია:

- მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში არსებობედეს წყლის სტაბილური მიწოდება;

-  მუნიციპალიტეტის ყველა ოჯახს გააჩნდეს შეუფერხებლი წვდომა და იღებდეს წყალს;

- წყლის სისტემების ექსპლოტაცია მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში და წარმოქმნილი გაუმართაობები აღმოფხვრილი იქნას დროულად.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი შედეგი

მოწესრიგებული, განახლებული და ახლადმოწყობილია წყალგაყვანილობის ქსელი და ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემის საშუალებით მოსახლეობა უზრუნველყოფილია სანიტარული ნორმების შესაბამისი უსაფრთხო წყლით.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 02 02

400,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სანიაღვრე ქსელის გაფართოება და გამტარუნარიანობის გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია, ასევე ახალი წყალსაწრეტი არხების და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი შედეგი

მოწყობილია გამტარუნარიანი სანიაღვრე ქსელი და მოსახლეობისთვის შექმნილია  უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები.

პროგრამის დასახელება

კოდი

გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 03

1400,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ქუჩების განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მუნიციპალიტეტის გზებზე და შიდა ეზოებში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 3 - ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

მოწყობილია გარე განათების ქსელი და შექმნილია პირობები ღამის საათებში მოსახლეობის (ქალების, ბავშვების, ხანდაზმული და შშმ პირთა) უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალური ტრანსპორტის

ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 04 01

4708,7

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური ხელშეწყობა ემსახურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; მგზავრების გადაყვანის შეღავათიან და კომფორტული პირობების შექმნას. გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა სრულად, ავტობუსების გაჩერების ადგილებზე სპეციალური ნიშნების დამონტაჟება. მძღოლებისა და კონტროლიორების სპეციალური ფორმების შეძენა განახლება წელიწადში ერთხელ.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაყვანა

პროგრამის დასახელება

კოდი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 05

200.0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, ამხანაგობების საერთო ქონებების ექსპულატაციისა და განვითარების მიზნით, ბმა-ს მიერ წარმოდგენილი პროექტებით-რეაბილიტაციის, აღდგენის და მოწყობის სამუშაოების დაფინანსება-განხორციელება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

საცხოვრებელი კორპუსების საექსპლუატაციო ვადის  გაზრდა; მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს  შექმნა;

მოწესრიგებული, რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა.

პროგრამის დასახელება

კოდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 06

522.8

პროგრამის განმახორციელებელი

მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ადმინისტრაციული ერთეულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა. პროექტის კონკრეტული მიზნებია:

სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია;

წყალმომარაგების სისტემების მოწყობა;

გარე განათების სისტემების მოწყობა;

სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია;

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია;

სკვერების და პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული თანხები მიიმართება ადმინისტრაციული ერთეულების პირველი რიგის მცირე ინფრასტრუქტურულ საჭიროებათა დასაფინანსებლად. გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოფლის შიდა გზების (მოხრეშვა), გარე განათების, სკვერების, წყალმომარაგების სისტემების, სანიაღვრე არხების, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება

პროგრამის დასახელება

კოდი

საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 07

5962,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა; საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურული სივრცეების მოწესრიგება და განვითარება;

მოსახლეობის დასვენებისა და გართობისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა; დაგეგმილია საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება: პარკებისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია; განხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა: სანიაღვრე არხების, შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელის, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოწყობა, შეკეთება და მოვლა-პატრონობა და სხვა. შშმ პირთათვის ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით დაგეგმილია საზოგადოებრივი ობიექტების ადაპტირება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

მუნიციპალიტეტში მოწესრიგებულია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები

პროგრამის დასახელება

კოდი

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 07 01

5800,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის ცენტრი"

პროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და თვითმმართველი ერთეულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ობიექტების კეთილმოწყობა და მოვლა. კერძოდ, გარე განათების ქსელის მოწყობა, არსებულის მოვლა, ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია; სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; შადრევან-აუზების მოვლა, ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია; ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია; გამწვანების ზოლების მოწყობა; ხეებისა და მცენარეების დარგვა, ჩანაცვლება და მოვლა-პატრონობა; შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელის, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოწყობა, შეკეთება და მოვლა-პატრონობა; გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია; სადღესასწაულო დღეებში გაფორმების ღონისძიებების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმწეო და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მიზნობრივი მომართვის საფუძველზე საცხოვრებელი შენობის მცირე შეკეთებითი სამუშაოების ჩატარება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის“ წესის შესაბამისად სამუშაოების ჩატარება.

