განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 18165,1 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2026 წლის გეგმა
04 00
განათლება
18,165.1
04 01
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა
16,200.0
04 03
სკოლისგარეშე სწავლისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
1,350.0
04 04
საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსური ხელშეწყობა
565.1
04 06
შ. მესხია სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობის პროგრამა
50.0
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 01
16200,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 63 საბავშო ბაღი; მათგან 18 - ქალაქში, ხოლო 45-სოფლის ტერიტორიულ ერთეულებში, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის (მეთოდოლოგის) დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაფერისი უნარჩვევებით უზრუნველყოფა; სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა; სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა; სააღმზრდელო პროცესის გაუმჯობესება; აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება; ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემოს შექმნა; კვების ნორმის გაუმჯობესება; სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო გარემოსა და დაცული ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა; დაწესებულებების გამართული ფუნქციონირება;
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მოსალოდნელი შედეგი
სწავლების ხარისხის ამაღლება; კვების ხარისხის ამაღლება; ბაღების აღჭურვა საერთაშორისო სტანდარტებით
პროგრამის დასახელება
კოდი
სკოლისგარეშე სწავლისა და ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 03
1350,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე
პროგრამის აღწერა და მიზანი
ზუგდიდის მუნიციცპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე წარმოადგენს სკოლისგარშე, მრავალპროფილიან სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც მოზარდებს ეხმარება თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებასა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში. უზრუნველყოფს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, მეცნიერების ლიტერატურის და ხელოვნების მიღწევების ათვისებისათვის პრაქტიკული და თეორიული მუშაობის წარმართვას საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებას.
უზრუნველყოფს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მარალპროფესიულ დონეზე სწავლებას და პოპულარიზაციას, (ქართული ფოლკლორი, ხალხურ საკრავთა ანსამბლი, კლასიკური და საესტრადო მუსიკა, ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი, ქართულ ხალხური ქორეოგრაფია, საყმაწვილო თეატრი, სამეჯლოსო-სპორტული და თანამედროვე ცეკვები, ბალეტი პანტომიმა, დრამატული სტუდია). სასახლეში ტარდება სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშობები, ვიქტორინები, სხავადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტები, თემატური გამოფენები, შეხვედრები, ლაშქრობები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, სხვა საგნობრივი კონკურსები, გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-კონკურსები, ექსპედიციები, საქველმოქმედო აქციები, მოსწავლე -ახალგაზრდობის დღეები. წრეებსა და სტუდიებში გაერთიანებულია 800-მდე მოზარდი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს ემსახურება 75 თანამშრომელი, მათგან 34 პედაგოგია.
ყოველწლიურად მოსწავლეთა სასახლის აღსაზრდელთათვის არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება, სასახლის მხატვრული კოლექტივები წარმატებით მონაწილეობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო კონკურს- ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მოსალოდნელი შედეგი
მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა.ახალგარზდებისა და მოზარდების მეტად გააქტიურება და დაინტერესება, განვითარება გაუმჯობესებული უნარ-ჩვევებით და შესაძლებლობებით, მათი როლის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უნარების გამომუშავება პროექტების დაგეგმვასა და განახორციელებაში,წლის მანძილზე განხორციელებულ პროგრამებში ჩართული რაოდენობი გაზრდა, მათი შესაძლებლობების ხელშეწყობა, წარმატებულ მოზარდთა რაოდენობის გაზრდა, საჯარო სკოლის მოსწავლეთა განათლებისა და სოციალური აქტივობების ხელშეწყობა, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ინფრასტრუქტურის სრულყოფამ, სასწავლო გარემოს განახლებამ, ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფამ და სასწავლო პროცესში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვამ განაპირობა ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ზრდა.
პროგრამის დასახელება
კოდი
საგანმანათლებლო პროგრამების ფინანსური ხელშეწყობა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 04
565,1
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი და არაფორმალური განათლების მიმართულებით საგანმანათლებლო - შემეცნებითი პროექტების/ღონისძიებების განხორციელებას.ეროვნულ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენების და თარიღების აღნიშვნას, მუნიციპალიტეტის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგიური პერსონალის პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. განათლების დაწესებულებების წარმომადგენელთა (მოსწავლეები,სტუდენტები) უნარების განვითარების მიზნით ბანაკების, კონფერენციების, კონკურსების, სასწავლო-შემეცნებითი ტურების ორგანიზებას და ჩატარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სკოლამდელი აღზრდის სფეროს მხრდაჭერას. პროგრამით გათვალისწინებულია შემოქმედებითი, აკადემიური უნარების მქონე განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვების დაფინანსება - სხვადასხვა კონკურსებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად; მაღალი აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის დანიშვნა; პროგრამა ითვალისწინებს ფინანსური დახმარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის რომლებიც სწავლობენ უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საჯარო და კერძო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულების დაჯილდოება.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მოსალოდნელი შედეგი
განათლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობით სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სფეროში პროგრამის მოსალოდნელი შედეგია, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების და მათი პედაგოგების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტების და აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო/შემეცნებითი უნარების განვითარება, სწავლა/სწავლების გაზრდილი მოტივაცია, განათლების სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის და საზოგადოების შემეცნებითი უნარების განვითარება. ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლება;
განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის გაზრდა და განვითარება;
წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენა და ამ კონტიგენტის სისტემატური ზრდა; ახალგაზრდების მეტი აქტიურობა საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში;
პროგრამის დასახელება
კოდი
შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობის პროგრამა
2026 წლის დაფინანსება ათას ლარში
04 06
50,0
პროგრამის განმახორციელებელი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული აკრედიტებული ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური ხელშეწყობა, რომელიც ახორციელებს როგორც პროფესიულ, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს. გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიმართულია აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური აქტივობების, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისდასასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად შექმნილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსებისათვის.
გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა
მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
მოსალოდნელი შედეგი
პროგრამის მიზანია შ.მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მდგრადი განვითარება, ხოლო მოსალოდნელი შედეგია საუნივერსიტეტო ცხოვრების გააქტიურებ