პროგრამის ფარგლებში, ასევე შეიქმნება არარეგისტრირებული კავშირები (ე.წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები), რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვებით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალური         ინფრასტრუქტურის       ფუნქციონირების       და       მოვლა-პატრონობის ეფექტიანობის ამაღლება;

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სასოფლო ადმინისტრაციული ერთეულების გაუმჯობესებული იერსახე;

ბუნების სტიქიისა და შესაძლო რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად მოსახლეობისათვის შესაძლო ზიანისა და მატერიალური ზარალის მიყენების შემცირებული რისკები;

კეთილმოწყობილი და დასუფთავებული სასაფლაო მეურნეობა;

მწვანე ბიუჯეტი ხელს შეუწყობს მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს განხორციელებული პროექტების მდგრადობას (მოქალაქეებს შესძენს მათი ინიციატივით განხორციელებული პროექტებისადმი მესაკუთრეობის განცდას), ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის ტიპის დასახლებისთვის დამახასიათებელ ურბანულ გარემოში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების კეთილმოწყობა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 07 03

162,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებრივი აქტივების კერძოდ  კაპიტალური შენობებისა  და  ნაგებობების  კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა. აღნიშნულ შენობებში შშმ პირთათვის ადვილად შეღწევადობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შუალედური შედეგი

ხარისხობრივი თვალსაზრისით გაუმჯობესებული მუნიციპალური აქტივები.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პოპულარიზებისკენ მიმართული აქტივობების კოორდინირება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 08

30.0

პროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივი საქმიანობის განხორციელება: საინფორმაციო-სარეკლამო საშუალებების გამოყენება; ბუკლეტების დამზადება- გავრცელება; ტურისტული მომსახურების ( გიდების, ექსკურსიამძღოლების გადაადგილებისათვის სატრანსპორტო მომსახურების და სხვა) უზრუნველყოფა; რეგიონში ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების ტურების შეთავაზება-მომსახურება; დონორებთან მუშაობა ფინანსური მხარდაჭრის (გრანტები) საკითხებზე.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე

მოსალოდნელი შედეგი

მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობის ამაღლება;

ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების, ვიზიტორებისა და დამსვენებლების გაზრდილი ოდენობა;

დონორების დაინტერესება მხარის ღირსშესანიშნაობებით.

პროგრამის დასახელება

კოდი

რგფ-დან მგფ-დან განსახორციელებელი

პროექტების  თანადაფინანსება

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 09

500,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური და ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სახსრებით განხორციელდება ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა გზების მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და სხვა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მოსალოდნელი შედეგი

უზრუნველყოფილია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება;

პროგრამის დასახელება

კოდი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო

ღონისძიებების პროგრამა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 10

100.0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების დროს მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო ფინანსურ-მატერიალური საფუძვლების შექმნა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიეტქების აღდგენა-რეაბილიტაცია დაფინანსედება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 1 - სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

ლიკვიდირებულია სტიქიით  გამოწვეული შედეგები და უზრუნველყოფილია  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-ფუნქციონირება

პროგრამის დასახელება

კოდი

სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის და

ექსპერტიზის ხარჯები

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 11

20.0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ინსპექტირების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის მიზნით საექსპერტო მომსახურების შესყიდვა, შენობა-ნაგებობების და საინჟინრო კომუნიკაციების ტექნიკური მდგომარების შესახებ ექსპერტიზების მომზადება;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხის და მოცულობის შესაბამისობის კონტროლი

პროგრამის დასახელება

კოდი

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ხარჯები

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 12

300,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის  სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სხვადასხვა სახის პროექტებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა

მიზანი 9 -  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობა

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

უზრუნველყოფილია კაპიტალური სამშენებლო პროექტების შეუფერხებლად და ხარისხიანად განხორციელება;

პროგრამის დასახელება

კოდი

მიწების საკადასტრო ნახაზების შედგენის

და ქონების შეფასების ხარჯები

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 13

20,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ქონების მართვის  განყოფილება

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია მუნიციპალური ქონების ეფექტურად მართვა და განკარგვა. ქვეპროგრამით      განხორციელდება      მუნიციპალიტეტის      დაგეგმარების     შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შემდგომ გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მომზადება, შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა, აღრიცხვაზე ასაყვანი ქონების  შეფასება, მათ შორის სტრატეგიული ძირითადი აქტივების.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 11 - ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება

მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე

მოსალოდნელი შედეგი

უძრავი ქონების მართვისა და პრივატიზების ეფექტური პროცესის უზრუნველყოფა;

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული დამატებითი ქონების ზრდა, რომელიც ასახულია ბალანსზე.

პროგრამის დასახელება

კოდი

საინვესტიციო პროექტების,დონორებთან ურთიერთობის და ტურიზმის

ხელშეწყობის პროგრამა

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 15

71.0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

„მდგრადი ქალაქები საქართველოში“ განხორციელების შედეგად შემუშავებული  და განხორციელებული  ურბანული ლაბორატორიების მეთოდოლოგიის დანერგვით, კლიმატზე ორიენტირებული, თანამონაწილეობითი, ფინანსირებისთვის მზა, ინტეგრირებული ურბანული განვითარების პროექტები. დონორი: GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება )

«მუნიციპალური ენერგომენეჯმეტის სისტემის (MEMS) დანერგვა საქართველოს (ბათუმი, ზუგდიდი, სამტრედია, ონი) მუნიციპალიტეტებში” - ენერგომენეჯმენტის სისტემის დანერგვით შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ენერგორესურსების უფრო ეფექტიანი მართვა. დონორი: GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება );

„ერთად მწვანე ქალაქებისთვის“( „Acting Together for Greener Cities”) - აღდგენილი ბიომრავალფეროვნება და გაუმჯობესებული ჰაერისა და წყლის ხარისხი. დონორი: ევროკავშირი;

,,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საქართველოში“ - მხარდაჭერილია კონკურენტული ინიციატივები და გაძლიერებულია მუნიციპალიტეტების ეკონომიკური სამსახურები;

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) დანერგილია ადგილობრივ დონეზე, მიმდინარეობს მისი მონიტორინგი და ანგარიშგება;

მოსალოდნელი შედეგი

შექმნილი საინვესტიციო       პორტფელი, იდენტიფიცირებული საინვესტიციო პოტენციალი.

პროგრამის დასახელება

კოდი

სამოქალაქო ბიუჯეტი

2026 წლის დაფინანსება ათას ლარში

02 16

500,0

პროგრამის განმახორციელებელი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა და მიზანი

სამოქალაქო ბიუჯეტი არის პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმი, რომელიც ქმნის შესაძლებლობას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას გათვალისწინებულ იქნას საზოგადოებრივი ინტერესები.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო პროცესში ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს სთავაზობს თავად შეიმუშაონ კონკრეტულ დასახლებაში არსებული პრობლემის გადაჭრის გზები და რიგი პროცედურების გავლის შედეგად განსაზღვრონ პრიორიტეტული პროექტები.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 16 - მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობა ყველა დონეზე

მოსალოდნელი შედეგი

ხელშეწყობილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობა პრიორიტეტების განსაზღვრის საქმეში, უზრუნველყოფილია მოსახლეობის ჩართულობა საბიუჯეტო პროცესში და ქ. ზუგდიდში გაუმჯობესებულია საცხოვრებელი გარემ